საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024347
514
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
040030000.10.003.024347
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №514

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (06/09/2013, №1016-Iს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ივნისის №476 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.
მუხლი 2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და მისი დებულების (წესდებების) ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი