დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 508 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024342 |
|
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2023, 010240030.10.003.024010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის აპარატზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატზე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე – აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე, დიპლომატიურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები