დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 505 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.024339 |
|
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის („საერთო მოთხოვნები“) XII თავს („დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია“) მე-12 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 გრაფა:
|
მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, 2024 წლის 1 იანვრამდე ნორმატიული აქტით დაამტკიცოს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის წარმოებისა და მართვის წესები და პირობები, აგრეთვე მინიმალური დასაცავი ინფორმაციისა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პროცედურა.
|
მუხლი 3 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები