დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 504 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.024337 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (26.04.2022, №1516-VIIIმს-Xმპ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის №205 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2021, 330090000.10.003.022760) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლის“ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №71.62.58.100, №71.62.58.114, №71.62.58.115, №71.62.58.989, №71.62.58.990, №71.62.58.993, №71.62.58.994, №71.62.58.995, №71.62.58.996, №71.62.58.415, №71.62.58.501, №71.62.58.152, №71.62.58.418, №71.62.58.417, №71.62.58.416, №71.62.58.419, №71.62.58.413, №71.62.58.409, №71.62.58.414, №71.62.58.503, №71.62.58.324, №71.62.58.156, №71.62.58.500, №71.62.58.097, №71.62.58.098, №71.62.58.109, №71.62.58.111, №71.62.58.412, №71.62.58.987 №71.62.58.991) განაშენიანების რეგულირების გეგმა თანდართული სახით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები