„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.024335
502
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
190040000.10.003.024335
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №502

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – საკრედიტო საგარანტიო სქემის“:

1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რესტრუქტურიზებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად განსაზღვრული კრედიტი, რომელიც გაცემულია კომერციული ბანკის მიერ; ასევე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრედიტი, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ;“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ პროგრამით გათვალისწინებულ გარანტიაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის დადასტურების მიზნით სააგენტოსთვის მიმართვის ბოლო ვადად განისაზღვრება არაუგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბერი. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, პროგრამაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, სააგენტოსთვის მიმართვის ვადა გაგრძელდება 2024 წლის 3 იანვრიდან.“.

3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დანართ №1-ში 55.20.0 ობიექტების კოდი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„   

 I

55.20.0

აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის

სავალდებულოა, ობიექტი იყოს არაუმეტეს

10-ნომრიანი/ერთეული დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება.

ამასთანავე, აღნიშნული საქმიანობა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მეწარმე

სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს

პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ

ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა

დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები

.“.      

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი