„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 501
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.024334
501
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
240140000.10.003.024334
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №501

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:

1. 1216 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბრით. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, ამ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების სააგენტოში წარდგენის ვადა გაგრძელდება 2024 წლის 3 იანვრიდან.“.

2. 1227 მუხლის:

) „ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, გარდა:

ა.ა) სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა;

ა.ბ) შვილობილი/მშობელი კომპანიისა, თუ ისინი საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის − სეკ 006-2016 (NACE-Rev-2) ერთსა და იმავე განყოფილებაში და თუ მათ მიერ აღებული სესხის/სალიზინგო პროექტის ღირებულება როგორც ცალ-ცალკე, ასევე ჯამურად აჭარბებს ამ პროგრამის 12​29 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ერთ ბენეფიციარზე ასათვისებელ მაქსიმალურ ჯამურ მოცულობას;

და რომელიც აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ დასახელებულ კრიტერიუმს:

ბ.ა) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);

ბ.ბ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ბ.გ) არის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, III ან IV კატეგორიის საწარმო, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში (გარდა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტისა);

ამასთან, პროგრამის 12​38 მუხლის მიზნებისათვის, მეწარმე სუბიექტად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად განსაზღვრული პირი, ზემოთ დასახელებული „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ კრიტერიუმის დაკმაყოფილების გარეშეც;“;

) „ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ი1) მიკრობანკი − „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი, რომელთანაც, ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის 12​31 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. ამ პროგრამის ფარგლებში და პროგრამის მიზნებისათვის, აღნიშნული ტერმინი შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც ბანკი/კომერციული ბანკი. მიკრობანკი პროგრამაში მონაწილეობს მხოლოდ თანადაფინანსების მიმართულებით;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) აგროტურისტული ინდუსტრია − ფერმერული მეურნეობა, სადაც, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით ხდება მეურნეობის ტერიტორიაზე დასახელებული  ტურისტული მომსახურებიდან ერთ-ერთის შეთავაზება მაინც: განთავსება, კვებით მომსახურება, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული და სხვა აქტივობა. მეურნეობის აგროტურისტულად მიჩნევისათვის აუცილებელია, მისი განმახორციელებელი პირი აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

უ.ა) საკუთრების ან მართლზომიერი სარგებლობის უფლებით უნდა ფლობდეს ფერმერულ მეურნეობას;

უ.ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რეგისტრირებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორად;

უ.გ) რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში;

უ.დ) საქმიანობა ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ეკოტურისტული ინდუსტრია − ეკოტურიზმის სერვისთა ერთობლიობით შექმნილი ღირებულებათა ჯაჭვი, რომელთა შორისაც პრიორიტეტად მიიჩნევა და სავალდებულოა შემდგომი ტიპის მომსახურებებიდან ერთ-ერთის არსებობა:

− რეგიონისთვის სახასიათო საცხოვრებელი არქიტექტურის განთავსება (10 ნომრამდე);

არსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც არის რეგიონისთვის დამახასიათებელი ავთენტური არქიტექტურის და განკუთვნილია განთავსების ობიექტად განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის, ერთდროულად (დროის ერთ მონაკვეთში) მინიმუმ 8 სტუმრის გამასპინძლების შესაძლებლობით, მაქსიმუმ 10 სანომრე ფონდით;

− ტრადიციული რეწვის სახელოსნო საჩვენებელი, ტურისტული შეთავაზებით არსებული, მოქმედი სახელოსნო საქმიანობისთვის გამორჩეული სახასიათო ელემენტებით, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 10 ადამიანზე გათვლილი საჩვენებელი სივრცე და ასევე არანაკლებ 5 ადამიანზე გათვლილი მასტერკლასის ჩატარების შესაძლებლობა;

− გაქირავების სერვისი − (მათ შორის, არამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალებები);

აღნიშნული მოიცავს ველოსიპედის, ცხენის, საწყალოსნო არამოტორიზებული ტრანსპორტის ნაირსახეობების, სეზონური ჩასაბმელი საშუალებებისა (მაგ.: მარხილი, ეტლი და ა. შ.) და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების ან/და სხვა აღჭურვილობის/ინვენტარის გაქირავებას, რომელიც გამოიყენება ბუნებაში გადაადგილებისას და ბუნების აღქმისა და დაკვირვებისათვის;

− საქმიანობა ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა.“;

) „ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები:

„ჯ) კაპიტალური ხარჯი − დანახარჯი, გაწეული ისეთ მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივზე (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

ჰ) საბრუნავი საშუალებებიხარჯები, რომელიც არ წარმოადგენს კაპიტალურ ხარჯს.“.

3. 1236 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში სესხი გაიცემა მხოლოდ შემდეგი ორი მიზნობრიობით:

ა) წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისთვის საჭირო კაპიტალური ხარჯებისთვის −  გაცემული სესხის მოცულობის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა;

ბ) წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებებისთვის − გაცემული სესხის არა უმეტეს 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა.“.

4. 1242 მუხლის:

) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ თავის შესაბამის მიმართულებებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების სააგენტოში წარდგენის ვადა განისაზღვრება არა უგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბრით. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, ამ თავის შესაბამის მიმართულებებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების სააგენტოში წარდგენის ვადა გაგრძელდება 2024 წლის 3 იანვრიდან.

3. პროგრამის მოქმედება შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პროგრამის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში გაცემული პროექტის თანადაფინანსების ანაზღაურება მოხდება მისი დადასტურებისას, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

5. 32- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გარდამავალ პერიოდში კრედიტის დამტკიცებისა და სააგენტოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, კრედიტის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის (ამ დადგენილების დანართ    №1-ით განსაზღვრული 03.11.0 ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში − 53 (ორმოცდაცამეტი) თვის) განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“;“.

6. 32- მუხლის მე-3 პუნქტისდაქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. დანართ №11-ში:

) ობიექტების კოდებს − 10.89.0-სა და 11.04.0- შორის დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ობიექტის კოდი და დასახელება:

 

„C

10.92.0

მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“;

 

) 35.11 ობიექტების კოდი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „D

35.11

აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ ლიზინგით

სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი იყოს მხოლოდ ჰიდრო/ქარის/მზის

არაუმეტეს 0.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც არ

არის ჩართული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების

მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით.

ასევე პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის წარმოებიდან მიღებულ

შემოსავლად მიიჩნევა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს

კანონით განსაზღვრული მიკროსიმძლავრის  ელექტროსადგურის დროებით

მფლობელობაში/ სარგებლობაში გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი

ელექტროენერგიის წარმოება“;

      

)  55.20.0 ობიექტების კოდი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                           

 „I

55.20.0

აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ ლიზინგით

სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი იყოს არაუმეტეს 10-ნომრიანი/

ერთეული დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება.

ამასთან, აღნიშნული საქმიანობა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მეწარმე

სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს

პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე

არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა

დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“.

 

8. დანართ №3-ის პირველი პუნქტის პირველი აბზაცის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმები

სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება №3 დანართის შესაბამისად, როგორც ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში (მინ. 10 ნომრის ორგანიზება), ასევე არსებული სასტუმროს გაფართოებისას/გადაიარაღებისას.“.

9. დანართ №4-ის პირველი პუნქტის პირველი აბზაცის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმები ბალნეოლოგიური ინდუსტრიის ფარგლებში

სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება №4 დანართის შესაბამისად, როგორც ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში (მინ. 10 ნომრის ორგანიზება), ასევე არსებული სასტუმროს გაფართოებისას/გადაიარაღებისას.“.

10. დანართ №9-ში ობიექტების კოდებს − 24.20.0-სა და 25.29.0- შორის დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ობიექტის კოდი და დასახელება:

 

 „C

25.21.0

ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი