,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.159.016556
33
25/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
010250000.35.159.016556
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. მარნეული

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე–3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №32 დადგენილების გათვალისწინებით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 28/12/2021, 010250000.35.159.016488) და მუხლი 1 განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის, განესაზღვროს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა თვეში 880 (რვაას ოთხმოცი) ლარით“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე