„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 567
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017080
567
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
010210040.08.002.017080
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №567 

 

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2022, 010210040.08.002.017078) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტაჟირება − ადმინისტრაციაში სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ადმინისტრაციაში სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟიორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი