დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების და არსებული სახელწოდების ცვლილების შესახებ

დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების და არსებული სახელწოდების ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17233566
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016023
გ-17. 17233566
22/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
000000000.00.139.016023
დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების და არსებული სახელწოდების ცვლილების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-17.17233566

2023 წლის 22 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

„დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების  და არსებული სახელწოდების ცვლილების   შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა  სამთავრობო კომისიის 2023 წლის 1 დეკემბრის №40 ოქმის საფუძველზე:

 

1. ქ. ბორჯომი,  დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) ასევე დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს და თრიალეთის ქუჩის ნაწილს შეეცვალოს სახელწოდება და წარმოდგენილი დანართების შესაბამისად ეწოდოს:

ა) დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს ეწოდოს  დიდველის სახელობის ქუჩა (დანართი №1);

ბ) თრიალეთის ქუჩის ნაწილს ეწოდოს დიდველის ქუჩის I შესახვევი (დანართი №2);

გ) დიდველის ქუჩის II შესახვევი (დანართი №3);

დ) დიდველის ქუჩის I ჩიხი (დანართი №4);

ე) დიდველის ქუჩის II ჩიხი (დანართი №4);

ვ) დიდველის ქუჩის III ჩიხი (დანართი №5);

ზ) დიდველის ქუჩის IV ჩიხი (დანართი №5);

თ) დიდველის ქუჩის V ჩიხი (დანართი №5);

ი) დიდველის ქუჩის VI ჩიხი (დანართი 6);

კ) დიდველის ქუჩის VII ჩიხი (დანართი №6)

ლ) თრიალეთის სახელობის ქუჩა (დანართი №7);

მ) თრიალეთის ქუჩის I ჩიხი (დანართი №8);

ნ) თრიალეთის ქუჩის II ჩიხი (დანართი №8);

ო) თრიალეთის ქუჩის I შესახვევი (დანართი №9);

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60ა).

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                      დავით ზაალიშვილი