დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
მიღების თარიღი | 28/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.11.004.016089 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „თ1“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 27/07/2023; ს/კ: 220010000.11.004.016079) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ამტკიცებს კომისიის სიმბოლოებს (მათ შორის, კომისიის ემბლემას, ბლანკის ნიმუშს) და მათი გამოყენების წესს;“.
2. VI თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი: „თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 19. გარდამავალი დებულებები კომისიის სრული შემადგენლობით თავდაპირველ დაკომპლექტებამდე, კომისია ამ წესის შესაბამისად საკუთარი შემადგენლობიდან დროებით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დასანიშნად. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ კომისიის თავმჯდომარედ დროებით დანიშნული პირი უფლებამოსილი იქნება კომისიის სრული დაკომპლექტებისა და ამ წესის შესაბამისად კომისიის თავმჯდომარის დანიშვნამდე. კომისიის ყველა წევრის დანიშვნის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე აირჩევა და დაინიშნება ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად.“.
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
|
|
დოკუმენტის კომენტარები