სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016465
22
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
010250020.35.120.016465
სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის” მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის ,,ბ’’-ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,სოციალური დახმარების შესახებ’’, საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეებს დახმარების 2024 წლის პროგრამა (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია



დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრიებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის დახმარების პროგრამა

 


მუხლი 1. ზოგადი  დებულებები
1. პროგრამის სახელწოდება: სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა.

2. პროგრამის დაწყების და დამთავრების თარიღი: 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

3. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 200 000 (ორასი ათასი) ლარი. - მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობის/შესყიდვის  ბიუჯეტი განისაზღვროს 200 000 (ორასი ათასი)  ლარით.

4. პროგრამის დაფინანსების წყარო: სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი.


მუხლი 2. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, დაეხმაროს სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  სოციალურად  დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობებეის მქონე მოსახლეობისათვის, მცირე ფართიანი  ინდივიდუალური  სახლების   მშენებლობას/შესყიდვას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს.

მუხლი 3. პროგრამის მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სახლდაზიანებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების  საყოფაცხოვრებო  პირობების გაუმჯობესებას.

მუხლი 4. პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეთა კატეგორია
1. პროგრამის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის სარგებლობის  უფლება აქვთ:

ა) ყველაზე მძიმე ეკონომიურ პირობებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, მუდმივად მცოვრებ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, მათი საცხოვრებელი სახლი დაზიანების ხარისხის მიხედვით საცხოვრებლად  უვარგისია და ექვემდებარება   დემონტაჟს.

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, მუდმივად მცხოვრებ მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ უსახლკარო სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს.

2. მოქალაქეს, რომელმაც უნდა ისარგებლოს პროგრამით, არ უნდა გააჩნდეს სხვა საცხოვრებელი ფართი, ან საცხოვრებელს უნდა ქონდეს მინიჭებული ავარიული შენობა-ნაგებობების სტატუსი და იყოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი.

3. პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე (ოჯახი) დახმარებას მიიღებს  ერთჯერადად.


მუხლი 5. პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებისათვის გასაცემი  დახმარება და მისი  გაცემის  პირობები 
1. სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა/შესყიდვისათვის  მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის   ასლი;

ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და საკრებულოს   წევრის წერილობითი რეკომენდაცია;

გ) საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მერის წარმომადგენელის მიერ გაცემული ცნობა უძრავი ქონების (დაზიანებული საცხოვრებელი სახლი) ფლობის შესახებ;

დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან ქონებრივი მდგომარეობის შესახებ;

ე) შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, საცხოვრებლად უვარგისი სახლის დემონტაჟის შესახებ და სოციალურად დაუცველი მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ  პუნქტებში მითითებულ განცხადებას შეისწავლის  სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც ამოწმებს  მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას, მოქალაქის ოჯახის სოციალურ პირობებს და ადგენს შესაბამის დასკვნას მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების ან  დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. კომისიის დასკვნა, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცემა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს, რომელიც კომისიის დასკვნის საფუძველზე, ამზადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს მოქალაქისათვის დახმარების გაცემის შესახებ ან მოქალაქის განცხადების  დაკმაყოფილებაზე  უარის  თქმის  შესახებ.

4. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა/შესყიდვა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მერიამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს 30 000 - 45 000 ლარის  ფარგლებში.

5. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდეგ, ბრძანების შესრულებას  უზრუნელყოფს მერიის შესაბამისი სამსახურები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.