გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 13/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.3580
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
300
04/05/2005
სსმ, 56, 13/05/2005
200.250.000.22.033.007.3580
გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/05/2005 - 31/12/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.358

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №300

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

,,გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების წესის” დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და 90-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების  წესი.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა და 90-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების პროცედურებს.

2. თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარად არასაკმარისია საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული და საგადასახადო ორგანოს მიერ გატარებული, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის ღონისძიებები, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს გადასახა-დის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროს სეიფიდან ან სხვა სათავსიდან (გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინისა) არსებული ნაღდი ფულადი სახსრების (მათ შორის, უცხოური ვალუტის) ამოღება აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვისათვის აუცილებელი ოდენობით.

3. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლისთვის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების პროცესში ხელის შეშლა, ტერიტორიაზე ან/და შენობა-ნაგებობებში დაუშვებლობა ითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების პროცესის დროს, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია.

    მუხლი 2. გადაწყვეტილება გადასახადის მოვალის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების შესახებ

1. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი  გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გადაწყვეტილების მიმღები  საგადასახადო ორგანოს დასახელებას;

ბ) მიღების დროსა და ადგილს;

გ) მოქმედების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანამდებობას, სახელსა და გვარს;

დ) მოქმედების დაწყებისა და დასრულების დროს;

ე) ბრძანების გასაჩივრების წესს;

ვ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელს, გვარსა და ხელმოწერას.

2. აღნიშნული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელშიც უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს აქტი.

3. ფიზიკური პირისათვის გაგზავნილი გადაწყვეტილება  მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო საწარმოს ან ორგანიზაციისათვის გაგზავნილი _ სათანადო თანამდებობის პირს.

4. თუ ადრესატმა უარი განაცხადა გადაწყვეტილების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მასზე. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება.

5. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დაუყოვნებლივ ახორციელებს სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებას საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლისა და ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

    მუხლი 3. მოვალის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებისა და გაფორმების წესი

1. მოვალის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებას ახორციელებს ის საგადასახადო ორგანო, სადაც საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

2. სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება ხორციელდება გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს და მისი დაწყებისა და დასრულების დროს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო.

3. სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების პროცედურა მოიცავს მოვალის სეიფის, კარადის, უჯრის და ყველა სხვა მსგავსი სათავსიდან ფულადი სახსრების ამოღებას.

4. დასაშვებია სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება გაგრძელდეს აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვამდე.

5. სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა ხდება საგადასახადო ორგანოს  წარმომადგენლის მიერ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ან მათი წარმომადგენლის და დამსწრეების (მათი არსებობის შემთხვევაში) თანდასწრებით  სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.

6. ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების პროცედურის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი აძლევს წინადადებას მოვალეს ნებაყოფილობით წარმოადგინოს სალაროში ან სხვა სათავსში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ. ფულადი სახსრების ნებაყოფილობით წარმოდგენის შემთხვევაში სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც კეთდება შესაბამისი შენიშვნა.

7. საგადასახადო ორგანო ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების პროცედურის დროს უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს სალაროს წიგნისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მაჩვენებლების წარმოდგენა, მოვალის სალაროში ან სხვა სათავსში არსებული ფულადი სახსრების რეალობის დადგენის მიზნით.

8. სალაროდან ან სხვა სათავსიდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების შესახებ დგება ოქმი (დანართი №1).

9. ოქმი დგება ყოველდღიურად, ნაღდი ფულის ამოღების პროცედურების დასრულების შემდეგ; ოქმი დგება იმ შემთხვევაშიც, თუ სალაროში ან სხვა სათავსში ნაღდი ფული არ იქნა დაფიქსირებული, რის შესახებაც ოქმში კეთდება სათანადო აღნიშვნა.

10. ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) მოქმედების ჩატარების საფუძველი (საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი);

ბ) საგადასახადო ინსპექციის დასახელება;

გ) კონკრეტული მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი;

დ) მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო;

ე) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩაატარა სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება;

ვ) მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ზ) დამსწრეების (მათი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, მისამართი;

თ) სალაროდან ამოღებული ნაღდი ფულადი სახსრების ოდენობა;

ი) გასაჩივრების წესი.

11. ოქმი გასაცნობად წარედგინება მოქმედების მონაწილე ყველა პირს. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში.

12. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი, გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე დამსწრე პირები (მათი არსებობის შემთხვევაში). გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმში შენიშვნის სახით კეთდება სათანადო ჩანაწერი.

    მუხლი 4. სალაროდან ამოღებული ნაღდი ფულადი სახსრების ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

მოვალის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ამოღებული ნაღდი ფულადი სახსრები შესაბამის ბიუჯეტების ანგარიშზე ჩარიცხვის მიზნით იმავე დღეს უნდა იქნეს შეტანილი საბანკო დაწესებულებაში. თუ აღნიშნული ფულადი სახსრების შეტანა საბანკო დაწესებულებაში იმავე დღეს შეუძლებელია, ისინი შეტანილ უნდა იქნეს საბანკო დაწესებულებაში უახლოეს სამუშაო დღეს.

ოქმი №

მოვალის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების შესახებ

 

 

__________________                                            ______________

(ოქმის შედგენის ადგილი)                                             (წელი, თვე, რიცხვი) 

 

____________________________________________

(მოქმედების დაწყებისა და დამთავრების დრო (საათი და წუთი)

 

_____________________________    

(საგადასახადო ინსპექციის დასახელება)

 

___________________________________________________          

(საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

_______________________________________________________-______

(მოქმედების ჩატარების საფუძველი)

 

_____________________________________________________________

(მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი)

 

 

დამსწრეები (მათი არსებობის შემთხვევაში, სახელი, გვარი, მისამართი)

 

1. _____________________________________________________________

2. _____________________________________________________________

 

 

 

 

_____________________________________________________________

(გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ან მათი წარმომადგენელი (სახელი, გვარი, მისამართი)

 

სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრა მოხდა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.

 

სალაროდან ამოღებული ნაღდი ფულადი სახსრების ოდენობა შეადგენს:

 _______________ და იგი შესაბამისი ბიუჯეტების ანგარიშზე ჩარიცხვის მიზნით იმავე დღეს უნდა იქნეს შეტანილი საბანკო დაწესებულებაში. თუ აღნიშნული ფულადი სახსრების შეტანა საბანკო დაწესებულებაში შეუძლებელია იმავე დღეს, ისინი შეიტანება საბანკო დაწესებულებაში უახლოეს სამუშაო დღეს (სალაროში ნაღდი ფულის არარსებობის შემთხვევში გაკეთდება აღნიშვნა Z).

 

მოვალეს და დამსწრე პირებს განემარტათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ.

 

ოქმი შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელმოწერით:

 

საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი                      /___________/

 

გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი                 /___________/                 

ან სხვა ვალდებული პირი ან მათი

წარმომადგენელი  

 

დამსწრეები:             

1.                                                      /____________/                

2.

                                                       /____________/                 

 

შენიშვნა:

_________________________________________________________________________________________     _________________________________________________________________________________________     _________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________