დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №29 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016550 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/12/2022, №190020020.35.159.016517) და |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 56724,9 ათასი ლარის ოდენობით:“ თანხა ათას ლარებში
|
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9846,4 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
|
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 40653,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 27586,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 28483,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
ბ) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 897,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
|
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო“
|
9.
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები შემდეგი რედაქციით:
1. ინფრასტრუქტურის განვითარება (ორგანიზაციული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის, აგრეთვე გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ა.ა) გზების მიმდინარე მოვლა-შენახვა
ა.ბ.) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია
ბ) წყლის სისტემების განვითარება
ბ.ა) სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია
ბ.ბ) სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია
ბ.გ) საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის განვითარება და მოვლა-შენახვა
ბ.დ) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია
გ) გარე განათება
გ.ა) გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
გ.ბ) გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი
გ.გ) გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა
დ) მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება
დ.ა) მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის სუბსიდირება
დ.ბ) მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება
ე) ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია
ვ) კეთილმოწყობა
ვ.ა) საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია
ვ.ბ) სადღესასწაულო ღონისძიებები
ზ) სარიტუალო ღონისძიებები
თ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები
2. გარემოს დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია გარემოს დაცვა, რაც თავის თავში მოიცავს მუნიციპალიტეტის დასუფთავებას და ნარჩენების გატანას, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, კაპიტალურ დაბანდებებს დასუფთავების სფეროში. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს სუბსიდირება.
ა) დასუფთავება და ნარჩენების მართვა
ა.ა) მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ნარჩენების გატანა
ა.ბ) ნარჩენების გადამუშავება
ა.გ) გარემოს დაცვითი სხვა ღონისძიებები
ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება
გ) კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში
3. განათლება (კოდი 0400) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლი მოსწავლეთა ტრანსპორტირება.
ა) სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
ბ) სკოლამდელი დაწესებულებების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
გ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა
გ.ა) პედაგოგთა დახმარება
გ.ბ) საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირება
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ.
ა) სპორტის სფეროს განვითარება
ა.ა) სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
ა.ბ) სპორტული ღონისძიებები
ა.გ) სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
ბ) კულტურის სფეროს განვითარება
ბ.ა) კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა
ბ.ბ) კულტურის სფეროს ღონისძიებები
ბ.გ) კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა (050203)
ბ.დ) რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა (050204)
გ) ახალგაზრდობის მხარდაჭერა (კოდი 0503)
დ) ტელე-რადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ა) ჯანმრთელობის დაცვა (კოდი 0601)
ა.ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
ა.ბ) კაპიტალდაბანდებები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში
ბ) სოციალური დაცვა
ბ.ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა
ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
ბ.გ) სარიტუალო მომსახურება (კოდი 060203)
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (კოდი 0100) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, მათ შორის: მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა. კერძოდ: (კოდი 010101) ქვეპროგრამაში 25,0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქციონირების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გასახორციელებლად. (კოდი 010102) ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული არის გრანტის სახით 55.0 ათასი ლარით დაფინანსება. (კოდი 010203) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების საპროცენტო და სესხების ძირი თანხების დაფარვა, კერძოდ "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის" ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში თანხის გადახდის დღისათვის (28 აპრილი და 28 ოქტომბერი) გადასახდელი ძირი და დარიცხული საპროცენტო თანხა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად.
ა) მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა
|
10.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
|
11.
23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 745.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“ |
მუხლი 2.
დადგენილების გამოქვეყნება |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები