დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018402 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ, N93 30.07.2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) მეორე პუნქტით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფოდის წესდებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება :
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომ – ფონდი) არის „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“; 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოში მეცნიერებასა და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა საგრანტო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ-მინისტრი) მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებით, აგრეთვე ბილატერალური საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამული დაფინანსებით.“; 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3 საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 4 წლის ვადით ნიშნავს მინისტრი გენერალური დირექტორის წარდგინებით; საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა შესაძლებელია დაექვემდებაროს შემადგენლობის 1/3-ით განახლებას, დადგენილი ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ.“; 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფონდის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს გენერალური დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ერთი და იგივე პირი გენერალურ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები