„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 377/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016803
377/04
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
220090000.18.011.016803
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №377/04

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2018; ს/კ: 220090000.18.011.016282) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ მეწარმე სუბიექტი ვალდებულია პუნქტში/ფილიალში განახორციელოს მხოლოდ ნაღდი ფულის გადაცვლის ოპერაციები, როგორც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, სესხის გამცემი სუბიექტისა   და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტისა – ამ მუხლის 2 2 პუნქტის საფუძველზე და ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.“;

ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს .

2. მე-3 მუხლის 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 31 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტრონულ აპარატში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუდმივად და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ელექტრონული აპარატების ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გათიშვის/დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად. გაუმართაობის აღმოფხვრამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უფლებამოსილი არ არის ვალუტის გადაცვლის ოპერაციები განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი ელექტრონული აპარატის მეშვეობით;“.

4. მე-7 მუხლის:

ა) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში კლიენტის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად;“;

გ)   მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პუნქტის/ფილიალის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სხვა პუნქტში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. აღნიშნული ქვითარი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი;

ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის №;

გ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სხვა პუნქტის საფირმო სახელწოდება, სადაც განხორციელდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია;      

დ) პუნქტის/ფილიალის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი №), რომელიც დაფიქსირებულია ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის დამადასტურებელ საბუთში;

ე) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

ვ) გადაცვლის კურსი;

ზ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო;

თ) ორივე მხარის ხელმოწერა.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა

1. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს პუნქტის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა პუნქტის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს მომხმარებლის ვიზუალურად დანახვა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დამადასტურებელი ქვითრის მომხმარებლისთვის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება.

2. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ შეუძლებელია გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა.

3. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. პუნქტის/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.

4. თუ ელექტროენერგიის გათიშვის, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო პუნქტი/ფილიალი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, პუნქტი/ფილიალი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.

5. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია არ განახორციელოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე.“.

6. დანართები №1, №2, №5 და №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა