დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №179/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 379/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.18.011.016805 |
|
„ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №179/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №179/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 08/10/2020; ს/კ: 190040000.18.011.016508) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარის 101 მუხლი: „მუხლი 101. გამარტივებული ემისიის პროსპექტი 1. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის სასესხო ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესის დანართი №11-ის შესაბამისად შედგენილი და ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული გამარტივებული ემისიის პროსპექტის საფუძველზე. 2. გამარტივებულ ემისიის პროსპექტზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-5-მე-9 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ სასესხო ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზებაზე, რომლებიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) სუბორდინირებული ან კონვერტირებადია; ბ) უზრუნველყოფს სხვა ტიპის ფასიანი ქაღალდის შეძენის ან გამოწერის უფლებას; გ) დაკავშირებულია დერივატივთან.“. 2. ბრძანების №1-10 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. ბრძანებას დაემატოს დანართი №11 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები