დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 21/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016664 |
|
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის: ა) 63 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 64 და 65 პუნქტები: „64. თუ მიმწოდებელს წარედგინა მესაკუთრის ან დროებითი მფლობელის მოთხოვნა მიწოდების ხელშეკრულების დადებაზე, მაგრამ ამავე ობიექტზე დადებული იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მომხმარებლად რეგისტრირებულია მესამე პირი, მიმწოდებელმა რეგისტრირებულ მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით უნდა აცნობოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და განუსაზღვროს არანაკლებ ორი სამუშაო დღის ვადა, ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარის განსაცხადებლად. თუ მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტაზე არ განაცხადებს უარს, მიმწოდებელმა უნდა შეწყვიტოს მასთან დადებული მიწოდების ხელშეკრულება და მომხმარებლად დაარეგისტრიროს პირი, რომელმაც წარადგინა მოთხოვნა. თუ მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტაზე განაცხადებს უარს, მიმწოდებელი მოთხოვნის წარმდგენ მესაკუთრეს/დროებით მფლობელს უარს ეტყვის მიწოდების ხელშეკრულების დადებაზე. 65. ამ მუხლის 64 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნა საჭირო არ არის, თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან მიმწოდებლის ხელთ არსებული სხვა ინფორმაციით (მათ შორის, თავად რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით) უტყუარად დასტურდება უძრავი ნივთის ფლობის შეწყვეტის ფაქტი.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყველა თანამესაკუთრის თანხმობის წარუდგენლობა არ წარმოადგენს მომხმარებლის მიერ წარდგენილ მიწოდების ხელშეკრულებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველს.“. 2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დეპოზიტის დარიცხვა დაუშვებელია ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს მუდმივ ან დროებით სარგებლობაში, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ მომხმარებლის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და მიწოდების მისამართი/მისამართები მდებარეობს სხვადასხვა ადგილზე, ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადებითი ბალანსი ქვითარში აისახება მომხმარებლის მიერ მითითებულ მიწოდების მისამართზე/მისამართებზე, მის მიერ მოთხოვნილი პროპორციით, ხოლო ასეთი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად.“. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მომხმარებლის მიერ ახალი მიწოდების მისამართის დამატების შემთხვევაში, ამ მისამართზე ქვითარში დადებითი ბალანსის სახით აისახება მხოლოდ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე და მომდევნო დარიცხვის პერიოდებში გამომუშავებული ელექტროენერგია.“. |
| მუხლი 2 |
|
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები