„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016662
60
21/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010220020.16.009.016662
„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №60

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებსაქართველოს კანონის 23- და 155-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 10/06/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016374) შევიდეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დავების განხილვის წესების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. სადავო საკითხის განხილვის ვადა

1.    კომისია განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის კომისიაში რეგისტრაციიდან  2 თვის ვადაში.

2.    ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა, გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, თუ საქმის სირთულიდან გამომდინარე კომისიას ესაჭიროება დამატებითი დრო საკითხის გადაწყვეტისათვის. კომისია ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორთვიანი ვადის ამოწურვამდე, ზეპირი მოსმენის გარეშე, კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით და ამის შესახებ აცნობებს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგოჩა შონია