ტყიბულში ქალაქის ცენტრში, კ. გამსახურდიასა და შ. რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, წინამდებარე უსახელო მოედნის - „მეფე სოლომონ I-ის მოედანი“-ს სახელის მინიჭების თაობაზე

ტყიბულში ქალაქის ცენტრში, კ. გამსახურდიასა და შ. რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, წინამდებარე უსახელო მოედნის - „მეფე სოლომონ I-ის მოედანი“-ს სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-75. 75233565
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.125.016004
გ-75. 75233565
22/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
000000000.00.125.016004
ტყიბულში ქალაქის ცენტრში, კ. გამსახურდიასა და შ. რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, წინამდებარე უსახელო მოედნის - „მეფე სოლომონ I-ის მოედანი“-ს სახელის მინიჭების თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება Nგ-75.75233565

2023 წლის 22 დეკემბერი

ქ. ტყიბული

 

ტყიბულში, ქალაქის ცენტრში, კ. გამსახურდიასა და შ. რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, წინამდებარე უსახელო მოედნის  „მეფე სოლომონ I-ის მოედნის“ სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-7 მუხლის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 25 ოქტომბრის №74-742329857 წერილის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

მუხლი 1

ტყიბულში, ქალაქის ცენტრში, კ. გამსახურდიასა და შ. რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, წინამდებარე უსახელო მოედანს ეწოდოს – „მეფე სოლომონ I-ის მოედანი“.

მუხლი 2

დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

მუხლი 3

მიღებული განკარგულების შესახებ 10 დღის ვადაში ეცნობოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას (ი. ლომთაძე).

მუხლი 5

განკარგულება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) განკარგულების მიღებიდან ან მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

მუხლი 6

განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     იოსებ რობაქიძე