დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26 |
დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.138.016522 |
26
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
010260000.35.138.016522
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.138.016323) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება): |
1.
მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერიის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკური სამსახური; დ) ინფრასტრუქტურის სამსახური; ე) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური; ვ) შიდა აუდიტის სამსახური; ზ) ზედამხედველობის სამსახური; თ) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.“
|
2.
მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები