„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 010
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016023
010
25/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
280030000.73.085.016023
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №010

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2023 წლის 11 დეკემბრის №32 სხდომის ოქმის გათვალისწინებით,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 31/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016002) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსტრუქცია ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, მონაწილეებზე, დამსაქმებლებზე, დასაქმებულებზე და თვითდასაქმებულებზე, ასევე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურზე საპენსიო შენატანების განხორციელების ნაწილში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედების თარიღამდე (2018 წლის 6 აგვისტო) არ შესრულებია 40 ან მეტი წელი.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედების თარიღისთვის (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 40 ან მეტი წელი, ავტომატურად გაწევრიანდება დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ ინსტრუქციის შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრიდან ნებისმიერ პერიოდში გამომუშავებული ხელფასის პირველივე ჩარიცხვის საფუძველზე შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გასვლის უფლებით.“;

დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების მსურველი დასაქმებული ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობითი ფორმით მიმართოს მის დამსაქმებელს. ამასთან, დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში ან თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.“;

ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14.      სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა (შემდგომში – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა ან ელექტრონული სისტემა).  დასაქმებულის საპენსიო გვერდზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის ელექტრონული გვერდზე სააგენტოს მიერ განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას /ელექტრონულ დოკუმენტს, შეტყობინებას ან მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, ხელმოწერილ დოკუმენტს. დასაქმებულის საპენსიო გვერდზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე სააგენტოს მიერ განთავსებული ნებისმიერი და ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წერილი თუ შეტყობინება ჩაითვლება აღნიშნული გვერდის მფლობელი დასაქმებულის, მონაწილის ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ ოფიციალურად გაცნობილად, ასეთი შეტყობინების, წერილისა თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი გვერდის მფლობელის მიერ გაცნობის ან შესაბამის გვერდზე განთავსების თარიღიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება.“.

2. მეორე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპენსიო დეკლარაცია – საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ივსება დამსაქმებლის, ან არასტანდარტული დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონულად და რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს შესაბამისი საპენსიო შენატანების გადახდა /განხორციელება. საპენსიო დეკლარაცია შეიძლება იყოს მარტივი ან დეტალური. თუ ინსტრუქციაში გამოყენებულია ტერმინი „საპენსიო დეკლარაცია“, დამატებითი მითითების გარეშე, იგულისხმება ორივე ტიპის საპენსიო დეკლარაცია;

ბ) მარტივი საპენსიო დეკლარაცია – საპენსიო დეკლარაცია, რომელშიც ასახულია დასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის ხელფასი ან თვითდასაქმებულის შემოსავალი, ისე როგორც ეს განმარტებულია კანონით;

გ) დეტალური საპენსიო დეკლარაცია – საპენსიო დეკლარაცია, რომელშიც ასახულია დასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის კანონით განმარტებული ხელფასის კომპონენტები ან თვითდასაქმებულის შემოსავალი, ისე როგორც ეს განმარტებულია კანონით, ასევე, საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, ხელზე გასაცემი თანხის ოდენობა და ხელზე გასაცემი თანხიდან დაკავებული თანხის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“

ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ღია საპენსიო დეკლარაცია – საპენსიო დეკლარაცია, რომელიც ატვირთულია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში და ექვემდებარება დახურვას იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის საბალანსო თანხა ტოლია ან აღემატება საპენსიო დეკლარაციაში ასახული ჯამური საპენსიო შენატანის თანხას. ღია საპენსიო დეკლარაცია შესაძლოა დაკორექტირდეს ნებისმიერ დროს, მის დახურვამდე;

ვ) დახურული საპენსიო დეკლარაცია – ღია საპენსიო დეკლარაციის დახურვის შედეგად მიღებული საპენსიო დეკლარაცია. ღია საპენსიო დეკლარაციის დახურვა გულისხმობს დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შესაბამის გვერდზე დახურვის ღილაკის დაჭერას, რაც გამოიწვევს ღია საპენსიო დეკლარაციის დახურვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის საბალანსო თანხა ტოლია ან აღემატება საპენსიო დეკლარაციაში ასახული ჯამური საპენსიო შენატანის თანხას;“

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, არასტანდარტული დასაქმებულის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა საპენსიო დეკლარაციაში ასახული დამსაქმებლისა და დასაქმებულის ჯამური საპენსიო შენატანის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება საპენსიო დეკლარაციების ადმინისტრირების ელექტრონულ გვერდზე, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს საპენსიო ფონდის ნაწილს, მონაწილეთა საპენსიო აქტივს;“

დ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის ელექტრონული გვერდი – ელექტრონულ სისტემაში თითოეული დამსაქმებლისთვის/თვითდასაქმებულისათვის/არასტანდარტული დასაქმებულისათვის შექმნილი ელექტრონული გვერდი, სამუშაო სივრცე, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი დამსაქმებელი/თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ამ ინსტრუქციის შესაბამისად ახდენს საპენსიო დეკლარაციების, მაკორექტირებელი დეკლარაციის მომზადებას და წარდგენას და რომელსაც დამსაქმებელი/თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული იყენებს საპენსიო სააგენტოსაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაციის მიზნებისათვის;“;

ვ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ტ) არასტანდარტული დასაქმებული – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებული;

უ) არასტანდარტული დასაქმებულის საპენსიო შენატანი - დამსაქმებლის და დასაქმებულის საპენსიო შენატანის ჯამი, რომელიც შეადგენს არასტანდარტული დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 4 (ოთხი) პროცენტს, კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად.“

3. მე-4 მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეული დასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანდება დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ, პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების საფუძველზე ან ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში გაწევრიანება ხდება სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანის საფუძველზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თითოეული მონაწილის რეგისტრირებისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს (მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს) და დროებით პაროლს, რომელიც მონაწილეს შეუძლია მიიღოს საპენსიო სააგენტოში ან/და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით ამ ინსტრუქციის 51 მუხლით განსაზღვრული წესით;“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითდასაქმებულის გაწევრიანება დაგროვებით საპენსიო სქემაში ხდება ნებაყოფლობით და შესაძლებელია 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ გამომუშავებული და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარირებული თვითდასაქმებულის შემოსავლის გათვალისწინებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თვითდასაქმებულ მონაწილეს, რომელიც კანონით დადგენილ შემთხვევაში შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას, შეუძლია ნებისმიერ დროს განაახლოს საპენსიო შენატანების განხორციელება.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული ვალდებულია განახორციელოს საპენსიო შენატანი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და მოცულობით.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თითოეული საპენსიო დეკლარაციის შევსებისას თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ახდენს საპენსიო ანგარიშგებას მარტივი საპენსიო დეკლარაციის გამოყენებით.

4. მარტივი საპენსიო დეკლარაცია მოითხოვს მხოლოდ ხელფასის (დასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის შემთხვევაში) ან თვითდასაქმებულის შემოსავლის მითითებას კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით, შემდეგი ნიმუშის შესაბამისად:

 

სახელი

 

გვარი

პირადი ნომერი

ხელფასი/ შემოსავალი

საპენსიო

შენატანი 2%+2%

 

ნებაყოფლობით ჩართული

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სადაც:

ა) ხელფასი გულისხმობს კანონით განსაზღვრულ ხელფასს;

ბ) შემოსავალი გულისხმობს კანონით განსაზღვრულ თვითდასაქმებულის შემოსავალს;

გ) საპენსიო შენატანი გულისხმობს დამსაქმებლისა და დასაქმებულის, არასტანდარტული დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის მიერ კანონის შესაბამისად განსახორციელებელ საპენსიო შენატანს, რომელიც შეადგენს ხელფასის ან თვითდასაქმებულის შემოსავლის 4% (2%+2%) და უნდა განახორციელოს დამსაქმებელმა, არასტანდარტულმა დასაქმებულმა ან დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანებულმა თვითდასაქმებულმა. დასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის შემთხვევაში 2 % წარმოადგენს დასაქმებულის საპენსიო შენატანს, ხოლო 2 % დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ და მისი სახელით განხორციელებულ შენატანს. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანებული თვითდასაქმებულის შემთხვევაში 4% (2%+2%) საპენსიო შენატანის განხორციელება ამ თვითდასაქმებულის ვალდებულებაა;

დ) დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების შემთხვევაში საპენსიო დეკლარაციაში აუცილებელია ველში, „ნებაყოფლობით ჩართული“, ჩაიწეროს „1“.“

ბ) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნატი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საპენსიო შენატანი გულისხმობს დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ კანონის შესაბამისად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, რომელიც უნდა განახორციელოს დამსაქმებელმა. საპენსიო შენატანი შეადგენს საპენსიო შენატანის გამოსათვლელი საბაზისო თანხის 4 პროცენტს, საიდანაც დასაქმებულის შემთხვევაში 2 პროცენტი წარმოადგენს დასაქმებულის საპენსიო შენატანს, ხოლო 2 პროცენტი დამსაქმებლის შენატანს; ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის, საპენსიო შენატანის გამოსათვლელი საბაზისო თანხა გულისხმობს დარიცხული ხელფასის (როგორც განმარტებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში), დამატებითი სარგებლის და არაფულადი სარგებლის (როგორც განმარტებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში) ჯამს, რომელსაც დეტალური საპენსიო დეკლარაცია ავტომატურად ითვლის და ტოლია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განმარტებული ხელფასისა და რომლის საფუძველზეც ხდება საპენსიო შენატანის გამოთვლა.“

6. მე-7 მუხლის:

ა) 1-ელი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში მოცემულ საპენსიო დეკლარაციას გააჩნია სამი სტატუსი: დრაფტი, ღია და დახურული.

2. საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით დამსაქმებელმა,  თვითდასაქმებულმა ან არასტანდარტულმა დასაქმებულმა, რომელიც რეგისტრირებულია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, უნდა გახსნას/ჩამოტვირთოს საპენსიო დეკლარაციის ფორმა და შეიყვანოს მასში ინფორმაცია დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის შესახებ, ან ატვირთოს მასში ამ ინსტრუქციის შესაბამისად შევსებული საპენსიო დეკლარაცია. მონაცემები სისტემაში იტვირთება დრაფტი დეკლარაციის სტატუსით.

3. დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ  დეკლარაციის სტატუსის ცვლილებისას პროგრამულად მოწმდება, დეკლარაციაში ასახული თითოეული დასაქმებული ფიზიკური პირის პირადი მონაცემები, დარიცხული თანხების ურთიერთშესაბამისობა (მხოლოდ დეტალური დეკლარაციის შემთხვევაში) და ნებაყოფლობით ჩართულობა. საპენსიო დეკლარაციაში შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი ველები გაწითლდება და დამსაქმებელი თუ თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული  ვერ მოახდენს საპენსიო დეკლარაციის სტატუსის შეცვლას იდენტიფიცირებული შეცდომის აღმოფხვრის გარეშე.“

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ღია საპენსიო დეკლარაციის დასახურად დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე იხდის საპენსიო შენატანს ღია საპენსიო დეკლარაციის შესაბამისად, ჯამურად ყველა დასაქმებულის სასარგებლოდ. ღია საპენსიო დეკლარაცია ექვემდებარება დახურვას შესაბამის ღილაკზე დაჭერით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა ან თვითდასაქმებულმა/არასტანდარტულმა დასაქმებულმა გადარიცხა საპენსიო სააგენტოს შესაბამის საბანკო ანგარიშზე საპენსიო დეკლარაციაში მითითებული საპენსიო შენატანის სრული თანხა ან მეტი.“

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო დეკლარაცია დაიხურა.“

7. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამსაქმებელი ვალდებულია კანონით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს საპენსიო შენატანი საპენსიო დეკლარაციის შევსებისა და ელექტრონული სისტემის მეშვეობით საპენსიო დეკლარაციის წარდგენის გზით.“

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„ 5. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საპენსიო დეკლარაციის დახურვა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, საბალანსო თანხის საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვა ან/და გადარიცხვა არ წარმოადგენს დამსაქმებლის, ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებას.“

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. არასტანდარტული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელება

1.   არასტანდარტული დასაქმებულებმა, რომელთა ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას და რომლებიც კანონის თანახმად ვალდებული არიან გაწევრიანდნენ დაგროვებით საპენსიო სქემაში, საპენსიო შენატანი უნდა განახორციელონ ყოველი ხელფასის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, დასაბეგრი ხელფასის 4%-ის ოდენობით, საიდანაც 2% წარმოადგენს დასაქმებულის საპენსიო შენატანს, ხოლო 2% წარმოადგენს დამსაქმებლის საპენსიო შენატანს დასაქმებულის სასარგებლოდ.

2.   ამ მუხლით განსაზღვრული დასაქმებულის დამსაქმებელს ევალება ხელფასის გადახდისას დასაქმებულს აუნაზღაუროს დამსაქმებლის წილი - საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

3.   არასტანდარტული დასაქმებული, არასტანდარტული დასაქმებულის საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით, ელექტრონულ სისტემაში უნდა დარეგისტრირდეს და საპენსიო დეკლარაცია წარადგინოს ამ ინსტრუქციით თვითდასაქმებულისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, თუმცა არასტანდარტული დასაქმებულისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული  მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულების მიზნით.“

9. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით, დამსაქმებელი ან თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ვალდებულია საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხა ჩარიცხოს საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, რომელიც ამ ინსტრუქციის დადგენილი წესით აისახება საბალანსო თანხის სახით.“

ბ) მე-5 - მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  დამსაქმებელი ან/და თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს ღია საპენსიო დეკლარაციის დახურვა, რისთვისაც საჭიროა საპენსიო დეკლარაციით განსაზღვრული საპენსიო შენატანების ჯამური თანხა იყოს ასახული მის საბალანსო თანხაში. თუ საბალანსო თანხაში ასახულია საპენსიო დეკლარაციით განსაზღვრული საპენსიო შენატანების ჯამური თანხის ტოლი ან მეტი თანხა, დამსაქმებელს ან/და თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია დახუროს ღია საპენსიო დეკლარაცია შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

6.   ღია საპენსიო დეკლარაციის დახურვის მომდევნო სამუშაო დღეს,  დახურული საპენსიო დეკლარაციის საფუძველზე, დასაქმებულების ან თვითდასაქმებულების/არასტანდარტული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე ავტომატურად და შესაბამისი პროპორციით გადანაწილდება: დამსაქმებლის, დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები.

7.   რამდენიმე ღია საპენსიო დეკლარაციის არსებობის შემთხვევაში დამსაქმებელი ან თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული თავად ირჩევს დასახურ დეკლარაციას.

8.   თუ დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხა არ არის ტოლი ან მეტი საპენსიო დეკლარაციით განსაზღვრული საპენსიო შენატანების ჯამურ თანხაზე, დამსაქმებელი ან თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ვერ შეძლებს ღია დეკლარაციის დახურვას და, შესაბამისად, ვერ მოხდება დასაქმებულებზე ან თვითდასაქმებულზე/არასტანდარტულ დასაქმებულზე საპენსიო შენატანების განაწილება. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი ან თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ვალდებულია გადაამოწმოს საპენსიო დეკლარაცია და მოახდინოს თანხის დამატებით ჩარიცხვა ან ღია დეკლარაციის კორექტირება.

9.   დამსაქმებლის მიერ წინამდებარე მუხლის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატანები საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის შესაბამის საბანკო ანგარიშზე დამსაქმებლის მაგივრად და მისი სახელით შესაძლოა შეიტანოს/გადარიცხოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა (შემდგომში – მესამე პირი). გადარიცხვის შემთხვევაში მესამე პირმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალების შესაბამის გრაფაში იმ დამსაქმებლის სახელწოდებისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება, ვის მაგივრადაც ხორციელდება გადარიცხვა, ასევე, მესამე პირის პირადი ნომერი. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის მესამე პირად ითვლება ასევე დამსაქმებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, თუ ის დამსაქმებლის ნაცვლად და მისივე ხარჯით განახორციელებს საპენსიო შენატანს. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალება არ შეიცავს ასეთ ინფორმაციას ან საპენსიო შენატანის განხორციელება მოხდა საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მესამე პირის მიერ შეტანის გზით, შეტანილი/გადარიცხული თანხის სისტემაში დამსაქმებლის ბალანსზე ასახვის მიზნით:

ა) მესამე პირი ვალდებულია გამოცხადდეს საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და წერილობით დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის ნაცვლად და მისივე ხარჯით, წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, საპენსიო შენატანების განხორციელების მიზნით. ამასთან, მესამე პირი ვალდებულია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი ვერ ცხადდება საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ის ვალდებულია მიმართოს საპენსიო სააგენტოს წერილობითი ფორმით და დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის მაგივრად და ხარჯით. ასეთ წერილობით მიმართვაზე მესამე პირის ხელმოწერა დადასტურებული უნდა იქნეს ნოტარიულად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წერილობით მიმართვას თან უნდა ერთოდეს მესამე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

10. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი არ უზრუნველყოფს დამსაქმებლის მაგივრად და ხარჯით შეტანის/გადარიცხვის დადასტურებას ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით, საპენსიო სააგენტო ვერ უზრუნველყოფს შეტანილი/გადარიცხული თანხის შესაბამისი დამსაქმებლის საბალანსო თანხაში ასახვას.“

10. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.   სახელმწიფოს მიერ კანონის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ადმინისტრირება“

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თანხა, რომლის ზედმეტობით გადახდა სახელმწიფო ხაზინიდან გამოიწვია დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ ზედმეტად გადახდილმა საპენსიო შენატანმა, ბრუნდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

4. თუ დამსაქმებელმა ან თვითდასაქმებულმა/არასტანდარტულმა დასაქმებულმა საპენსიო შენატანი განახორციელა დანაკლისით, დამატებითი საპენსიო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან შევსება ხდება იმავე წესით, რა წესითაც ხდება საპენსიო შენატანის განხორციელება/გადახდა საპენსიო სააგენტოს დავალების საფუძველზე.“

11. მე-13 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ დამსაქმებელმა ან დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულმა თვითდასაქმებულმა/არასტანდარტულმა დასაქმებულმა, გაწევრიანებული დასაქმებულის ან/და თვითდასაქმებულის სახელით და სასარგებლოდ საპენსიო შენატანი გადაიხადა ზედმეტობით, ის ელექტრონულ სისტემის მეშვეობით ქმნის და საპენსიო სააგენტოს წარუდგენს მაკორექტირებელ დეკლარაციას, რომელიც დახურვის შემდეგ ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სააგენტო, ცალკეული ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ მაკორექტირებელი დეკლარაციის წარმოდგენის სიხშირე, დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღის ცვლილება, დასაქმებულის/პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანება, დასაკორექტირებელი საპენსიო დეკლარაციების რაოდენობა, კორექტირებული საპენსიო შენატანის ოდენობა, პერიოდი მაკორექტირებელ დეკლარაციის წარმოდგენის თარიღსა და პირვანდელი საპენსიო დეკლარაციის თარიღს შორის, უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდოს მაკორექტირებელი დეკლარაციის ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად ასახვა/დახურვა, მანამ სანამ არ მოხდება მისი შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზასთან ან/და ელექტრონულ სისტემაში არსებულ მონაცემებთან ან/და საჭიროების შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან (შემდგომში ერთობლივად ან ცალ-ცალკე - ბაზები) შედარება. ასეთი შეზღუდვის თაობაზე დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს და შესაბამის დასაქმებულს ეცნობება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“

ბ) მე-4 - მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაკორექტირებელი დეკლარაციის ბაზებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს მიერ შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაციის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღების თარიღიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისობის შედარების დღისათვის არსებული მონაცემების გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ბაზებთან მაკორექტირებელი დეკლარაციის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაცია დაიხურება და აისახება ელექტრონულ სისტემაში, რის თაობაზეც ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამატებით ეცნობება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს და შესაბამის დასაქმებულს ან პირს, რომელიც შეცდომით იქნა დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბაზებთან მაკორექტირებელი დეკლარაციის შესაბამისობის შემოწმება, სააგენტო უფლებამოსილია, დამსაქმებლისაგან/თვითდასაქმებულისაგან/არასტანდარტული დასაქმებულისაგან ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. ასეთი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა აითვლება დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ ასეთი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სააგენტოსათვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით სრულად წარდგენის თარიღიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოსათვის წარდგენილ უნდა იქნას სააგენტოს მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განუხილველად დატოვოს და არ დახუროს/ასახოს ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი მაკორექტირებელი დეკლარაცია, თუ სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ არ იქნა წარდგენილი ან არასრულად იქნა წარდგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადაში;

ბ) არ დააკმაყოფილოს და არ დახუროს/ასახოს ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი მაკორექტირებელი დეკლარაცია, თუ შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაციის და სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) ბაზებთან შესაბამისობა ვერ იქნა დადგენილი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს პასუხი, შესაბამისი მიზეზის მითითებით ეცნობება დამსაქმებელს, თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს და შესაბამის დასაქმებულს/პირს, რომელიც შეცდომით იქნა დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში), ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“;

გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლის მიერ არასრულად ან არასწორადაა წარმოდგენილი დოკუმენტები, სააგენტო უფლებამოსილია დამსაქმებელს განუსაზღვროს დამატებით 5 (ხუთი) სამუშაო დღე არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, სააგენტო:

ა) განუხილველად დატოვებს დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნას, თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამსაქმებლის მიერ არასრულად ან არასწორად იქნა წარმოდგენილი ამ მუხლის მე-9 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) არ დააკმაყოფილებს დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნას, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის იმ დამსაქმებლის მიერ, რომელმაც დასაქმებული გააწევრიანა დაგროვებით საპენსიო სქემაში.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, სააგენტოს გადაწყვეტილება დამსაქმებელს და დასაქმებულს ეცნობება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია ასეთ გადაწყვეტილებაში არ მიუთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები ან/და მიზეზები, რაც გახდა გადაწყვეტილების საფუძველი.“;

დ) მე-13 - მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის შესაბამისად, დახურული მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, საბალანსო თანხის სახით, მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვიდან და ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის იმ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი ან დამსაქმებლის მიერ სააგენტოსათვის წერილობით წარდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე, სააგენტოს მიერ დამსაქმებლის შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. სახელმწიფო ხაზინიდან შესაბამისი საპენსიო შენატანის არსებობის შემთხვევაში, მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვისა და ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან ან/და სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო სახაზინო ანგარიშზე დააბრუნებს სახელმწიფოს მიერ თვითდასაქმებულის/დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამის წილს, შესაბამისი პროპორციით. ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხულ სარგებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სააგენტო გადარიცხავს ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე.

14. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ან თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული დააკორექტირებს საპენსიო შენატანს, რომელიც უკვე მონაწილეობს სააგენტოს საინვესტიციო პორტფელში, ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანის დაბრუნება მოხდება შემდეგი რიგითობით:

ა) სახელმწიფო ხაზინაში დაბრუნდება სახელმწიფოს მიერ შესაბამისი თვითდასაქმებულის/დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) სასარგებლოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანი მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) დამსაქმებელს ან თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს დაუბრუნდება ზედმეტად გადახდილი თანხიდან ის თანხა, რომელიც ტოლია შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ შეცდომით განხორციელებული შესაბამისი საპენსიო შენატანის საფუძველზე თვითდასაქმებულის/დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) ინდივიდუალურ ანგარიშზე ასახულ შესაბამის საპენსიო აქტივების ღირებულებას დაკლებული სახელმწიფო ხაზინისთვის დაბრუნებული თანხა.

15. თუ დამსაქმებლისათვის/თვითდასაქმებულისათვის/არასტანდარტული დასაქმებულისათვის დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელიც ასახული იყო შესაბამისი დასაქმებლის/პირის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ვალდებულია შეავსოს აღნიშნული დანაკლისი სააგენტოს ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე შესაბამისი სხვაობის გადარიცხვის გზით, ხოლო თუ იგივე შენატანი არ არის საკმარისი მხოლოდ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, სააგენტო არ არის ვალდებული შეავსოს ასეთი დანაკლისი“;

ე) მე-17 - მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს ან თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს სურს საბალანსო თანხის სახით ასახული თანხის მის საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, დამსაქმებელი ან თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ვალდებულია მიმართოს სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მოითხოვოს აღნიშნული თანხის ან მისი ნაწილის დაბრუნება მის მიერ ელექტრონულ სისტემაში არჩეულ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა საპენსიო შენატანის გადახდა ან მის სხვა საბანკო ანგარიშზე, რა შემთხვევაშიც უნდა წარადგინოს შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის საბანკო რეკვიზიტები, რომელშიც მოცემული იქნება ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, დამსაქმებლის / თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის საბანკო ანგარიშის ნომერი.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოთხოვნა წარუდგინოს და განუსაზღვროს 5 (ხუთი) სამუშაო დღიანი ვადა დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან 40 (ორმოცი) სამუშაო დღის ვადაში სააგენტო განიხილავს და საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში დამატებით განახორციელებს შედარებას ბაზებთან. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ბაზებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-17 პუნქტით მოთხოვნილი თანხა სააგენტოს მიერ გადაირიცხება დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ დამატებით ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე, სააგენტოს მიერ შესაბამისობის დადგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, რაც ეცნობება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სააგენტოს უარი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს ეცნობება ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 

19. დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ დასაქმებულის/ თვითდასაქმებულის სახელითა და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის ნაკლებობით გადახდის შემთხვევაში, ის ვალდებულია სააგენტოს ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე განახორციელოს შესაბამისი თანხის გადახდა, რაც აისახება მისი საბალანსო თანხის სახით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგინოს დამატებითი საპენსიო დეკლარაცია, სადაც უნდა მიეთითოს იმ დასაქმებულის ხელფასის ან თვითდასაქმებულის შემოსავლის გადახდის თარიღი, რომლისთვისაც ხდება დამატებითი საპენსიო შენატანის განხორციელება.“;

ვ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დამსაქმებლის, სახელმწიფო დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის, არასტანდარტული დასაქმებულის მიერ ელექტრონული სისტემის ან სააგენტოსა და სახაზინო სამსახურს შორის არსებული ელექტრონული სერვისის მეშვეობით ან წერილობით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს/სახელმწიფო დამსაქმებელს/ თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს.“

12. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ისეთი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის საგადასახადო დეკლარაციის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მიუთითებს სავალდებულო საპენსიო შენატან(ებ)ის გადაუხდელობას, საპენსიო სააგენტო შესაბამის ინფორმაციას ელექტრონული ფორმით უგზავნის დამსაქმებელს, მონაწილეს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.“.

13. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშავოს მონაწილის, დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, წარმომადგენლის, დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის, არასტანდარტული დასაქმებულის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.“.

მუხლი 2.     
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე