დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018401 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 20/11/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017847) პირველი მუხლით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ღია კონკურსის საფუძველზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით, აირჩიოს ობსერვატორიის დირექტორი და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს (შემდგომ-მინისტრი) თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით; გ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიმართოს წინადადებით მინისტრს დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) განიხილოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო) დასამტკიცებლად წარსადგენი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;“; 2. მე-8 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ობსერვატორიის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ღია ან ფარული კენჭისყრით, თანამდებობაზე ირჩევს ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს მინისტრს. 4. ობსერვატორიის დირექტორს მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მინისტრის მიერ ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან მინისტრი კანდიდატს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს მინისტრს, რომლიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ობსერვატორიის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით."; 3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ობსერვატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.“; 4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი 1. ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც აწარმოებს ობსერვატორიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ობსერვატორია ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები