დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №219/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 145/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018400 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №219/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №219/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016256) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდებაში" შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ღია კონკურსის წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ინსტიტუტის დირექტორის არჩევა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისათვის (შემდგომ-მინისტრი) დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მინისტრისათვის, დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე წინადადებით მიმართვა;“; 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეცნიერო საბჭო სიითი უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს. ინსტიტუტის დირექტორს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ვალდებულია წარუდგინოს მინისტრს ინფორმაცია გაწეული საქმიანობისა და ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველი კვარტალის ბოლოს ან მოთხოვნისთანავე;“; ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ფინანსური ხასითის პრობლემების შექმნისას, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მინისტრს არსებული მდგომარეობა;“; ბ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ-სამინისტრო);“; ბ.დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) მინისტრს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.“; 3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 14. სახელმწიფო კონტროლი 1. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც აწარმოებს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ინსტიტუტი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები