დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016700 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/11/2022, 010250050.35.137.016607) კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში მიენიჭოს: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 , 55-ე, 964 , 150-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 1501, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 401, 1341, 1662 და 1522 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში. 3. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში მიენიჭოს: ა) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 771, 772, 825, 103-ე, 1191, 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1525, 1526, 1585 მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე და 129-ე მუხლებითა და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე და 26-ე მუხლებით ადმინისტრაციული საქმისწარმოება მათ შორის, მითითების გაცემა და შემოწმების აქტის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები