დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016511 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2023 - 31/01/2024)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 91-ე მუხლის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლი მე-2 ნაწილის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით
|
|
თავი I
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 12163.7 ათასი ლარით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 10155.2 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 1 528. 5ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 480.0 ათასი ლარით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 12 596.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს -624.5 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 150.0 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 774.5ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -52,4 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო -432.3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ათას ლარში
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 51.4 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხონის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 165.581 ათას ლარს.
|
თავი II
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება
|
პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00).
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 810.0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
პროგრამა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01) საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოტაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციას. არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორება და მოხრეშვა-მოშანდაკებას; ზამთრის პერიოდში გზების თოვლისგან გაწმენდას. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდება გზების რეაბილიტაცია-კაპიტალური შეკეთება როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრებით ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი დაფინანსებით. ქვეპროგრამა: გზების კაპიტალური შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხონის მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების, ტროტუარების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია და ახალი გზების მოწყობა. ქვეპროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. ქვეპროგრამა: გზების მიმდინარე შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ორმოული დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება, გრუნტის საფარის მოსწორება და მოხრეშვა-მოშანდაკება. ქვეპროგრამის მიზანია გზებზე მგზავრთა გადაადგილების გამარტივება. ქვეპროგრამა: საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების განთავსება. ზებრა გადასასვლელების მოწყობა, შუქნიშნების მიმდინარე შეკეთება, ვიდეო კამერების მონტაჟი, გზებზე ჩამონაშალის გაწმენდა და სხვადასხვა ღონისძიების გატარება რომელიც მიმართულია მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის. ქვეპროგრამა: გარე განათება (პროგრამული კოდი 02 01 03)
ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. ხონში და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ათას ლარში
ქვეპროგრამა: საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, ექსპლოტაცია (პროგრამული კოდი (02 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მაშტაბით საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში განთავსებული სკვერების, სპორტული მოედნების, ბულვარის მოვლა-პატრონობა. |
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
|
პრიორიტეტი დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00)
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1320,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
პროგრამა: დასუფთავება, ნარჩენების გატანა და სხვა კომუნალური მომსახურება (პროგრამული კოდი 03 01) ხონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. დასუფთავების ღონისძიბებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ძირითდად გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლებიდან. ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ - ხონის მუნიციპალიტეტის კომუნალური სერვის ცენტრი ანხორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნარჩენების მოგროვებასა და გატანას, რომელსაც ემსახურება 3 ერთეული ავტომობილი. სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: გორდი, კინჩხა, ხიდი, მათხოჯი, ნახახულევი, კონტუათი, გუბი, კუხი, ახალშენი, ნამაშევი, ივანდიდი, ქუტირი. შეგროვებული ნარჩენები გადის სამტრედიის ნაგავსაყრელზე. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად გადის სულ მცირე 20 მ/კუბ ნარჩენი რაზეც ყოველდღიურად მუშაობს 2 ნაგავმზიდი ავტომობილი. დასუფთავების სამსახური უზრუნველყოფს ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაგვა დასუფთავებასა და ყოველდღიურად დამატებით ნარჩენების გატანას. ქვეპროგრამიდან ასევე ფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, ახალი ნარგავების დარგვა. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხორციელდება მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა, გარე განათების ქსელის ტექნიკური მომსახურება (ნათურების შეძენა და შეცვლა) აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში სუფთა და ლამაზი გარემოს შექმნას. პროგრამა: სასაფლაოების მოვლა პატრონობა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქის 128481კვ/მეტრის სასაფლაოს მოვლა-პატრონობა. კერძოდ: პირველი უბნის ,მე-3 უბნის (ძველი) ,მე-3 უბნის (ახალი) , ვ. ბახტაძის ქუჩაზე მდებარე, ქარჩხაბის ძველი და ახალი ,მე-4 უბნის,ზ.კაკაბაძის ქუჩაზე მდებარე ქალაქის სასაფლაოები და სოფელ საწულუკიძეოს სასაფლაო 12126კვ/მეტრი. ამ სასაფლაოების მთლიანი ფართობი შეადგენს 140607კვ/მ. პროგრამა: ადმინისტრაციული შენობების მოვლა-დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების მოვლა-დასუფთავება, ელექტრო სისტემებისა და სანტექნიკის შესაკეთებელი სამუშაოების განხორციელება. |
მუხლი 15.
განათლება
|
პრიორიტეტი განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2804.0 ათასი ლარი. განათლება და განათლებული მომავალი თაობის აღზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების ხარისხიან და ეფექტურ მომზადებას სასკოლო განათლების მისაღებად. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების გაერთიანება პროგრამის განხორციელება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
პროგრამა: სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება. პროგრამა (პროგრამული კოდი 04 01) ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 20 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 500-მდე ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 261 პერსონალი, ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და აღჭურვა სათანადო ინვენტარით. 2024 წლის ბიუჯეტით დაფინანსება შეადგენს 2315.0 ათას ლარს. პროგრამა: არაფორმალური განათლება (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამა მოიცავს მრავალპროფილიან საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს, რომლებიც თავისი სტრუქტურით მრავალი მიმართულებით ემსახურება 6 წლიდან ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს. დაწესებულებებში სასწავლო- აღმზრდელობითი სამუშაოების ძირითად ფორმას წარმოადგენს საწრეო, სტუდიური და საკლუბო სამუშაოები სადაც ძირითადად ხორციელდება არაფორმალური განათლების მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით. ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 04 03 01) ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს: ა(ა)იპ ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი, რომლის ბაზაზე ფუნქციონირებს სამუსიკო, ვოკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები, 8 წრე და 3 კლუბი, მათ შორის: ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავთა, მხატვრული კითხვისა და ლიტერატურული დაოსტატების, ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის, სამართალმცოდნეობის, გიტარის შემსწავლელი და მხატვრული ტანვარჯიშის წრეები. ფოტო-კინო ხელოვნების, შემეცნებითი და ინტელექტუალური თამაშების, მხარედმცოდნეობისა და ტურიზმის კლუბები. თოჯინებისა და ლიტერატურული თეატრები. ცენტრი წლის განმავლობაში ემსახურება 500 ზე მეტ ბენეფიციარს. 2024 წლის ბიუჯეტით ცენტრს გამოეყოფა 170,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 04 03 02) ა(ა)იპხონის მუნიციპალიტეტის ინფორმატიკის სასწავლო ცენტრი აერთიანებს 2 წრის მიმართულებას, მოსწავლე ახალგაზრდობაში ინგლისური ენისა და კომპიუტერის შესწავლა. სწავლება მიმდინარეოს უფასოდ, მშობლის განცხადების საფუძველზე. დაკომპლექტებულია ძირითადად სოციალურად დაუცველი ბავშვებით. თითოეულ ჯგუფში ირიცხება 6-8 მოსწავლე. სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა კომპიუტერის შემსწავლელ კურსის 3 თვე, ინგლისურის კურსის 1 წელი. გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთი საათი. ჯგუფები კომპლექტდება ტესტირების საფუძველზე. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ საგამოცდო კომისიის მიერ ტარდება გამოცდა და მოსწავლეებს გადაეცემა სერთიფიკატი. ჩარიცხული მოსწავლეთა რაოდენობა სასწავლო წლისთვის დაახლოებით შეადგენს 75 მოსწავლეს. პროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში კომპიუტერული უნარ-ჩვევების და ინგლისური ენის შესწავლას, მეტი მოზარდის ჩართვას კომპიუტერული უნარ-ჩვევების და ინგლისური ენის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2024 წლის ბიუჯეტით ინფორმატიკის სასწავლო ცენტრს გამოეყოფა 89,0 ათასი ლარი ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 04 03 03) ა(ა)იპ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლიც ასევე წარმოადგენს სკოლისგარეშე სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც გაერთიანებულია შემდეგი წრეები: ტექნიკური მოდელირების, ახალგაზრდა გამომგონებლების, ქიმია-ლაბორატორიის, ნორჩ ეკოლოგთა, ქიმიური მეწარმეობის საფუძვლების, ფიზიკის, მათემატიკის, ზოგადი უნარების, ინფოტმატიკისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული მოდელირების, თანამედროვე ტექნიოლოგიების, მაკეტირება და ხაზვის, გამოყენებითი ხელოვნების, დიზაინის, ქსოვის, დაწყებითი ტექნიკური მოდელირების, რელიგია და კულტურის, ფოლკლორის, მხატვრული კითხვის, ინგლისური ენის, ლიტერატურული სალონის, რადიოტექნოლოგია და ვიდეოკომუნიკაციის, დებატ კლუბის"თაობათა ცვლა"-ს, აქტიური მოქალაქეების კლუბის, ვაჟთა ვოკალური ჯგუფის, ფოტომოყვარულთა ჯგუფის. ა(ა)იპ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობას განუვითაროს ინტერესი საწარმოო საქმიანობის და გამომგონებლობისადმი, ჩამოუყალიბოს ტექნიკურ-შემოქმედებითი აზროვნება, განუმტკიცოს საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნა და დახმარება გაუწიოს საშუალო საფეხურის მოსწავლეებს დამატებითი საბაზისო ცოდნის მიღებაში, გამოუმუშაოს მაღალი ესთეტიკური კულტურა, ხელი შეუწყოს მათ მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციას, ასევე დიდი ყურადღება მიაქციოს ახალგაზრდა გამომგონებელთა ჯგუფის წარმატებულ საქმიანობას. 2024 წლის ბიუჯეტით ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლს გამოეყოფა 170.0 ათასი ლარი. |
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
|
პრიორიტეტი კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1868.0 ათასი ლარით. ათას ლარში
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ქვეპროგრამა: სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა აერთიანებს 10 სპორტულ მიმართელებას, ესენია: ფეხბურთი (70 ბავშვი); თვისუფალი ჭიდაობა (78 ბავშვი); რაგბი (18 ბავშვი) კალათბურთი (45 ბავშვი) კიო-კუშინ კარატე (10 ბავშვი) კარატე (40 ბავშვი) კრივი (12 ბავშვი) მძლეოსნობა (45 ბავშვი), ჭადრაკი (12 ბავშვი); ძალოსნობა (15 ბავშვი) გოგონათა ფეხბურთი (14 ბავშვი). სულ ცენტრში სპორტის სხვადასხვა სახეობებს ეუფლება 360-ზე მეტი ბავშვი, სასპორტო სკოლის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში.
ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; ქვეპროგრამა: სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამით ხორციელდება ისეთი სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, როგორიცაა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტი ბარიერების გარეშე, საფეხბურთო ჩემპიონატები, როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის, გამოჩენილი სპორტსმენების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირები კალათბურთსა და ფეხბურთში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები, მუნიციპალური პირველობა ნარდსა და შაშში, სასკოლო ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, წარმატებულ სპორტსმენების, წარმატებული მწვრთნელების და ღვაწლმოსილი სპორტსმნების დაჯლდოება, საერთაშორისო ტურნირებზე ხონელი სპორტსმენების დაფინანსება, პროგრამა: კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამა გულისხმობს ხონის მუნიციპალიტეტში კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალი თაობის შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას. მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარების პროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა ქვეპროგრამა: სამხატვრო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ა(ა)იპ ხონის სამხატვრო სკოლა ახორციელებს სახელოვნებო სამხატვრო პროგრამას დაწყებითი სამხატვრო განათლების ფარგლებში .მოსწავლეები შეისწავლიან :ხატვას ,ფერწერას,კომპოზიციას, ძერწვას, კერამიკის და ხელოვნების ისტორიის საფუძვლებს. მოსწავლეები სკოლის სრული პროგრამის გავლის შემდეგ, მზად არიან სწავლა გააგრძელონ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებში. მონაწილეობენ ადგილობრივ რეგიონულ და რესპუბლიკურ გამოფენებზე. სწავლის პროცეს უძღვება 7 პედაგოგი, სწავლის ხანგძლივობა 6 წელია,სკოლაში სწავლობს 70-ზე მეტი მოსწავლე. 2024 წლისათვის დაფინანსება შეადგენს 90,0 ათას ლარს. ქვეპროგრამა: მუზეუმის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმი აერთიანებს მხარის ისტორიის, პოლიკარპე კაკაბაძს ,ირ.აბაშიძისა და საბრძოლო დიდების განყოფილებებს, სულ 22700 მეტი ექსპონატით. ქვეპროგრამის მიზანია გააცნოს ვიზიტორებს კუთხის ისტორია, ცნობილ მოღვაწეთა ცხოვრება და მოღვაწეობა, ახალგაზრდობას ჩაუნერგოს ქვეყნის სიყვარული. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 2000-ს. დაფინანსება 100,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ა(ა)იპ ხონის მთავარი ბიბლიოთეკაში შედის ერთი მთავარი და 15 სასოფლო ბიბლიოთეკა. სასოფლო ბიბლიოთეკები: მათხოჯის ბიბლიოთეკა, გუბის ბიბლიოთეკა, ქუტირის ბიბლიოთეკა, ახალბედისეულის ბიბლიოთეკა, ივანდიდის ბიბლიოთეკა,. ნახახულევის ბიბლიოთეკა, დედალაურის ბიბლიოთეკა, გოჩა-ჯიხაიშის ბიბლიოთეკა, გელავერის ბიბლიოთეკა, გორდის ბიბლიოთეკა, კინჩხის ბიბლიოთეკა, კუხის ბიბლიოთეკა, სუხჩის ბიბლიოთეკა, ძეძილეთის ბიბლიოთეკა, ღვედის ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი სოფლების ბიბლიოთეკებში შეადგენს 60000-მდე წიგნს და ჟურნალს. ბიბლიოთეკები ემსახურება ყველა ასაკის მკითხველს, წლის განმავლობაში სასოფლო ბიბლიოთეკარებს უტარდებათ ტრენინგ-სემინარი. წიგნით საზოგადოებრივი სარგებლობის უზრუნველყოფას და ყველა თაობის განათლებას ემსახურება ბიბლიოთეკაში ჩატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები: წიგნის პრეზენტაცია და რეკლამა, პოეზიის საღამოები, ლიტერატურული კომპოზიციები, შემეცნებითი შეხვედრები სკოლებთან ერთად, კინოს ჩვენებები, წიგნის დღე, ზღაპრის დღე, ღია კარის დღე ბაღებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და სხვა. 2024 წლისათვის გამოყოფილი დაფინანსება- 170,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, აღიზარდოს რაც შეიძლება მეტი კულტურული მსმენელი პროპაგანდა გაუწიოს კლასიკურ მუსიკას,მუნიციპალიტეტის წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით. ა(ა)იპ ხონის სამუსიკო სკოლა აერთიანებს 2 განყოფილებას: საფორტეპიანო და საორკესტრო. სამუსიკო სკოლაში სწავლობს 270-ზე მეტი ბავშვი აქედან, საფორტეპიანოზე- 245-მდე ბავშვი და საორკესტროზე-28 ბავშვი. სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები სისტემატიურად მეცადინეობენ მათთვის განსაზღვრულ დღეებში, მონაწილეობას ღებულობენ სასკოლო და სარაიონო ღონისძიებებსა და კონკურსებში. ქვეპროგრამა: თეატრის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ა(ა)იპ ხონის კულტურის ცენტრში გარდა სახალხო თეატრისა გაერთიანებულია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: სოფელ მათხოჯის კულტურის სახლი, სოფ.კუხის კლუბი, სოფ. დედალაურის კლუბი, სოფ. კონტუათის კლუბი, სოფ. პატარა ჯიხაიშის კლუბი, სოფ. გოჩა ჯიხაიშის კლუბი. ცენტრში ფუნქიონირებს სასულე ორკესტრი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, ვოკალური ანსამბლი "პრესტო", იომორისტული ჯგუფი "იპოლიტელები", ლიტერატურული სალონი, ბავშვთა ლიტერატურული წრე, სახალხო თეატრი, ბავშვთა ნიღბების თეატრი, თოჯინების თეატრი. 2024 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა შეადგენს 270,0 ათას ლარს. ცენტრის ძირითადი მიზანია კულტურული და შემოქმედებითი მუშაობა, მუნიციპალიტეტის თეატრალური და კულტურული ტრადიციების აღდგენა , გაცვლითი პროგრამები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, მოსწავლეთა ურთიერთდაახლოვება, ხელოვნებისადმი მიდრეკილების გაღვივება, ბავშვთა ესთეტიკური აღზრდა, ადგილობრივ შემოქმედთა შემოქმედების პოპულარიზაცია, ფოლკლორით დაინტერესება. პროგრამა: საინფორმაციო უზრუნველყოფის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გაზეთი ,,ხონი“-ს გამოშვება თვეში ორჯერ. თითოეული გამოშვების ტირაჟი შეადგენს 500 ცალს. პროგრამა: ახალგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული გარემოს შექმნას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით; ახალგაზრდების მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში; ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიწოდებას, რაც გულისხმობს ახალგაზრდებში იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისათვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისათვის; სპორტული ცხოვრების გააქტიურებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; ახალგაზრდების ფიზიკური გაჯანსაღებისა და განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტის/პროგრამის შემუშავებასა და მათ რეალიზებას; ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების მომზადებას, ახალგაზრდული სივრცეების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობას, წახალისებასა და დაჯილდოებას. პროგრამა: კულტურის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში ტრადიციად ქცეულ სახალხო- სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებას. ღონისძიება,რომელიც მრავალი ათეული წლის უკან იღებს სათავეს, ხონში მცხოვრები ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზე და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასევე ფესტივალების,ლიტერატურულ - შემოქმედებითი საღამოების, საიუბილეო საღამოების ორგანიზებას,კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილ და წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრებს,მათ დაჯილდოება - წახალისებას: სამსახური გეგმავს და ახორციელებს კულტურულ ღონისძიებებს,ახდენს მოქალაქეების ინფორმირებას და უზრუნველყოფს ღონისძიებებში მათ ჩართულობას.ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან, შ.შ,მ. პირებთან, მრავალშვილიან ოჯახებთან შეხვედრას და მათი აქტიური ჩართულობის ორგანიზებას სამსახურის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში,რაც მიზნად ისახავს მათი გარემოსთან ინტეგრაციას; საახალწლო,საშობაო და სააღდგომო დღეებთან დაკავშირებით სოციალურად შეჭირვებული ოჯახების სასურსათო ნობათით დახმარებს;კულტურული პროექტების თანადაფინანსებას; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების წახალისებას; კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას; გამოჩენილ მომღერლებთან ,პოეტებთან, მწერლებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზებას; ქვეპროგრამა ითვალისწინებს საერთაშორისო და რეგიონულ ფესტივალებში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების აქტიურ ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას. პერიოდულად ტარდება ხონის სახელოვნებო საერთაშორისო არტ რეზიდენცია, სადაც ადგილობრივ მხატვრებთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანები, რომლებიც ეცნობიან ჩვენი ქალაქის კულტურას,ისტორიას,ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და მრავალფეროვანს ხდის ღონისძიებას.ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხონის მუნიციპალიტეტში უცხოელი ტურისტების მოზიდვას და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციუალის გაზრდას. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის გამართვას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ტრადიციული გალობის განვითარებას, წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, ტრანსპორტით უზრუნველყოფას. პროგრამის მიზანია კულტურული ღონისძიებები მეტად იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებით - თეატრალური, სამუსიკო, სახვითი, ტრადიციული და სხვ. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხონის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეპროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიების განხორციელებას. პროგრამა: რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, გამოყოფილი თანხას რელიგიურ ორგანიზაციები მიიღებენ სუბსიდიით. თანხა ძირითადად მოხმარდება ცალკეულ ტაძრებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. |
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
პრიორიტეტი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1 208.7 ათასი ლარით ათას ლარში
მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: პროგრამა: ჯანმრთელობის დაცვა - (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ქვეპროგრამა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:· არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, რომლის დაფინანსება 2024 წელს შეადგენს 175.6ათას ლარს. პროგრამა: სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ხელშეწყბას. ქვეპროგრამა: შ.შ.მ პირებთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის (პროგრამული კოდი 06 02 01) შ.შ.მ პირებთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის გამოიყო 24,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისისთვის განკუთვნილ ცენტრების მხარდაჭერას თვეში არაუმეტეს 1000,0 ლარისა. პროგრამის მიზანია მიწოდებული იქნეს მათზე მორგებული ისეთი სერვისები რაც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერით. (მაგალითად ბენეფიციარების ტრანსპორტირება. სახლიდან დღის ცენტრში და დღის ცენტრიდან სახლში). ქვეპროგრამა: მრავალშვილიან მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) მრავალშვილიან მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამის მოსარგებლეს წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობელი, რომელსაც ყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 14,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამაის მოსარგებლეს წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირები. ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 0,5 ათასი ლარს. ქვეპროგრამა: ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების/ თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების/ თანადაფინანსების პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები (შემდგომში – ბენეფიციარები). ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/ თანადაფინანსება ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში . (გარდა მასაჟისა, პლასტიკურ-ესთეტიკური ქირურგიის, სამკურნალო-კურორტული და სტომატოლოგიური მომსახურება, ლოგოპედის მომსახურება, მშობიარობა, საკეისრო კვეთა). დაფინანსების/თანადაფინანსების წესი მოქმედებს შემდეგნაირად: ა) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა 1-დან-30001-მდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ განესაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით; ბ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა 30001-დან 65001-მდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ განესაზღვროს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით; გ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა 65001-დან 100001-მდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ, განესაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; დ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 100001-იდან 150001-მდე სარეიტინგო ქულა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ, განესაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ე) პირს რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 150001-დან ზევით და ასევე ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სსიპ სოციალური მომსახუროების სააგენტოს ერთიან ბაზაში, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება ერთჯერადად განესაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2024 წელს გამოყოფილი თანხამ შეადგინა 250,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებლობიდან გამომდინარე ძირითადი დაავადება მხოლოდ ონკოლოგიური მიმართულებით ყველა სახის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტოზური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება კალენდარული წლის განმავლობაში განისაზღვროს 1200 (ათას ორასი) ლარით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ვალის აღიარების შესახებ (ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში). 2024 წელს გამოყოფილი თანხამ შეადგინა 150,0 ათასი ლარს. ქვეპროგრამა: ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცის" სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის" სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცის" სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 39,6 ათას ლარს. ქვეპროგრამა: მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი) განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 3,9 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები, განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 21,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: ომის ვეტერანებისა და მასთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) ომის ვეტერანებისა და მასთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებია ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანი. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 35,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პირების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პირების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა. დაღუპული პირების ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 7,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა ფულადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13) შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა დახმარების პროგრამის ბენეფიციარები წარმოადგენენ: ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, 15 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული შშმ პირები, 0-დან 15 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე პირები, 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული პირები, 0-დან 18-წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული პირები, 18 წლის ასაკამდე შშმ პირებისათვის ერთჯერადი დახმარება და 18 წლის ზემოდ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის, ცერებრალური და დაუნის სინდრომის მქონე პირების, 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის ბავშვებზე სასმენი აპარატის ნაწილების (სადენი, კვების წყარო და ელემენტი) შეძენისათვის განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება/თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და სხვა. 2024 წელს გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს 100,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების გაძლიერებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. 2024 წელს გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს 6,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფა. (პროგრამული კოდი 06 02 15) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართულ პირს წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირისაცხოვრებელი ფართის დაქირავება შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვე. 2024 წელს დაფიანანსება შეადგენს 0,7 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: გარდაცვლილი ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირების, სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 16) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირების, სარიტუალო მომსახურება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანი; ბ) იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილია ხონის მუნიციპალიტეტი. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 6,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) წყალმომარაგების ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამის მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, მასთან გათანაბრებული პირების, მარჩენალდაკარგულების, რეპრესირებულებისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა მონაწილეების ოჯახებისათვის საკანალიზაციო, წყალმომარაგების ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება განხორციელდეს არაუმეტეს: სასმელ წყალზე – სულზე 1(ერთი) ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში დამატებით – 0.30 ლარი. ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახების, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა და ქ. ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახეხბი. დაფინანსება შეადგენს სულზე 1(ერთი) ლარი და ანირების მომსახურების შემთხვევაში დამატებით – 0.30 ლარი. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 32,5 ათასი ლარი. ქვეპროგრამა: ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060219) ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამის მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ , ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბავშვები. ყოველთვიურად გასაცემი თანხა შეადგენს 250,0 ლარს. 2024 წელს გამოყოფილი თანხა შეადგენს 3,0 ათას ლარს. პროგრამა: შეჭირვებული მოსახლეობის უფასო კვებით მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფასო კვებას დღეში ერთხელ. პროგრამას ახორციელებს ა(ა)იპ ხონის მადლიერების სახლი, რომელიც ემსახურება დაახლოებით 130 ბენეფიციარს და ა(ა)იპ საქველმოქმედო ასოციაცია ხონის სათნოების სახლი, დაახლოებით ბენეფიციართა რაოდენობა 150 კაცი. 2024 წელს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს 337,0 ათას ლარს. |
მუხლი 18.
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
|
პრიორიტეტი: ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 00)
მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების მიზნით დასახული აქვს სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების განხორციელება. რომელშიც მოიაზრება: მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების, საინვესტიციო პროექტების მომზადება. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა, საქართველოში გასამართ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით, ინვესტიციების დაგეგმვა, ინვესტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე. ტურიზმის განვითარების მიზნით ღონისძიებების ორგანიზება, ადგილობრივი ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაცია და ტურისტთა რაოდენობის ზრდას. მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და დაცვა. ათას ლარში
ქვეპროგრამა: თვითმმართველობის ქონების დაცვა, რეგისტრაცია და შეფასება ( პროგრამული კოდი 07 01) ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა, საჭიროებს ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკადასტრო დაგეგმვითი/აზომვითი ნახაზების დამზადება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრაციას, სერთიფიცირებული აუდიტორის ექსპერტიზის ორგანიზება, პრივატიზების გეგმის შესაბამისად მუნიციპალური ქონების განკარგვა და ელექტრონული აუქციონის ორგანიზება. ქვეპროგრამა: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 02) ღონისძიებები ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაცია რაც გამოიწვევს ტურისტთა რაოდენობის ზრდა. დაიგეგმება მედია და გიდების ტურები, მოეწყობა "საოჯახო ფესტივალი", ეთნოგრაფიული გამოფენები, მოხდება ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მოეწყობა ღია ბაზრობები სადღესასწაულო დღეებში. ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება (პროგრამული კოდი 07 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ევროკავშირის 3 წლიანი საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ღონისძიებები: ნახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარება. ექსპერიმენტორიუმის შემუშავება და პოპულარიზაცია, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს სთავაზობს მეცნიერებისა და ინოვაციების ექსპერიმენტულ შესწავლას. ხონის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო მზადყოფნის შეფასება. იდენტიფიცირებულ ინვესტორებთან კომუნიკაცია და შემდგომი დაკვირვება. განაცხადების მიღება და სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის გრანტების მინიჭება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და მეწარმეებისთვის. საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა ხონის ცენტრალურ ლოკაციებზე. გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა ტურისტული მარშრუტის გასწვრივ სოფელი გუბი - სოფელი მათხოჯიის მონაკვეთზე. ხონის სასულე ორკესტრის ახალი მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ფორმების შესყიდვა. ნარჩენების მართვის საშუალებებისა და აღჭურვილობის შეძენა და მონტაჟი (მაგ., ნაგვის ურნების, ნარჩენების გამყოფი ურნების და ნარჩენების შემგროვებელი მანქანის შეძენა და მონტაჟი). ხონის მერიის სოციალური სერვისების დიგიტალიზაციის აპლიკაციის შექმნა, რომელიც მოიცავს, მათ შორის, უფლებების მფლობელთა უკუკავშირის მექანიზმებს. ინვესტორთა პლატფორმის შექმნა და ფუნქციონირება, რათა ხელი შეუწყოს საჯარო-კერძო დიალოგს ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნეს საზოგადოებას, ასევე ინვესტორებს შორის. ხონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმების ფუნქციური ანალიზი. მუნიციპალურ დონეზე სამოქალაქო მონაწილეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ „თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მონაწილეობის მექანიზმების ფუნქციონირებით. ადგილობრივი მოვალეობის შემსრულებლების და ხონის მუნიციპალიტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმების სათანადოდ გამოყენების შესახებ. |
მუხლი 19.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები
ათას ლარში |
პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, ბიუჯეტის სარეზრვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. |
მუხლი 20.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები
|
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში.
|
თავი III
ხონის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 21.
ბიუჯეტის ასიგნებები
|
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 22.
ასიგნებების დაფინანსება
|
ხონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 23.
ასიგნებების დაფინანსება
|
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 24.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება
|
2024 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 25.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა
|
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 26.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის
|
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 175,6 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 175,6 ათასი ლარი. |
მუხლი 27.
სარეზერვო ფონდი
|
2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 100,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 28.
თავისუფალი ნაშთის შემთხვევაში გასაწევი ხარჯი.
|
2024 წელს გეგმის ზემოდ მიღებული შემოსავლიდან დაფინანსდება, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის 27 ნოემბრის №61-61233312 წერილით მოთხოვნილი ხარჯები:
1. ხონის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდის გაზრდა. 2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიებისთვის საწვავის ლიმიტის დაწესება. |
მუხლი 29.
ბიუჯეტის ამოქმედება
|
1. დადგენილებით დამტკიცებული ხონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
2. ხონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №24 დადგენილება. |
დოკუმენტის კომენტარები