„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017776
494
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
200090000.22.033.017776
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №494

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 112-ე მუხლის:

1.  64-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„64. ამ ინსტრუქციის 27​1 მუხლის მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელი (გარდა ამ მუხლის 641 და 642  პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული, ამავე ინსტრუქციის 25​2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით, 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით.“.

2. 64-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 და 642 პუნქტები:

„641. გადასახადის გადამხდელი, რომელსაც 2023 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, საგადასახადო/სხვა უფლებამოსილ ორგანოში/სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო არ აქვს 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული, ამ ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განკარგვის უფლება და აღნიშნული  უფლება მიიღო:

ა) 2023 წლის 17 აგვისტოდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ვალდებულია ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 31 იანვრისა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით;

ბ) 2023 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, ვალდებულია ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით.

642. ამ ინსტრუქციის 271 მუხლის მიზნებისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო ვალდებულია 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული, ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით, არაუგვიანეს 2024 წლის 31 იანვრისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი