“საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 03/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.22.033.007.314
  • Word
286
25/04/2005
სსმ, 53, 03/05/2005
190.020.000.22.033.007.314
“საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.22.033.007.314

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №286

2005 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნ­ქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფი­კაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №30; მუხლი 251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ბიუჯეტის მაჩვენებლების შესრუ­ლების აღრიცხვა №1, №2, №3, №4, №5 და №6 დანართების მიხედვით განხორციელდეს 2004 წლის 5 აპრილიდან, №7 დანართის მიხედვით – 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო №8 დანართის მოქმედების ვადა გა­ნი­საზღვროს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2006 წლის 1 იანვრამდე.”

3. დანართი №7 და დანართი №8, შესაბამისი მეთოდური მითითებებით, ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

დანართი №7

საქართველოს ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასიფიკაცია

 

 

ნომერი რიგზე

დასახელება

ხარჯების კოდები

 

I. სულ გადასახდელები (II+VII)

 

 

II. სულ ხარჯები და დაკრედიტება (III+VI)

 

 

III. მთლიანი ხარჯები (IV+V)

 

 

IV. მიმდინარე ხარჯები

 

 

ხარჯები საქონელზე და მომსახურებაზე

01 00 00

 

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

01 01 00

 

ხელფასი

01 01 01

 

პრემია

01 01 02

 

დანამატი

01 01 03

 

დახმარება

01 01 04

 

დამქირავებლიდან ანარიცხები

01 02 00

 

სოციალური გადასახადი

01 02 01

 

მივლინებები

01 03 00

 

ქვეყნის შიგნით

01 03 01

 

ქვეყნის გარეთ

01 03 02

 

სხვა საქონელი და მომსხურება

01 04 00

 

ოფისის ხარჯები

01 04 01

 

კომუნალური მომსახურეობის ხარჯები

01 04 02

 

კვების ხარჯები

01 04 03

 

სამედიცინო ხარჯები

01 04 04

 

რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯები

01 04 05

 

ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები

01 04 06

 

სხვა ხარჯები

01 04 07

 

პროცენტების დაფარვა

02 00 00

 

შიდა ვალის პროცენტის დაფარვა

02 01 00

 

პროცენტის დაფარვა ეროვნული ბანკის კრედიტზე

02 01 01

 

პროცენტის დაფარვა სხვა დონის ბიუჯეტების კრედიტებზე

02 01 02

 

პროცენტის დაფარვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე

02 01 03

 

პროცენტის დაფარვა სხვა კრედიტებზე

02 01 04

 

საგარეო ვალის პროცენტის დაფარვა

02 02 00

 

პროცენტის დაფარვა სხვა ქვეყნების მთავრობების კრედიტებზე

02 02 01

 

პროცენტის დაფარვა საერთაშორისო ორგანიზაციების კრედიტებზე

02 02 02

 

პროცენტის დაფარვა სხვა ქვეყნის ფასიან ქაღალდებზე

02 02 03

 

პროცენტის დაფარვა სხვა კრედიტებზე

02 02 04

 

სუბსიდიები, სუბვენციები და მიმდინარე ტრანსფერტები

03 00 00

 

სუბსიდიები

03 01 00

 

საბიუჯეტო ორგანიზაციებს

03 01 01

 

ფინანსურ ორგანიზაციებს

03 01 02

 

საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს

03 01 03

 

სხვა საწარმოებს და ორგანიზაციებს

03 01 04

 

სუბვენციები

03 02 00

 

საბიუჯეტო ორგანიზაციებს

03 02 01

 

ფინანსურ ორგანიზაციებს

03 02 02

 

საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს

03 02 03

 

სხვა საწარმოებს და ორგანიზაციებს

03 02 04

 

მიმდინარე ტრანსფერტები ქვეყნის შეგნით

03 03 00

 

მიმდინარე ტრანსფერტები ხელისუფლების სხვა დონის ორგანოებს

03 03 01

 

მიმდინარე ტრანსფერტები არამომგებიან ორგანიზაციებს

03 03 02

 

ტრანსფერტები საოჯახო მეურნეობებს

03 03 03

 

მიმდინარე ტრანსფერტები ქვეყნის გარეთ

03 04 00

 

სხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს

03 04 01

 

საერთაშორისო ორგანიზაციებში წილობრივი მონაწილეობის ხარჯები

03 04 02

 

სხვა მიმდინარე ტრანსფერტები ქვეყნის გარეთ

03 04 03

 

V. კაპიტალური ხარჯები

 

 

ძირითადი კაპიტალის შეძენა

04 00 00

 

მანქანა-დანადგარების, მოწყობილების, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა

04 01 00

 

შენობება-ნაგებობების შეძენა, მშენებლობა და რეკონსტრუქცია

04 02 00

 

მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებებისა და შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება

 

04 03 00

 

მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენა

05 00 00

 

მიწისა და არამატერიალური აქტივების შეძენა

06 00 00

 

მიწის შეძენა

06 01 00

 

არამატერიალური აქტივების შეძენა

06 02 00

 

კაპიტალური ტრანსფერტები

07 00 00

 

კაპიტალური ტრანსფერტები ქვეყნის შიგნით

07 01 00

 

სხვა დონეების სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს

07 01 01

 

არაფინანსურ სახელმწიფო ორგანიზაციებს

07 01 02

 

ფინანსურ ორგანიზაციებს

07 01 03

 

სხვა კაპიტალური ტრანსფერები გადაცემული ქვეყნის შიგნით

07 01 04

 

კაპიტალური ტრანსფერები ქვეყნის გარეთ

07 02 00

 

სხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს

07 02 01

 

სხვა მიმდინარე ტრანსფერტები ქვეყნის გარეთ

07 02 02

 

VI. დაკრედიტება

 

 

 საშინაო დაკრედიტება

08 00 00

 

სახელმწიფო ხელისუფლების სხვა დონის ორგანოებზე გაცემული კრედიტი

08 01 00

 

არაფინანსურ სახელმწიფო საწარმოებზე გაცემული კრედიტი

08 02 00

 

საფინანსო ინსტიტუტებზე გაცემული კრედიტი

08 03 00

 

სხვა პირებზე გაცემული კრედიტები

08 04 00

 

საგარეო დაკრედიტება

09 00 00

 

სხვა ქვეყნის მთავრობებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაცემული კრედიტი

09 01 00

 

სხვა საგარეო დაკრედიტება

09 02 00

 

VII. ვალების დაფარვა (დაფინანსება)

 

 

საშინაო ვალების დაფარვა

10 00 00

 

ფინანსურ ორგანიზაციებს

10 01 00

 

მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

10 02 00

 

გრძელვადიანი კრედიტები

10 03 00

 

ფულადსაკრედიტო ორგანოებიდან აღებული გრძელვადიანი კრედიტების დაფარვა

10 03 01

 

კომერციული ბანკებიდან აღებული გრძელვადიანი კრედიტების დაფარვა

10 03 02

 

გრძელვადიანი კრედიტები, რომლებიც სხვაგან არა არის კლასიფიცირებული

10 03 03

 

მოკლევადიანი კრედიტები

10 04 00

 

ფულადსაკრედიტო ორგანოებიდან აღებული მოკლევადიანი კრედიტების დაფარვა

10 04 01

 

კომერციული ბანკებიდან აღებული მოკლევადიანი კრედიტების დაფარვა

10 04 02

 

მოკლევადიანი კრედიტები, რომლებიც სხვაგან არა არის კლასიფიცირებული

10 04 03

 

სხვა საშინაო ვალების დაფარვა

10 05 00

 

საგარეო ვალების დაფარვა

11 00 00

 

გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდები

11 01 00

 

მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდები

11 02 00

 

გრძელვადიანი კრედიტების დაფარვა

11 03 00

 

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული კრედიტების დაფარვა

11 03 01

 

სხვა ქვეყნის მთავრობიდან აღებული კრედიტების დაფარვა

11 03 02

 

კომერციული ბანკებიდან აღებული კრედიტების დაფარვა

11 03 03

 

გრძელვადიანი კრედიტები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული

11 03 04

 

მოკლევადიანი კრედიტები

11 04 00

 

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული კრედიტების დაფარვა

11 04 01

 

სხვა ქვეყნის მთავრობიდან აღებული კრედიტების დაფარვა

11 04 02

 

კომერციული ბანკებიდან აღებული კრედიტების დაფარვა

11 04 03

 

მოკლევადიანი კრედიტები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული

11 04 04

 

სხვა საგარეო ვალების დაფარვა

11 05 00

 

 

ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასი­ფიკაცია (მეთოდური განმარტებები)

დანართი №7

ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასი­ფიკაცია წარმოადგენს საქართველოს ყველა დონის ბიუჯე­ტების ხარჯების ფინანსური ოპერაციების დაჯგუ­ფებას ეკონომიკური შინაარსის მიხედვით.

ბიუჯეტის გადასახდელების ეკონომიკური კლასი­ფიკაციის მეთოდური განმარტებები განსაზღვრავენ გადა­სახდელების კლასიფიკაციით კოდირებული ერთეუ­ლი ელემენტების სტრუქტურასა და მიმართულებებს. იგი ეფუძნება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონს და დაფინანსების წყა­როს მიუხედავად ერთიანია ყველა დონის ბიუჯეტე­ბისათვის, მხარჯავი დაწესებულებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის.

თავისი ეკონომიკური შინაარსით ბიუჯეტების გადასახდელები კლასიფიცირდება როგორც მიმდინარე, კაპიტალური და საბიუჯეტო კრედიტების გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული ხარჯები (დაკრე­დიტება-დაფარვის გამოკლებით).   

 I.­ სულ გადასახდელები (II+VII)

 II. სულ ხარჯები და დაკრედიტება (III+VI)

 III. მთლიანი ხარჯები (IV+V)

 IV. მიმდინარე ხარჯები

ხარჯები საქონელზე და მომსახურებაზე 01 00 00

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება – 01 01 00

ხელფასი – 01 01 01

აღნიშნული მუხლი მოიცავს:      

1. ორგანიზაციებში დასაქმებულ მუშა-მოსამსა­ხურეთა ხელფასს, მათ შორის, შეთავსებით მომუშა­ვეთა ხელფასს (დადგენილი წესის შესაბამისად განსაზ­ღვრული საშტატო განრიგის მიხედვით), შტატგარეშე მუშაკთა ხელფასს;

2. არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღე­სას­წაულო დღეებში და დასვენების დღეებში განკუთ­ვნილ დამატებით საზღაურს;

3. კუთვნილი შვებულების საზღაურს;

4. კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ წო­დე­ბათა საზღაურს;

5. ჰონორარს;

6. ანაზღაურებას შრომის უუნარობისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემია – 01 01 02

პრემია (მ.შ. ჯილდო) მოიცავს ყველა სახის წამახალისებელ ფულად გასაცემელს.

დანამატი – 01 01 03

აღნიშნული მუხლი მოიცავს:

1. დანამატს ნამსახურები წლისათვის, საკლასო ჩინისათვის, მაღალმთიან რეგიონებში და შრომის მავნე პირობებისათვის;

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მოქმედ დანამატებს. ასევე დანამატებს უცხო ენის ცოდნისათვის, თუ იგი სავალდებულო არ არის სამსახურებრივი მო­ვა­ლეობის შესრულებისას, სამეცნიერო ხარისხის, სამეც­ნიერო წოდების დანამატს;

3. დანამატს საიდუმლო საქმის წარმოებისათვის, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობისა და განსაკუთრე­ბულო სამუშაოს შესრულებისათვის, სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის მინიჭებული კლასისათვის, დაშიფვრაზე მუშაობისათვის.

4. სხვა ქვეყნებთან ერთობლივ სამხედრო და მასთან გათანაბრებულ პროგრამებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და ამ პროგრამებში მონაწილე სხვა კატეგორიის მუშაკებზე გასაცემ დანამატებს.

ყველა სახის დანამატი გაიცემა სათანადო ნორმა­ტიუ­ლი აქტის საფუძველზე.

დახმარება – 01 01 04

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. დახმარება კუთვნილი შვებულებით სარგებ­ლობისას;

2. სამსახურიდან დათხოვნისას კანონმდებლობით დადგენილი ერთჯერადი ფულადი დახმარება;

3. დახმარება მძიმე სოციალური პირობების წარმოშობისას.

დამქირავებლიდან ანარიცხები – 01 02 00

აღნიშნული მუხლით აისახება სოციალური გადასახადი დარიცხული შრომის ანაზღაურებაზე.

სოციალური გადასახადი - 01 02 01

სოციალური გადასახადის კონკრეტული სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდე­ბლობით დადგენილი წესით.

მივლინებები – 01 03 00

მივლინების ხარჯებში მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად შედის: მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, დღიური ნორმის და მივლინებასთან დაკავ­შირებული კავშირგაბმულობის ხარჯები, აგრეთვე, მივლი­ნებული მუშაკის სავალდებულო დაზღვევის ხარჯები და წარმომადგენლობითი ხარჯები (დანამატი დღიურ ნორმაზე). აღნიშნულ მუხლში აისახება მოკლევადიანი და გრძელვადიანი მივლინებების ხარჯები.

ქვეყნის შიგნით – 01 03 01

მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებას­თან დაკავშირებულ ხარჯებს. მათ შორის, სამსახურებ­რივ მიმოსვლასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლის გაცემის საფუძველს წარმოადგენს სამინისტროს/უწყების უფროსის ადმინისტრაციული აქტი.

ამავე მუხლში აისახება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახუ­რეებზე გასაცემი საველე ფული.

ქვეყნის გარეთ – 01 03 02

მოიცავს საქართველოს ფარგლებს გარეთ მივლი­ნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ასევე, ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის პასპორტის ღირებულებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმებას­თან დაკავშირებულ ხარჯებს.

სხვა საქონელი და მომსახურება – 01 04 00

ოფისის ხარჯები – 01 04 01

აღნიშნულ მუხლში გაიცემა:

1. საკანცელარიო საქონლის, საწერ-სახაზავი ქაღალ­დისა და ანალოგიური მასალების, საბუღალტრო ბლან­კებისა და საკანცელარიო წიგნების, ოფისისათვის ნორ­მატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლი­ტერატურის, გაზეთების, ჟურნალების, ბიულეტენე­ბის და სხვათა შეძენის და ამავე მიზნებთან დაკავშირე­ბული საგამომცემლო-სასტამბო (არაძირითადი საქმია­ნობის) ხარჯები;

2. საოფისე ტექნიკის, ინვენტარისა და მოწყობი­ლობე­ბის შეძენის და დამონტაჟების ხარჯები;

სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას, ინვენტარსა და მოწყობილობებს მიეკუთვნება ყველა ის მცირეფა­სიანი საგნები, რომელთა საექსპლუატაციო ვადა არ აღემატება ერთ წელს ან/და მისი ღირებულება კი – 150 ლარს. სხვა შემთხვევაში საქონლის და მომსახუ­რების შეძენა აღირიცხება 04 00 00 კოდში;

3. სანიტარიულ-ჰიგიენური საგნების და საჭირო მასალების შეძენის ხარჯები;

4. შენობა-ნაგებობების საიჯარო ქირის, მათი დაცვისა და სახანძრო დაცვის ხარჯები;

5. სტუმრების მიღების ხარჯი წარმომადგენლო­ბებისათვის მოქმედი ნორმებით);

6. შენობა-ნაგებობების და მოწყობილობების მიმდინარე რემონტის ხარჯები;

7. საქალაქო ტრანსპორტზე ერთიანი სამგზავრო ბილეთების შეძენის ხარჯები;

კომუნალური ხარჯები – 01 04 02

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. ხარჯები კავშირგაბმულობაზე: შიდასაქალაქო, საქა­ლაქთაშორისო და მობილური ტელეფონით, სპე­ცია­­ლური კავშირებით და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით სარგებლობისათვის, ყოველგვარი საფოსტო, მათ შორის ამანათების, დეპეშების, რადიო­გრამების, ფულადი და სხვა სახის გზავნილების ხარ­ჯები, აგრეთვე ხარჯები რადიოთი, ფაქსით და ინტერნეტით სარგებლობისათვის, კავშირგაბმულობის არხების იჯარით სარგებლობისათვის;

2. ხარჯები ელექტროენერგიაზე, წყალზე, გათბო­ბაზე, ბუნებრივ და თხევად აირზე, მასთან დაკავშირებით გაყვანილობებისა და დანადგარების შენახვაზე და მათ მიმდინარე შეკეთებაზე, კანალიზაციასა და ასინიზაციაზე, გათბობის მიზნით საწვავისა და სხვა ნედლეულის შეძენის ხარჯები;

3. ხარჯები შენობება-ნაგებობების და მიმდებარე ტერი­ტორიების მოვლა-დასუფთავებაზე, ამასთანავე, შენობების პასპორტიზაციის და ძირითადი საშუალე­ბების ტექნიკურ ინვენტარიზაციაზე გასაწევი ხარჯები;

4. ხარჯები სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავ­შირებული ბინით სარგებლობისათვის, აგრეთვე, კო­მუნა­ლურ მომსახურებაზე დაწესებული შეღავათების გადასახადები კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ნორმების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხები გაიცემა ფულადი კომპენსაციის სახით, იგი აღირიცხება 03 03 03;

5. რეცხვის, ქიმწმენდის და აბანოს ხარჯები.

კვების ხარჯები 01 04 03

აღნიშნული მუხლით გაიცემა კვების ხარჯები:

1. ბაგა-ბაღებში, საბავშვო სახლებში და საგანმა­ნათ­ლებლო დაწესებულებებში;

2. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, წინას­წარი დაკავების იზოლატორებში და სამედიცინო დაწესებულებებში;

3. შრომის მავნე პირობებში სამუშაოებისათვის, მაღალმთიან და ძნელადმისადგომ ადგილებში მომუ­შა­ვე­თა სპეციალურ კვებაზე მყოფთა ხარჯები;

4. დონორების კვების ხარჯები;

5. სპორტულ შეკრებებისა და შეჯიბრებების მონაწილეთა კვების ხარჯები;

6. სამხედრო მოსამსახურეთა და პოლიციის მუშაკთა კვების ხარჯები;

7. სამსახურებრივი ძაღლებისა, ცხენების და საცდელი ცხოველების კვების ხარჯები;

8. სამზარეულოს მცირეფასიანი ინვენტარის შეძე­ნის ხარჯები; კვების ფულადი კომპენსაცია აღირიც­ხება 03 03 03 კოდით – ტრანსფერტები საოჯახო მეურნეობებს.

სამედიცინო ხარჯები – 01 04 04

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. მედიკამენტების, აგრეთვე სამკურნალო მინერა­ლური წყლების, ვიტამინების, ვაქცინის, შრატის, ჟანგბადის, სადეზინფექციო საშუალებების და ანალო­გიური სახის საქონლის შეძენის ხარჯები;

2. ლაბორატორია/კაბინეტისათვის სამედიცინო დანიშნულების მასალების შეძენის ხარჯები;

3. სისხლისა და პლაზმის შეძენის ხარჯები;

4. მცირეფასიანი სამედიცინო ინსტრუმენტების შეძენის ხარჯები;

5. ოპტიკური საშუალებების შეძენის ხარჯები;

6. მკურნალობის ხარჯები;

7. დეზინფექცია-დერატიზაციის ხარჯები.

რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯები – 01 04 05

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თეთრეულის შეძენის და შენახვის ხარჯები;

2. სამხედრო მოსამსახურეთა უნიფიცირებული ფორმის, სპორტული უნიფორმის და შესაბამისი სპე­ცია­ლური აღჭურვილობის შეძენის და შენახვის ხარჯები;

3. ლეიბის, საბნის, ბალიშის, ლოგინის თეთრეუ­ლის, ხალიჩის, ფარდაგის, გზამკვლევი საფენის, ფარდების და სხვა ანალოგიური საქონლის შეძენის, შეკერვის და გადაკეთების ხარჯები;

4. პირადი ჰიგიენის საგნების შეძენის ხარჯები.

რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის ფულადი კომპენსაცია აღირიცხება 03 03 03 კო­დით – ტრანსფერები საოჯახო მეურნეობებს.

ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები – 01 04 06

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის და შენახვის, მათი საწვავ-საპოხი მასალების შეძენის, მიმდინარე რემონტის, სათადარიგო ნაწილების და მცირეფასიანი ინსტრუმენტების და ხელსაწყოების შეძენის ხარჯები.

საბიუჯეტო ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ტრანსპორტის მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ 01 01 01 კოდით.

2. ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვის და გადაყვანის) ხარჯები.

სხვა ხარჯები – 01 04 07

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. სახელშეკრულებო წესით შესრულებული სამუ­შაოების ხარჯები (რომელიც არ არის გათვალისწი­ნებული სხვა მუხლებში);

2. სასწავლო ხარჯები, მათ შორის: სასწავლო მიზ­ნით საჭირო ნივთების და მასალების, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურისა და სასწავლო პროგრა­მების საგამომცემლო და სასტამბო, ბლანკების, მოწმობების, დიპლომების, სასკოლო ჟურნალების, სტუდენტთა ბილეთების, ჩათვლის წიგნაკების და სხვა სასწავლო დოკუმენტების შეძენის ხარჯები;

3. მისაღები გამოცდების საორგანიზაციო ხარჯები;

4. სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები;

5. სამეცნიერო ხარჯები, მათ შორის: საცდელი მაკეტე­ბისა და ლაბორატორიული სტენდების, რეაქტი­ვების, ქიმიკატების, ქაღალდის, ჭურჭლის, მედიკამენ­ტების და სამეცნიერო მიზნით სხვა საქონლის შეძენის ხარჯები; აგრეთვე, დისერტაციის დაცვის, სამეცნიერო შრომების და გრიფირებული სახელმძღვანელოების გამოცემის, რუკების, სქემების, დიაგრამების, ესკიზების, მაკეტების და სხვა მცირეფასიანი სწრაფცვეთადი სამეცნიერო ხასიათის საგნების შეძენის ხარჯები;

6. სესიების, კონფერენციების, ყრილობების, სემინარების ორგანიზაციის და ექსპედიციების ხარჯები;

7. ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისათვის წიგნების და სამუზეუმო ექსპონატების რესტავრაციის ხარჯები;

8. გამოფენის მოსაწყობი ხარჯები;

9. სარესტავრაციო და საკონსერვაციო ხარჯები;

10. ორდენების, სიგელების, სუვენირების, მედლების და სხვა ფასიანი საჩუქრების შეძენისა და გაცემის ხარჯები;

11. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯები;

12. ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები;

13. აღლუმებში, სასწავლო წვრთნებსა და მანევრებ­ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და სხვათა ხარჯები;

14. ექსპერტიზის და ბადრაგირების ხარჯები;

15. ტენდერის ხარჯები;

16. სამსახურებრივი დანიშნულების და სასწავლო-სამეცნიერო მიზნით ცხოველების შეძენისა და შენახვის ხარჯები, გარდა კვებისა;

17. „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯები;

18. სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების ხარჯები;

19. სამედიცინო შემოწმების ხარჯები, რომლის საფუძველია კანონი ან კანონქვემდებარე აქტი;

20. მიწის და სხვა ქონების საიჯარო ქირა (საფა­სური);

21. ინფორმატიკული პროგრამების შეძენის ხარჯები;

22. რეკლამის ხარჯები;

23. სტანდარტიზაციასთან და სერტიფიკაციასთან დაკავშირებული ხარჯები;

24. ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ხარჯები;

25. საგასტროლო ხარჯები;

26. საველე პირობებში შესრულებული სამუშაოების ხარჯები;

27. სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ხარჯები (მონუმენტების, ბიუსტების და სხვა ანალოგიური ხარჯები). აგრეთვე, ძეგლებისა და მემორიალების დადგმისა და შენახვის ხარჯები;

28. ბანკის მომსახურების ხარჯები;

29. დიპლომატიური დაწესებულებების შენახვის და ატაშატის ხარჯები;

30. კანონმდებლობით დადგნილი წესით ყველა სახის (გარდა საშემოსავლო და სოციალური გადასახადე­ბისა) გადასახადები, გადასახდელები, საურავები და ჯარიმები.

პროცენტის დაფარვა – 02 00 00

პროცენტის ქვეშ იგულისხმება გადასახდელები ნასესხები ფულადი სახსრების სარგებლობისათვის. აღნიშნული გადასახდელები განსხვავდებიან ვალის ძირითადი თანხის დაფარვისაგან (ვალის ამორტიზაციი­საგან), რომელიც კლასიფიცირდება როგორც დაფინან­სება.  

შიდა ვალის პროცენტის დაფარვა – 02 01 00

აღნიშნული მუხლით გაიცემა: საქართველოს ეროვნული ბანკიდან, სხვა დონის ბიუჯეტებიდან და სხვა ფინანსური და არაფინანსური ორგანიზაციებიდან აღებუ­ლი კრედიტით სარგებლობისათვის, წილის/ფასიანი ქაღალდების მომსახურებისათვის გადახდილი პროცენტი დადგენილი ნორმების შესაბამისად.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ იმ ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციათა პროცენტების დაფარვა, სა­დაც გარანტად სახელმწიფო გამოდის.

პროცენტის დაფარვა ეროვნულ ბანკის კრედიტზე – 02 01 01

პროცენტის დაფარვა სხვა დონის ბიუჯეტების კრედიტებზე – 02 01 02 

პროცენტის დაფარვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე – 02 01 03

პროცენტის დაფარვა სხვა კრედიტებზე – 02 01 04

საგარეო ვალის პროცენტის დაფარვა – 02 02 00

აღნიშნული მუხლით გაიცემა: გადასახდელი პრო­ცენტები კრედიტით სარგებლობისათვის, წილის/ფა­სიანი ქაღალდების მომსახურებისათვის სხვა ქვეყნების მთავ­რობების, ფინანსური და არაფინანსური დაწესებუ­ლე­ბების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ იმ ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციათა პროცენტების დაფარვა, სადაც გარანტად სახელმწიფო გამოდის.

პროცენტის დაფარვა სხვა ქვეყნის მთავრობების კრედიტებზე – 02 02 01

პროცენტის დაფარვა საერთაშორისო ორგანიზა­ციების კრედიტებზე – 02 02 02

პროცენტის დაფარვა სხვა ქვეყნის ფასიან ქაღალდებზე – 02 02 03

პროცენტის დაფარვა სხვა კრედიტებზე – 02 02 04

სუბსიდიები, სუბვენციები და მიმდინარე ტრან­სფერ­ტები – 03 00 00

აღნიშნული კატეგორიის ხარჯები მოიცავს: მიმ­დინარე მიზნებისათვის სახელმწიფოს მიერ უსასყიდ­ლოდ, დაუბრუნებლად გაცემულ დახმარებას (სუბ­სიდიები; სუბსიდიაში შესაძლებელია ასახულ იქნეს ფულადი ან ნატურალური სახით გაცემული დახმარება), აგრეთვე, განსაზღვრული ღონისძიებებისათვის მიზნობ­რივად გამოყოფილ ფულად დახმარებებს, რომელიც მიზნობრიობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში ექვემდებარება დაბრუნებას (სუბვენციები) და სათანადო წესით უსასყიდლოდ გაცემულ დახმარებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, საოჯახო მეურნეობებზე და მმართვე­ლობის სხვა დონეებზე (მიმდინარე ტრანსფერტები).

ასევე, ამავე კატეგორიაში აღირიცხება საგრანტო ხელ­შეკრულების მიხედვით სახელმწიფოს სახელით გაცე­მული გრანტები.

 სუბსიდიები – 03 01 00

საბიუჯეტო ორგანიზაციებს – 03 01 01

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბსიდიები საბიუ­ჯეტო ორგანიზაციებზე (საქვეუწყებო და ტერიტორიუ­ლი ორგანოების ჩათვლით).

ფინანსურ ორგანიზაციებს – 03 01 02

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბსიდიები ფინანსურ ორგანიზაციებზე.

ფინანსურ ორგანიზაციებში იგულისხმება ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც თავის თავზე იღებს ფი­­ნანსურ ვალდებულებებს და იძენს ფინანსურ აქტი­ვებს, აგრეთვე ასრულებს ფულად-საკრედიტო რეგუ­ლირების ორგანოების ფუნქციებს.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – 03 01 03

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბსიდიები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

სხვა საწარმოებს და ორგანიზაციებს – 03 01 04

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბსიდიები იმ საწარმოებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც მითითებული არ არის სხვა მუხლებში (მ.შ. სახელ­მწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირები).

სუბვენციები – 03 02 00

საბიუჯეტო ორგანიზაციებს – 03 02 01

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბვენციები საბიუჯე­ტო ორგანიზაციებზე (საქვეუწყებო და ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით). სუბვენციები საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეძლევათ უსასყიდლოდ, რომელიც მიზნობრიობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

სუბვენციები ფინანსურ ორგანიზაციებს – 03 02 02

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბვენციები ფინანსურ ორგანიზაციებზე.

ფინანსურ ორგანიზაციებზე გაცემული სუბვენცია მოიცავს სახელმწიფოს მიერ მიზნობრივად, უსასყიდ­ლოდ გამოყოფილ ფულად დახმარებას, რომელიც მიზნობ­რიობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – 03 02 03

აღნიშნული მუხლით ფინანსირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებზე გასაცემი სუბვენციე­ბი, რომელიც მიზნობრიობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

სხვა საწარმოებს და ორგანიზაციებს – 03 02 04

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბვენციები იმ საწარმოებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც მითითე­ბული არ არის სხვა მუხლებში (მ.შ. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამარ­თლის იურიდიული პირები), რომელიც მიზნობრიობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

მიმდინარე ტრანსფერტები ქვეყნის შიგნით – 03 03 00

აღნიშნული მუხლით გაიცემა დახმარებები საბიუ­ჯეტო ორგანიზაციებზე, საოჯახო მეურნეობებზე და მმარ­თველობის სხვა დონეებზე.

მიმდინარე ტრანსფერები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

კაპიტალური დანიშნულებით გაცემული ტრან­სფერები კლასიფიცირდება 07 00 00 კოდით.

მიმდინარე ტრანსფერტები ხელისუფლების სხვა დონის ორგანოებს–03 03 01   

აღნიშნული მუხლი მოიცავს მმართველობის სხვა დონეებზე დაუბრუნებლად გადა­ცემულ მიმდინარე ტრანსფერტებს.

მიმდინარე ტრანსფერტები არამომგებიან ორგანი­ზაციებს – 03 03 02

აღნიშნული მუხლით გაიცემა მიმდინარე ტრანსფერ­ტები სოციალური სფეროს ორგანიზაციებზე, მათ შო­რის სკოლებზე, სამეცნიერო სა­ზოგადოებებზე, კულტუ­რის სფეროს დაწესებუ­ლებებზე, ასოციაციებზე, სპორ­ტულ კლუბებზე, საავად­მყოფოებზე და ა.შ., რომელთაც არა აქვთ საწარმოს სტატუსი.

ტრანსფერი საოჯახო მეურნეობებს (სტიპენდიები, სოციალური დახმარებები, ფულადი კომპენსაციები და სხვა) – 03 03 03

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. სტუდენტთა, მოსწავლეთა, ასპირანტთა, დოქ­ტორანტთა სტიპენდიები გაცემული სასტიპენდიო ფონდიდან;

2. ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირ­თა-დევნილთა, დაჭრილთა, დაღუპულთა (გარდაცვლილ­თა) ოჯახების დახმარებები;

3.  კანონმდებლობით დადგენილი კვების და სხვა სახის ფულადი კომპენსაციები;

4. სოციალურად დაუცველი, უმწეო მდგომარეობაში მყოფ და სხვა კატეგორიის პირთა ფინანსური დახმარებები, ნორმატიული აქტით დადგენილი წესისა და ნორმის მიხედვით;

5. კანონმდებლობით დადგენილ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე გასაცემი შეღავათები;

6. ერთჯერადი დახმარება სამსახურებრივი მოვა­ლეობის შესრულებისას გარდაცვალების ან დასახიჩ­რების შემთხვევაში;

7. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მორა­ლური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ხარჯები;

8. რბილი ინვენტარის და უნიფორმის ფულადი კომპენსაცია;

9. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისა და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი ჯილდოები;

10. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთჯერადი ფულადი პრემიები;

11. დონორების ფულადი კომპენსაცია;

12. განსაკუთრებული დამსახურებისათვის, მათ შორის სხვადასხვა კონკურსებში (ოლიმპიადები, კონ­ფერენციები და ა.შ.) წარმატებას მიღწეულ პირთა ფულადი ჯილდოები, რომლებიც გაიცემა სათანადო ნორმატიული აქტების საფუძველზე.

მიმდინარე ტრანსფერები ქვეყნის გარეთ – 03 04 00

აღნიშნული მუხლით კლასიფიცირდება სხვა ქვეყნის ორგანოებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გადა­ცემული ტრანსფერები, მათ შორის თანამშრომლობისა და საწევრო ანარიცხები. ამ კოდით შესაძლებელია გაცემულ იქნეს მიმდინარე ტრანსფერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფიზიკურ პირებზე.

სხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს – 03 04 01

საერთაშორისო ორგანიზაციებში წილობრივი მონაწილეობის ხარჯები – 03 04 02

სხვა მიმდინარე ტრანსფერტები ქვეყნის გარეთ – 03 04 03

V. კაპიტალური ხარჯები

კაპიტალურ ხარჯებში იგულიხმება ის გადახდები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიუ­ლ­ი და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა.

ამასთანავე, კაპიტალური ხარჯები მოიცავს სახელ­მწიფოს მიერ გაცემულ კაპიტალურ ტრანსფერტებსაც.

ძირითადი კაპიტალის შეძენა – 04 00 00

აღნიშნული მუხლით ფინანსირდება ხარჯები იმ საქონელზე, რომლის საექსპლუატაციო ვადაც აღემა­ტება 1 წელს ან/და რომელთა ღირებულებაც აღემატება 150 ლარს.

მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრან­სპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა – 04 01 00

აღნიშნულ მუხლს მიეკუთვნება მანქანა-დანადგარე­ბის, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძი­რითა­დი საშუალებების შეძენა.

 

შენობა-ნაგებობების შეძენა, მშენებლობა და რეკონსტრუქცია – 04 02 00

აღნიშნული მუხლი მოიცავს:

ძირითადი საქმიანობისათვის შენობა-ნაგებობების შეძენის (მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნებში საქარ­თველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათ­ვის) და რეკონსტრუქციის ხარჯებს; ახალი ობიექტების მშე­ნებ­ლობის (რომელზედაც არსებობს მოქმედი წესის შესაბამისად გაფორმებული და დამტკიცებული სათანადო ტექნიკური დოკუმენტაცია) ხარჯებს;   ასევე, შენობა-ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიის (გზები) მშენებ­ლობა-რეკონსტრუქციის ხარჯებს.

მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების და შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება –   04 03 00

კაპიტალური შეკეთება მოიცავს ძირითადი ფონდე­ბის, მათ შორის შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და მანქანა-დანადგარების აღდგენის ღირებულების ხარჯებს.

მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენა – 05 00 00

მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენის ხარჯებს განეკუთვნება საგანგებო რეზერვებისა და სასაქონლო მარაგების შეძენის ხარჯები, რომელსაც ქვეყნისათვის აქვს სტრატეგიული და სოციალური მნიშვნელობა.

მიწისა და არამატერიალური აქტივების შეძენა – 06 00 00 

მიწის შეძენა – 06 01 00

აღნიშნულ მუხლს მიეკუთვნება ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია მიწის, ტყის, შიგა წყლების და სასარ­გებლო წიაღისეულის შეძენასთან, მაგრამ არა სამ­შენებლო ობიექტების შეძენასთან, რომელიც განთავ­სებულია ამ მიწებზე.

 თუ შენობის ფასი აღემატება მის მიერ დაკავებული ფართის ღირებულებას, მიწის აღნიშნული ნაწილის ფასი აღირიცხება 04 02 00 კოდში.

არამატერიალური აქტივების შეძენა – 06 02 00

არამატერიალური აქტივების შეძენას მიეკუთვნება ისეთი აქტივების შეძენა, რომლებიც არ ითვალისწინებს შესაბამისი ვალდებულებების არსებობას და აქედან გამომდინარე არ წარმოშობს ფინანსურ მოთხოვნებს მეორე მხარესთან. მათ შორის სახელმწიფო მნიშვნე­ლობის კულტურულ ფასეულობათა შეძენას.

კაპიტალური ტრანსფერტი – 07 00 00

აღნიშნულ მუხლს მიეკუთვნება მმართველობის ორგანოების მიერ უსასყიდლოდ გაცემული სახსრები, რომელიც მიიმართება კაპიტალური აქტივების შესაძე­ნად, ასევე ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მიმღე­ბის ძირითადი კაპიტალის დაზიანებასთან, განადგუ­რე­ბასთან (ლიკვიდაციასთან) ან კაპიტალის გაზ­რდასთან. კაპიტალურ ტრანსფერს მიეკუთვნება გაცემუ­­ლი ტრანსფერი ხიდების, გზების, კულტურის ობიექ­ტების, საავადმყოფოების, სკოლების და სხვა შენობების მშენებლობის დასაფინანსებლად.

აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება აგრეთვე სახსრები გადაცემული წარმოებებზე დანაკარგების დასაფარავად, რომლებიც წლების მანძილზე იყო კონსერვირებული განსაკუთრებული მოვლენების გამო.

კაპიტალურ ტრანსფერად ითვლება სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა, რომელიც ატარებს ერთჯერად და არარეგულარულ ხასიათს როგორც მიმღებისათვის, ასევე გამცემისათვის.

კაპიტალური ტრანსფერტი ქვეყნის შიგნით –   07 01 00

აღნიშნული მუხლით გაიცემა კაპიტალური ტრან­სფერტები გაცემული სახელმწიფო ორგანოების მიერ სხვა დონეების მმართველობის ორგანოებზე, ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციებზე.

სხვა დონეების სახელმწიფო მმართველობის ორგა­ნოებს – 07 01 01

არაფინანსურ სახელმწიფო ორგანიზაციებს – 07 01 02

ფინანსურ ორგანიზაციებს – 07 01 03

სხვა კაპიტალური ტრანფერტები გადაცემული ქვეყნის შიგნით 07 01 04

კაპიტალური ტრანსფერი ქვეყნის გარეთ – 07 02 00

აღნიშნული მუხლით გაიცემა კაპიტალური ტრან­სფერები გაცემული სხვა ქვეყნების სახელმწიფო მმარ­თველობის ორგანოებზე, მის ეკონომიკურ ერთეულებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე.

სხვა ქვეყნების მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს – 07 02 01

სხვა მიმდინარე ტრანფერტები ქვეყნის გარეთ – 07 02 02

    

VI. დაკრედიტება

ამ კატეგორიაში აისახება სახელმწიფოს მიერ შიდა და საგარეო დაკრედიტება.

საშინაო დაკ­რე­დი­­ტება – 08 00 00

საბიუჯეტო კრედიტი ეს არის საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების ფორმა, რომელიც ითვალისწინებს სახსრების გადაცემას სხვა დონის ბიუჯეტებზე, ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციებზე, უსასყიდლოდ ან სარგებლით უკან დაბრუნების პირობით.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ იმ ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციათა ვადაგადაცილებულ სეს­ხებზე ძირითადი თანხების გადახდა, სადაც სახელმწიფო გარანტად გამოდის, ჩაითვლება დაკრედიტებად, ვინაიდან ამ შემთხვევაში ამ საწარმოს მიმართ სახელმწიფოს წარ­­მოეშვება გადახდილი თანხის ეკვივალენტური მოთ­­ხოვ­ნა, ანუ საწარმოს მიერ გარანტიის ამოქმედების შე­დეგად წარმოშობილი მოთხოვნის დაფარვა სახელმ­წიფო დაკრედიტების დაფარვას ნიშნავს.

სახელმწიფო ხელისუფლების სხვა დონის ორგანოებზე გაცემული კრედიტი – 08 01 00  

 არაფინანსურ სახელმწიფო საწარმოებზე გაცემული კრედიტი – 08 02 00

 საფინანსო ინსტიტუტებზე გაცემული კრედიტი – 08 03 00

სხვა პირებზე გაცემული კრედიტები – 03 04 00

საგარეო დაკრედიტება – 09 00 00

ეს კატეგორია მოიცავს სახელმწიფო კრედიტების გა­ცემას სხვა ქვეყნებზე, მათ იურიდიულ პირებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან კრედიტის გამცემი ქვეყნის რეზიდენტები.

ასევე, საგარეო დაკრედიტება მოიცავს კრედიტის გამცემი არარეზიდენტი პირების კაპიტალში წილის და ფასიანი ქაღალდების შეძენის ხარჯებს.  

სხვა ქვეყნის მთავრობებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაცემული კრედიტი – 09 01 00

სხვა საგარეო დაკრედიტება – 09 02 00

VII. ვალების დაფარვა

საშინაო ვალის დაფარვა – 10 00 00

ფინანსურ ორგანიზაციებს – 10 01 00

მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებ­ი – 10 02 00

გრძელვადიანი კრედიტები – 10 03 00

ფულადსაკრედიტო ორგანოებიდან აღებული გრძელვადიანი კრედიტების დაფარვა – 10 03 01

კომერციული ბანკებიდან აღებული გრძელვადიანი კრედიტების დაფარვა – 10 03 02

გრძელვადიანი კრედიტები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული 10 03 03

მოკლევადიანი კრედიტები – 10 04 00

ფულადსაკრედიტო ორგანოებიდან აღებული მოკლევადიანი კრედიტების დაფარვა – 10 04 01

კომერციული ბანკებიდან აღებული მოკლევადიანი კრედიტების დაფარვა – 10 04 02

მოკლევადიანი კრედიტები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული 10 04 03

სხვა საშინაო ვალების დაფარვა – 10 05 00

საგარეო ვალების დაფარვა– 11 00 00

გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდები – 11 01 00

მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდები – 11 02 00

გრძელვადიანი კრედიტების დაფარვა – 11 03 00

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული კრედიტების დაფარვა – 11 03 01

სხვა ქვეყნის მთავრობებიდან კრედიტების დაფარ­ვა – 11 03 02

კომერციული ბანკებიდან აღებული კრედიტების დაფარვა – 11 03 03

გრძელვადიანი კრედიტები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული 11 03 04

მოკლევადიანი კრედიტები – 11 04 00

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული კრედიტების დაფარვა – 11 04 01

სხვა ქვეყნის მთავრობებიდან კრედიტების დაფარ­ვა – 11 04 02

კომერციული ბანკებიდან აღებული კრედიტების დაფარვა – 11 04 03

მოკლევადიანი კრედიტები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული – 11 04 04

სხვა საგარეო ვალების დაფარვა – 11 05 00

დანართი №8

საქართველოს ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასიფიკაცია

ნომერი რიგზე

დასახელება

ხარჯების კოდები

1

I. საერთო ხარჯები და დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით (II+V)

 

2

II. საერთო ხარჯები ( III+IV )

 

3

III. მიმდინარე ხარჯები

 

4

ხარჯები საქონელზე და მომსახურებაზე

01 00 00

5

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

01 01 00

6

ხელფასი

01 01 01

7

პრემია

01 01 02

8

დანამატი

01 01 03

9

დახმარება

01 01 04

10

დამქირავებლიდან ანარიცხები

01 02 00

11

სოციალური გადასახადი

01 02 01

12

მივლინებები

01 03 00

13

ქვეყნის შიგნით

01 03 01

14

ქვეყნის გარეთ

01 03 02

15

სხვა საქონელი და მომსახურება

01 04 00

16

ოფისის ხარჯები

01 04 01

17

კომუნალური მომსახურების ხარჯები

01 04 02

18

კვების ხარჯები

01 04 03

19

სამედიცინო ხარჯები

01 04 04

20

რბილი ინვენტარი და უნიფორმის შეძენის ხარჯები

01 04 05

21

ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები

01 04 06

22

სხვა ხარჯები

01 04 08

23

პროცენტების გადახდა

02 00 00

24

ეროვნული მთავრობის სხვა დონეებს

02 01 00

25

ქვეყნის შიგნით-ეროვნულ ბანკს

02 02 00

26

ქვეყნის შიგნით-სხვა ორგანიზაციებს

02 03 00

27

ქვეყნის გარეთ-ფინანსურ ორგანიზაციებს

02 04 00

28

ქვეყნის გარეთ-მთავრობებს

02 05 00

29

ქვეყნის გარეთ-სხვა ორგანიზაციებს

02 06 00

30

სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერტები

03 00 00

31

სუბსიდიები

03 01 00

32

საბიუჯეტო ორგანიზაციებს

03 01 01

33

ფინანსურ დაწესებულებებს

03 01 02

34

საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს

03 01 03

35

სხვა საწარმოებს და ორგანიზაციებს

03 01 04

36

მიმდინარე ტრანსფერტები ქვეყნის შიგნით

03 02 00

37

სხვა დონეების სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს

03 02 01

38

არაკომერციულ ორგანოებს

03 02 02

39

საოჯახო მეურნეობებს (სტიპენდიები, სოც.დახმარებები და სხვა)

03 02 03

40

მიმდინარე ტრანსფერტები ქვეყნის გარეთ

03 03 00

41

სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს

03 03 01

42

IV. კაპიტალური ხარჯები

 

43

ძირითადი კაპიტალის შეძენა

04 00 00

44

მანქანა-დანადგარების და მოწყობილების შეძენა

04 01 00

45

შენობება-ნაგებობების შეძენა, მშენებლობა და რეკონსტრუქცია

04 02 00

46

მანქანა-დანადგარების და შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება

04 03 00

47

მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენა

05 00 00

48

მიწისა და არამატერიალური აქტივების შეძენა

06 00 00

49

მიწის შეძენა

06 01 00

50

არამატერიალური აქტივების შეძენა

06 02 00

51

კაპიტალური ტრანსფერტები

07 00 00

52

ქვეყნის შიგნით

07 01 00

53

სხვა დონეების სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს

07 01 01

54

არაფინანსურ სახელმწიფო ორგანიზაციებს

07 01 02

55

ფინანსურ დაწესებულებებს

07 01 03

56

სხვა კაპიტალური ტრანსფერტები გადაცემული ქვეყნის შიგნით

07 01 04

57

კაპიტალური ტრანფერები ქვეყნის გარეთ

07 02 00

58

მმართველობის საგარეო ორგანოებს და საერათაშორისო ორგანიზაციებს

07 02 01

59

V. დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით

 

60

შიდა დაკრედიტება

08 00 00

61

სხვა დონეების მმართველობით ორგანოებს

08 01 00

62

აქციების შეძენა არაფინანსურ სახელმწიფო საწარმოებში

08 02 00

63

კრედიტი არაფინანსურ სახელმწიფო საწარმოებს

08 03 00

64

აქციების შეძენა ფინანსურ დაწესებულებებში

08 04 00

65

კრედიტი ფინანსურ დაწესებულებებს

08 05 00

66

სხვა შიდა დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით

08 06 00

67

საგარეო დაკრედიტება

09 00 00

68

მმართველობის საგარეო ორგანოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს

09 01 00

69

სხვა საგარეო დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით

09 03 00

 

საქართველოს ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასიფიკაცია

საქართველოს ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასიფიკაცია

(მეთოდური განმარტებები)

(დანართი №8)

ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლა­სიფიკაცია წარმოადგენს საქართველოს ყველა დონის ბიუჯეტების ხარჯების ფინანსური ოპერაციების დაჯ­გუფებას ეკონომიკური შინაარსის მიხედვით.

ბიუჯეტის გადასახდელების ეკონომიკური კლასი­ფიკაციის მეთოდური განმარტებები განსაზღვრავენ გადა­სახდელების კლასიფიკაციით კოდირებული ერთეუ­ლი ელე­მენტების სტრუქტურასა და მიმართულებებს. იგი ეფუძნება საქართველოს კანონს „საქართველოს საბიუჯე­ტო სისტემის შესახებ” და დაფინანსების წყაროს მიუხედავად ერთიანია ყველა დონის ბიუჯეტებისათვის, მხარჯავი დაწესებულებისა და საბიუჯეტო ორგანიზა­ციებისათვის.

თავისი ეკონომიკური შინაარსით ბიუჯეტების გადასახ­დელები კლასიფიცირდება როგორც მიმდინარე, კაპიტალური და საბიუჯეტო კრედიტების გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული ხარჯები (დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით).

I. საერთო ხარჯი და დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით (II+V)

 II. საერთო ხარჯები (III+IV)

 III. მიმდინარე ხარჯები

ხარჯები საქონელსა და მომსახურებაზე 01 00 00

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება –   01 01 00

აღნიშნული მუხლი მოიცავს:

ხელფასი – 01 01 01

აღნიშნული მუხლი მოიცავს:      

1. ორგანიზაციებში დასაქმებულ მუშა-მოსამსახუ­რეთა ხელფასს, მათ შორის, შეთავსებით მომუშავეთა ხელფასს (დადგენილი წესის შესაბამისად განსაზ­ღვრული საშტატო განრიგის მიხედვით), შტატგარეშე მუშაკთა ხელფასს;

2. არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესას­წაულო დღეებში და დასვენების დღეებში განკუთვნილ დამატებით საზღაურს;  

3. კუთვნილი შვებულების საზღაურს;

4. კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ წოდებათა საზღაურს;

5. ჰონორარს;

6. ანაზღაურებას შრომის უუნარობისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემია – 01 01 02

პრემია (მ.შ. ჯილდო) მოიცავს ყველა სახის წამა­ხალისებელ ფულად გასაცემელს.

დანამატი – 01 01 03

აღნიშნული მუხლი მოიცავს:

1. დანამატს ნამსახურები წლისათვის, საკლასო ჩინისათვის, მაღალმთიან რეგიონებში და შრომის მავნე პირობებისათვის;

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მოქმედ დანა­მატებს. ასევე დანამატებს უცხო ენის ცოდნისათვის, თუ იგი სავალდებულო არ არის სამსახურებრივი მო­­ვა­­ლეობის შესრულებისას, სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო წოდების დანამატს;

3. დანამატს საიდუმლო საქმის წარმოებისათვის, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობისა და განსაკუთ­რებული სამუშაოს შესრულებისათვის, სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის მინიჭებული კლასისათვის, დაშიფვრაზე მუშაობისათვის;

4. სხვა ქვეყნებთან ერთობლივ სამხედრო და მასთან გათანაბრებულ პროგრამებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და ამ პროგრამებში მონაწილე სხვა კატეგორიის მუშაკებზე გასაცემ დანამატებს.

ყველა სახის დანამატი გაიცემა სათანადო ნორმა­ტიული აქტის საფუძველზე.

დახმარება – 01 01 04

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. დახმარება კუთვნილი შვებულებით სარგებ­ლობისას;

2. სამსახურიდან დათხოვნისას კანონმდებლობით დადგენილი ერთჯერადი ფულადი დახმარება;

3. დახმარება მძიმე სოციალური პირობების წარმო­შობისას.

დამქირავებლიდან ანარიცხები – 01 02 00

აღნიშნული მუხლით აისახება სოციალური გადასა­ხადი დარიცხული შრომის ანაზღაურებაზე.

 სოციალური გადასახადი – 01 02 01    

სოციალური გადასახადის კონკრეტული სახე და ოდე­ნობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით.

მივლინებები – 01 03 00

მივლინების ხარჯებში მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად შედის: მგზავრობის, საცხოვ­რებელი ადგილის, დღიური ნორმის და მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები, აგრეთვე მივლინებული მუშაკის სავალდებულო დაზღვევის ხარჯები და წარმომადგენლობითი ხარჯები (დანამატი დღიურ ნორმაზე). აღნიშნულ მუხლში აისახება მოკლევადიანი და გრძელვადიანი მივლინებების ხარ­ჯები.

ქვეყნის შიგნით – 01 03 01

მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებას­თან დაკავშირებულ ხარჯებს. მათ შორის, სამსახუ­რებრივ მიმოსვლასთან დაკავშირებული ხარჯები, რომ­ლის გაცემის საფუძველს წარმოადგენს სამინის­ტროს/უწყების უფროსის ადმინისტრაციული აქტი.

ამავე მუხლში აისახება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახუ­რეებზე გასაცემი საველე ფული.

ქვეყნის გარეთ – 01 03 02

მოიცავს საქართველოს ფარგლებს გარეთ მივლი­ნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ასევე, ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის პასპორტის ღირებულებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

სხვა საქონელი და მომსახურება – 01 04 00

ოფისის ხარჯები – 01 04 01

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. საკანცელარიო საქონლის, საწერ-სახაზავი ქაღალ­დისა და ანალოგიური მასალების, საბუღალტრო ბლანკებისა და საკანცელარიო წიგნების, ოფისისათვის ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, გაზეთების, ჟურნალების, ბიულეტი­ნების და სხვათა შეძენის და ამავე მიზნებთან დაკავ­შირებული საგამომცემლო-სასტამბო (არაძირითადი საქმიანობის) ხარჯები;

2. საოფისე ტექნიკის, ინვენტარისა და მოწყობი­­ლობების შეძენის და დამონტაჟების ხარჯები;

სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას, ინვენტარსა და მოწყობილობებს მიეკუთვნება ყველა ის მცირეფა­სიანი საგნები, რომელთა საექსპლუატაციო ვადა არ აღემატება ერთ წელს ან/და მისი ღირებულება კი – 150 ლარს. სხვა შემთხვევაში საქონლის და მომსა­ხურების შეძენა აღირიცხება 04 00 00 კოდში;

3. სანიტარიულ-ჰიგიენური საგნების და საჭირო მასალების შეძენის ხარჯები;

4. შენობა-ნაგებობების საიჯარო ქირის, მათი დაცვისა და სახანძრო დაცვის ხარჯები;

5. სტუმრების მიღების ხარჯი (წარმომადგენ­ლობებისათვის მოქმედი ნორმებით);

6. შენობა-ნაგებობების და მოწყობილობების მიმდი­ნარე რემონტის ხარჯები;

7. საქალაქო ტრანსპორტზე ერთიანი სამგზავრო ბილეთების შეძენის ხარჯები.

კომუნალური ხარჯები – 01 04 02

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. ხარჯები კავშირგაბმულობაზე: შიდასაქალაქო, საქალაქთაშორისო და მობილური ტელეფონით, სპეცია­ლური კავშირებით და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით სარგებლობისათვის, ყოველგვარი საფოს­ტო, მათ შორის ამანათების, დეპეშების, რადიოგრამების, ფულადი და სხვა სახის გზავნილების ხარჯები, აგრეთვე ხარჯები რადიოთი, ფაქსით და ინტერნეტით სარგებ­ლობისათვის, კავშირგაბმულობის არხების იჯარით სარ­გებლობისათვის;

2. ხარჯები ელექტროენერგიაზე, წყალზე, გათბობაზე, ბუნებრივ და თხევად აირზე, მასთან დაკავშირებით გაყვანილობებისა და დანადგარების შენახვაზე და მათ მიმდინარე შეკეთებაზე, კანალიზაციასა და ასინიზაციაზე, გათბობის მიზნით საწვავისა და სხვა ნედლეულის შეძენის ხარჯები;

3. ხარჯები შენობება-ნაგებობების და მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-დასუფთავებაზე, ამასთანავე, შენობების პასპორტიზაციის და ძირითადი საშუალებების ტექნიკურ ინვენტარიზაციაზე გასაწევი ხარჯები;

4. ხარჯები სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავ­შირებული ბინით სარგებლობისათვის, აგრეთვე კომუნალურ მომსახურებაზე დაწესებული შეღავათების გადასახადები კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ნორმების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხები გაიცემა ფულადი კომპენსაციის სახით, იგი აღირიცხება 03 02 03;

5. რეცხვის, ქიმწმენდის და აბანოს ხარჯები.

კვების ხარჯები 01 04 03

აღნიშნული მუხლით გაიცემა კვების ხარჯები:

1. ბაგა-ბაღებში, საბავშვო სახლებში და საგანმანათ­ლებლო დაწესებულებებში;

2. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, წინას­წარი დაკავების იზოლატორებში და სამედიცინო დაწესებულებებში;

3. შრომის მავნე პირობებში სამუშაოებისათვის, მაღალმთიან და ძნელადმისადგომ ადგილებში მომუშა­ვეთა სპეციალურ კვებაზე მყოფთა ხარჯები;

4. დონორების კვების ხარჯები;

5. სპორტული შეკრებებისა და შეჯიბრებების მონაწილეთა კვების ხარჯები;

6. სამხედრო მოსამსახურეთა და პოლიციის მუშაკთა კვების ხარჯები;

7. სამსახურებრივი ძაღლებისა, ცხენების და საცდე­ლი ცხოველების კვების ხარჯები;

8. სამზარეულოს მცირეფასიანი ინვენტარის შეძენის ხარჯები;

9. კვების ფულადი კომპენსაცია აღირიცხება    03 02 03 კოდით – ტრანსფერები საოჯახო მეურნეობებს.

სამედიცინო ხარჯები – 01 04 04

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. მედიკამენტების, აგრეთვე სამკურნალო მინერა­ლური წყლების, ვიტამინების, ვაქცინის, შრატის, ჟან­გბადის, სადეზინფექციო საშუალებების და ანალოგიური სახის საქონლის შეძენის ხარჯები;

2. ლაბორატორია/კაბინეტისათვის სამედიცინო დანიშნულების მასალების შეძენის ხარჯები;

3. სისხლისა და პლაზმის შეძენის ხარჯები;

4. მცირეფასიანი სამედიცინო ინსტრუმენტების შეძენის ხარჯები;.

5. ოპტიკური საშუალებების შეძენის ხარჯები;

6. მკურნალობის ხარჯები;

7. დეზინფექცია-დერატიზაციის ხარჯები.

რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯე­ბი – 01 04 05

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თეთრეულის შეძენის და შენახვის ხარჯები;

2. სამხედრო მოსამსახურეთა უნიფიცირებული ფორ­მის, სპორტული უნიფორმის და შესაბამისი სპეციალური აღჭურვილობის შეძენის და შენახვის ხარჯები;

3. ლეიბის, საბნის, ბალიშის, ლოგინის თეთ­რეულის, ხალიჩის, ფარდაგის, გზამკვლევი საფენის, ფარ­დების და სხვა ანალოგიური საქონლის შეძენის, შეკერვის და გადაკეთების ხარჯები;

4. პირადი ჰიგიენის საგნების შეძენის ხარჯები;

5. რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის ფუ­­ლა­დი კომპენსაცია აღირიცხება 03 03 03 კო­დით – ტრანსფერები საოჯახო მეურნეობებს.

ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები – 01 04 06

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის და შენახვის, მათი საწვავ-საპოხი მასალების შეძენის, მიმდინარე რემონტის, სათადარიგო ნაწილების და მცირეფასიანი ინსტრუმენტების და ხელსაწყოების შეძე­ნის ხარჯები;

საბიუჯეტო ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ტრანსპორტის მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ 01 01 01 კოდით;

2. ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვის და გადაყვანის) ხარჯები.

სხვა ხარჯები – 01 04 08

აღნიშნული მუხლით გაიცემა:

1. სახელშეკრულებო წესით შესრულებული სამუ­შაოების ხარჯები (რომელიც არ არის გათვალის­წინებული სხვა მუხლებში);

2. სასწავლო ხარჯები, მათ შორის: სასწავლო მიზნით საჭირო ნივთების და მასალების, სასწავლო-მე­თოდური ლიტერატურისა და სასწავლო პროგრამე­ბის საგამომცემლო და სასტამბო, ბლანკების, მოწ­მობების, დიპლომების, სასკოლო ჟურნალების, სტუდენ­ტთა ბილეთების, ჩათვლის წიგნაკების და სხვა სასწავ­ლო დოკუმენტების შეძენის ხარჯები;

3. მისაღები გამოცდების საორგანიზაციო ხარჯები;

4. სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები;

5. სამეცნიერო ხარჯები, მათ შორის: საცდელი მაკეტებისა და ლაბორატორიული სტენდების, რეაქტი­ვების, ქიმიკატების, ქაღალდის, ჭურჭლის, მედიკამენ­ტების და სამეცნიერო მიზნით სხვა საქონლის შეძენის ხარჯები; აგრეთვე დისერტაციის დაცვის, სამეცნიერო შრომების და გრიფირებული სახელმძღვანე­ლოების გამოცემის, რუკების, სქემების, დიაგრამების, ესკიზების, მაკეტების და სხვა მცირეფასიანი სწრაფცვე­თა­დი სამეცნიერო ხასიათის საგნების შეძენის ხარჯები;

6. სესიების, კონფერენციების, ყრილობების, სემინა­რების ორგანიზაციისა და ექსპედიციების ხარჯები;

7. ბიბლიოთეკებისათვის წიგნების შეძენის და რესტავრაციის ხარჯები;

8. გამოფენის მოსაწყობი ხარჯები;

9. სარესტავრაციო და საკონსერვაციო ხარჯები;

10. ორდენების, სიგელების, სუვენირების, მედლების და სხვა ფასიანი საჩუქრების შეძენისა და გაცემის ხარჯები;

11. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯები;

12. ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები;

13. აღლუმებში, სასწავლო წვრთვნებსა და მანევ­რებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და სხვათა ხარჯები;

14. ექსპერტიზისა და ბადრაგირების ხარჯები;

15. ტენდერის ხარჯები;

16. სამსახურებრივი დანიშნულების და სასწავლო-სამეცნიერო მიზნით ცხოველების შეძენისა და შენახვის ხარჯები, გარდა კვებისა;

17. „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯები;

18. სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ჩატა­რების ხარჯები;

19. სამედიცინო შემოწმების ხარჯები, რომლის საფუძ­ველია კანონი ან კანონქვემდებარე აქტი;

20. მიწის და სხვა ქონების საიჯარო ქირა (საფასური);

21. ინფორმატიკული პროგრამების შეძენის ხარჯე­ბი;

22. რეკლამის ხარჯები;

23. სტანდარტიზაციასთან და სერტიფიკაციასთან დაკავშირებული ხარჯები;

24. ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ხარჯები;

25. საგასტროლო ხარჯები;

26. საველე პირობებში შესრულებული სამუშაოე­ბის ხარჯები;

27. სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ხარჯები (მონუმენტების, ბიუსტების და სხვა ანალოგიური ხარჯები). აგრეთვე ძეგლებისა და მემორიალების დადგმისა და შენახვის ხარჯები;

28. ბანკის მომსახურების ხარჯები;

29. დიპლომატიური დაწესებულებების შენახვის და ატაშატის ხარჯები;

30. კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა სა­ხის (გარდა საშემოსავლო და სოციალური გადასახა­დებისა) გადასახადები, გადასახდელები, საურავები და ჯარიმები.

პროცენტის გადახდა – 02 00 00

პროცენტის ქვეშ იგულისხმება გადასახდელები სესხებით სარგებლობისათვის, რომელიც კლასიფიცირ­დება როგორც დაფინანსება. აღნიშნული გადასახდელები განსხვავდებიან ვალის ძირითადი თანხის დაფარვისაგან (ვალის ამორტიზაციისაგან).   

ეროვნული მთავრობის სხვა დონეებს – 02 01 00

ქვეყნის შიგნით-ეროვნულ ბანკს – 02 02 00

ქვეყნის შიგნით-სხვა ორგანიზაციებს – 02 03 00

ქვეყნის გარეთ-ფინანსურ ორგანიზაციებს – 02 04 00

ქვეყნის გარეთ-მთავრობებს – 02 05 00

ქვეყნის გარეთ-სხვა ორგანიზაციებს – 02 06 00

სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერტები – 03 00 00

აღნიშნული კატეგორიის ხარჯები მოიცავს: მიმდი­ნარე მიზნებისათვის სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემულ დახმარებას (სუბსიდიები; სუბსიდიაში შესაძლებელია ასახულ იქნეს ფულადი ან ნატურალური სახით გაცემული დახმარება) და სათანადო წესით უსასყიდლოდ გაცემულ დახმარე­ბებს საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, საოჯახო მეურნეო­ბებზე და მმართველობის სხვა დონეებზე (მიმდინარე ტრანსფერტები).   

სუბსიდიები – 03 01 00

საბიუჯეტო ორგანიზაციებს – 03 01 01

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბსიდიები საბიუ­ჯეტო ორგანიზაციებზე (საქვეუწყებო და ტერიტო­რიული ორგანოების ჩათვლით).

ფინანსურ ორგანიზაციებს – 03 01 02

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბსიდიები ფინანსურ ორგანიზაციებზე.

ფინანსურ ორგანიზაციებში იგულისხმება ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც თავის თავზე იღებს ფინანსურ ვალდებულებებს და იძენს ფინანსურ აქტი­ვებს, აგრეთვე ასრულებს ფულად-საკრედიტო რეგუ­ლირების ორგანოების ფუნქციებს.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – 03 01 03

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბსიდიები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

სხვა საწარმოებს და ორგანიზაციებს – 03 01 04

აღნიშნული მუხლით გაიცემა სუბსიდიები იმ საწარმოებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც მითითებული არ არიან სხვა მუხლებში (მ.შ. სახელ­მწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირები).

მიმდინარე ტრანსფერტები ქვეყნის შიგნით –    03 02 00

აღნიშნული კოდით კლასიფიცირდება გაცემული დახმარებები საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, საოჯახო მეურნეობებზე და მმართველობის სხვა დონეებზე.

მიმდინარე ტრანსფერები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

კაპიტალური დანიშნულებით გაცემული ტრანსფერ­ტები კლასიფიცირდება 07 00 00 კოდით.

სხვა დონეების სახელმწიფო მმართველობით ორგანოებს – 03 02 01

იგი მოიცავს მმართველობის სხვა დონეებზე დაუბრუნებლად გადაცემულ მიმდინარე ტრანსფერტებს.

 

არაკომერციულ ორგანიზაციებს – 03 02 02

აღნიშნული კოდით გაიცემა მიმდინარე ტრანსფერ­ტები სოციალური სფეროს ორგანიზაციებზე, მათ შო­რის სკოლებზე, სამეცნიერო საზოგადოებებზე, ასოცია­­ციებზე, სპორტულ კლუბებზე, საავადმყოფოებზე და ა.შ., რომელთაც არა აქვთ საწარმოს სტატუსი.

საოჯახო მეურნეობებს (სტიპენდიები, სოციალური დახმარებები, სამხედრო მოსამსახურეთა კვების კომპენსაცია და სხვა) – 03 02 03

აღნიშნული კოდით კლასიფიცირდება:

1. სტუდენტთა, მოსწავლეთა, ასპირანტთა, დოქტო­რანტთა სტიპენდიები გაცემული სასტიპენდიო ფონდიდან;

2. ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირ­თა-დევნილთა, დაჭრილთა, დაღუპულთა ოჯახების დახმარებები, მათ შორის საფლავის მოწყობის ხარ­ჯები;

3. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა კატეგორიების მუშაკთა კვების ფულადი კომპენსაცია გაცემული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

4. სოციალურად დაუცველი, უმწეო მდგომარეობაში და სხვა კატეგორიის პირთა დახმარებები ფინანსური ან ნატურალური ფორმით ნორმატიული აქტით დადგენილი წესისა და ნორმის მიხედვით;

5. სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების ვეტერანებზე, მათი ოჯახის წევრებზე დადგენილი წესით გასაცემი შეღავათები;

6. ომის ვეტერანებისათვის კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი შეღავათების ანაზღაურების ხარჯები;

7. საზოგადო მოღვაწეთა და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა გადმოსვენებისა და საფლავის მოწყობის ხარჯები;

8. ერთჯერადი დახმარება სამსახურებრივი მოვალეო­ბის შესრულებისას გარდაცვალების ან დასახიჩრების შემთხვევაში;

9. სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაცია;

10. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისა და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი ჯილდოები;

11. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები;

12. განსაკუთრებული დამსახურებისათვის, მათ შორის სხვადასხვა კონკურსებში (ოლიმპიადები, კონფერენციები და ა.შ.) წარმატებას მიღწეულ პირთა ფულადი ჯილდოები, რომლებიც გაიცემა სათანადო ნორმატიუ­ლი აქტების საფუძველზე.

 

მიმდინარე ტრანსფერები ქვეყნის გარეთ – 03 03 00

სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზა­ციებს – 03 03 01

აღნიშნულ კოდს მიეკუთვნება სხვა ქვეყნის ორ­განოებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გადა­ცემული ტრანსფერები, მათ შორის თანამშრომ­ლობისა და გაწევრიანების საწევრო ანარიცხები. ამ კოდით შესაძლებელია გაცემულ იქნეს მიმდინარე ტრანფერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფიზიკურ პირებზე.

IV. კაპიტალური ხარჯები

კაპიტალურ ხარჯებში იგულიხმება ის გადახდები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატე­გიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა.

ამასთანავე, კაპიტალური ხარჯები მოიცავს სახელ­მწიფოს მიერ გაცემულ კაპიტალურ ტრანსფერ­ტებსაც.

ძირითადი კაპიტალის შეძენა – 04 00 00

აღნიშნული მუხლით ფინანსირდება ხარჯები იმ საქონელზე, რომლის საექსპლუატაციო ვადაც აღემატე­ბა 1 წელს და რომელთა ღირებულებაც აღემატება 150 ლარს.

მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძე­ნა – 04 01 00

აღნიშნულ კოდს მიეკუთვნება იმ მანქანა-დანადგა­რების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა.

 

შენობა-ნაგებობების შეძენა, მშენებლობა და რე­კონსტრუქცია – 04 02 00

აღნიშნული კოდი მოიცავს ძირითადი საქმიანო­ბისათვის შენობა-ნაგებობების შეძენის (მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიუ­რი წარმომადგენლობებისათვის) და რეკონსტრუქციის ხარჯებს; ასევე, ახალი ობიექტების მშენებლობის (რო­მელ­ზედაც არსებობს მოქმედი წესის შესაბამისად გაფორ­მებული და დამტკიცებული სათანადო ტექნიკური დოკუმენტაცია) ხარჯებს; ასევე, იმ მიწის ფართის ღი­რე­ბულებას, რომელიც დაკავებულია შენობის მიერ.    შენობა-ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიის (გზები) მოწყობის ხარჯებს.

მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების და შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება –    04 03 00

კაპიტალური შეკეთება მოიცავს ძირითადი ფონდების, მათ შორის შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და მანქანა-დანადგარების აღდგენის ღირებულების ხარჯებს.

მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენა –  05 00 00

მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენის ხარჯებს განეკუთვნება საგანგებო რეზერვებისა და სასაქონლო მარაგების შეძენის ხარჯები, რომელსაც ქვეყნისათვის აქვს სტრატეგიული და სოციალური მნიშვნელობა.

მიწისა და არამატერიალური აქტივების შეძე­­­ნა – 06 00 00 

მიწის შეძენა – 06 01 00

აღნიშნულ კოდს მიეკუთვნება ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია მიწის, ტყის, შიგა წყლების და სასარ­გებლო წიაღირსეულის შეძენასთან, მაგრამ არა სამშე­ნებ­ლო ობიექტების შეძენასთან, რომელიც განთავსებუ­ლია ამ მიწებზე.

თუ შენობის ფასი აღემატება მის მიერ დაკავებული ფართის ღირებულებას, მიწის აღნიშნული ნაწილის ფასი აღირიცხება 04 02 00 კოდში.

არამატერიალური აქტივების შეძენა – 06 02 00

არამატერიალური აქტივების შეძენას მიეკუთვნება ისეთი აქტივების შეძენა, რომლებიც არ ითვალისწინებს შესაბამისი ვალდებულებების არსებობას და აქედან გამომდინარე არ წარმოშობს ფინანსურ მოთხოვნებს მეო­რე მხარესთან. მათ შორის სახელმწიფო მნიშვნელო­ბის კულტურულ ფასეულობათა შეძენას.

კაპიტალური ტრანსფერტი – 07 00 00

ხარჯების აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება მმართველობის ორგანოების მიერ უსასყიდლოდ გაცემული სახსრები, რომლებიც არ გულისხმობს ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას და დაფარვას, და რომელიც მიიმართება კაპიტალური აქტივების შესაძენად, ასევე ხარჯები რომლებიც დაკავშირებულია მიმღების ძირითადი კაპიტალის დაზიანებასთან, განადგუ­რებასთან (ლიკვიდაციასთან) ან კაპიტალის გაზ­რდასთან.

კაპიტალურ ტრანსფერტს მიეკუთვნება გაცემული ტრან­სფერტი ხიდების, გზების, საავადმყოფოების, სკოლების და სხვა შენობების მშენებლობის დასაფინან­სებლად.

აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება აგრეთვე სახსრები გადაცემული წარმოებებზე დანაკარგების დასაფარავად, რომლებიც წლების მანძილზე იყო კონსერვირებული განსაკუთრებული მოვლენების გამო.

კაპიტალურ ტრანსფერტად ითვლება სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა, რომელიც ატარებს ერთჯერად და არარეგულარულ ხასიათს, როგორც მიმღებისათვის, ასევე გამცემისათვის.

კაპიტალური ტრანსფერტს შეიძლება ჰქონდეს როგორც ფულადი ასევე ნატურალური ფორმა.

კაპიტალური ტრანსფერტი ქვეყნის შიგნით –   07 01 00

აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება კაპიტალური ტრანსფერტები, გაცემული სახელმწიფო ორგანოების მიერ სხვა დონეების მმართველობის ორგანოებზე, ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციებზე, საოჯახო მეურნეობებზე.

სხვა დონეების სახელმწიფო მმართველობის ორგანებს – 07 01 01

არაფინანსურ სახელმწიფო ორგანიზაციებს –   07 01 02

ფინანსურ ორგანიზაციებზე – 07 01 03

სხვა კაპიტალური ტრანსფერტები, გაცემული ქვეყნის შიგნით – 07 01 04

კაპიტალური ტრანსფერი ქვეყნის გარეთ – 07 02 00

აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება კაპიტალური ტრანსფერები გაცემული სხვა ქვეყნების სახელმწიფო მმართველობის ორგანოებზე, მის ეკონომიკურ ერთეუ­ლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე.

მმართველობის საგარეო ორგანოებს და საერთაშო­რისო ორგანიზაციებს – 07 02 01

V. დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით

 

ამ კატეგორიაში აისახება სახელმწიფოს მიერ შიდა და საგარეო დაკრედიტება დაფარვისა და ფინანსური აქტივების რეალიზაციის გამოკლებით, ასევე, აქ აღირიცხება მიღებული კრედიტებიდან გაწეული ხარ­ჯები, საგარეო და საშინაო ვალის ძირითადი თანხის დაფარვის ხარჯები.

შიდა დაკრედიტება – 08 00 00

ეს კატეგორია მოიცავს სხვა დონის ბიუჯეტებზე, ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციებზე საბიუ­ჯეტო კრედიტის გაცემას ფულად ან ნატურალურ ფორ­­მაში, ასევე იურიდიული პირის კაპიტალში წილის/ფასიანი ქაღალდების შეძენას.

საბიუჯეტო კრედიტი ეს არის საბიუჯეტო ხარ­ჯების დაფინანსების ფორმა, რომელიც ითვალისწინებს სახსრების გადაცემას სხვა დონის ბიუჯეტებზე, ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციებზე, უსასყიდ­ლოდ ან სარგებლით უკან დაბრუნების პირობით. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ იმ ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციათა ვადაგადაცილებულ სესხებზე ძირითადი თანხების გადახდა, სადაც სახელ­მწიფო გარანტად გამოდის, ჩაითვლება დაკრედიტებად, ვინაიდან ამ შემთხვევაში ამ საწარმოს მიმართ სახელ­მწიფოს წარმოეშვება გადახდილი თანხის ეკვივალენ­ტური მოთხოვნა, ანუ საწარმოს მიერ გარანტიის ამოქმედების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის დაფარვა სახელმწიფო დაკრედიტების დაფარვას ნიშნავს.

სხვა დონეების სახელმწიფო მმართველობით ორგანოებს – 08 01 00     

აქციების შეძენა არაფინანსურ სახელმწიფო საწარმოებში – 08 02 00

კრედიტი არაფინანსურ სახელმწიფო საწარმოებს–08 03 00

აქციების შეძენა ფინანსურ დაწესებულებებში – 08 04 00

კრედიტი ფინანსურ დაწესებულებებს – 08 05 00

სხვა შიდა დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით – 08 06 00

საგარეო დაკრედიტება – 09 00 00

ეს კატეგორია მოიცავს სახელმწიფო კრედიტების გაცემას სხვა ქვეყნებზე, მათ იურიდიულ პირებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან კრედიტის გამცემი ქვეყნის რეზიდენტები.

ასევე, საგარეო დაკრედიტება მოიცავს კრედიტის გამცემი არარეზიდენტი პირების კაპიტალში წილის და ფასიანი ქაღალდების შეძენის ხარჯებს.  

მმართველობით ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – 09 01 00

სხვა საგარეო დაკრედიტება დაფარვის გამოკლე­ბით – 09 03 00