,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.119.016506
14
27/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
010250040.35.119.016506
,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. ხონი

 

,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 18 იანვრის  №35 დადგენილებაში (www.macne.gov.ge  სარეგიტრციო კოდი:  010250040.35.119.016339; 24/01/2018წ)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახური;

გ) სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის   სამსახური;

დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ე) ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახური;

ვ) ზედამხედველობის სამსახური;

ზ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური;

თ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მერის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1.ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტალური, ანალიტიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირება, ადამიანური რესურსების მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის  ოფიციალური  ღონისძიებების  დაგეგმვა და  ორგანიზება, საქართველოს  კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული  უფლებამოსილებების  განხორცილება.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულება, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი,მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენება და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულებისათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და მერიის დაქვემდებარებაში არსებული სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კანონმდებლობით მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ზედამხედველობა.

3. ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მუნიციპალიტეტის ქონების აღწერა და მართვა, სოფლის მეურნეობის დარგის კურირება.

4. სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია; მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა,  შიდა  ტრანსპორტის  რეგულირების  შესახებ  წინადადებების  მომზადება.

5. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ხონის მუნიციპალიტეტში მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა  საპროექტო-ნორმატიულდასახელმძღვანელო დოკუმენტებთან, სამშენებლო საქმიანობისდადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივიადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა. კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესაბამისად. ზემოხსენებულ საკითხებზე მერისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების  აღსრულება.

6. შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთლეობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ასევე ხონის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა და ვეტერანთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამების- პროექტების შემუშავება და საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამების განხორციელება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარება;

7. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

8. შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური  ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერება,  მიზნობრიობის  დაცვა და  ეფექტიანობის  გაზრდა.“.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე