დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016508 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 010250020.35.119.016392, 13/03/2019) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პროგრამის I თავის პირველი მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;“. 2. პროგრამის I თავის პირველი მუხლის „ო“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;“ 3. პროგრამის I თავის პირველი მუხლის „ღ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ცენტრების ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა;“ 4. პროგრამის I თავის პირველი მუხლის „ღ1“ პუნქტი ამოღებულ იქნას. 5. პროგრამის II თავის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა“ 6. პროგრამის II თავის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბენეფიციარის ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“ 7. პროგრამის II თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების (შემდომში-ბენეფიციარები) ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე მათ შორის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ვალის აღიარების შესახებ შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოდგენილი (გარდა მასაჟისა, პლასტიკურ/ესთეტიკური ქირურგიის, სამკურნალო-კურორტული და სტომატოლოგიური მომსახურება, ლოგოპედის მომსახურება, მშობიარობა, საკეისრო კვეთა) .“. 8. პროგრამის II თავის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებლობიდან გამომდინარე ონკოლოგიური მიმართულებით ყველა სახის სამედიცინო და მედიკამენტოზური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება კალენდარული წლის განმავლობაში განისაზღვროს 1200 (ათას ორასი) ლარით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ვალის აღიარების შესახებ შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოდგენილი.” 9. პროგრამის II თავის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – სამედიცინო ფორმა NIV-100/ა;“ 10. პროგრამის II თავის მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა“. 11. პროგრამის II თავის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებულ პირზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“ 12. პროგრამის II თავის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.“ 13. პროგრამის II თავის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნას ,,ე“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები. 14. პროგრამის II თავის 24-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ცენტრების ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა;“. 15. პროგრამის II თავის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ცენტრების ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვროს თვეში თითოეულზე არაუმეტეს 1000(ათასი) ლარით.“. 16. პროგრამის II თავის 241 მუხლი ამოღებულ იქნას. 17. პროგრამის II თავის 25-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 15 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა“ 18. პროგრამის II თავის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამით სარგებლობისთვის განმცხადებელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღები (ბენეფიციარის) დაბადების მოწმობის ასლი, დევნილობის შემთხვევაში- დევნილის მოწმობის ასლი; დ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-სამედიცინო ფორმა NIV-100/ა; ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) შესაბამისი დაწესებულებიდან, რომლის განახლება უნდა მოხდეს ყოველთვიურად.“. 19. პროგრამის II თავის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იძულებით გადაადგილებული პირი, რომლის ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილია ხონის მუნიციპალიტეტი;“. 20. პროგრამის III თავის 31-ე მუხლიდან ამოღებულ იქნას მე-2 და მე-5 პუნქტები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები