დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საბაჟო დეპარტამენტის ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 25/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.007.313 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.007.313
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №287
2005 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) ტერიტორიულ ორგანოებს (საბაჟო ორგანოებს) და მათ სტრუქტურაში არსებულ საბაჟო გაფორმების განყოფილებებს განესაზღვროთ შემდეგი სამოქმედო ტერიტორიები:
ა) რეგიონალურ საბაჟოს „აღმოსავლეთი“ – ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის, წალკის, საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთის, თიანეთის, ახალგორის, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის, თიანეთის, ყორნისის, ჯავის, ცხინვალის, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონები;
ბ) რეგიონალურ საბაჟოს „დასავლეთი“ – ქ. ბათუმი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, ქედის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, წყალტუბოს, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ტყიბულის, ხონის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ზუგდიდის, ჩხორუწყუს, წალენჯიხის და მესტიის რაიონები.“.
2. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო ორგანოებს საბაჟო გაფორმების ადგილებად განესაზღვროთ:
ა) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. №14; ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38; ქ. გურჯაანი, ნონეშვილის ქ. №1; ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1; მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა; ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი;
ბ) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. თბილისის აეროპორტი;
გ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ საბაჟო გაფორმების ბათუმის განყოფილებას – ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია, შპს „ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია;
დ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ საბაჟო გაფორმების ქუთაისის განყოფილებას – წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი“;
ე) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტის“ საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №60;
ვ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორტის“ საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. ფოთი, ხობის ქ. №7.“.
3. ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-7 პუნქტი.
4. ბრძანების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საბაჟო გაფორმების დროდ განისაზღვროს 9 საათიდან 18 საათამდე, თუ ამ ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო გაფორმება შეიძლება განხორციელდეს საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროსაც.“.
5. ამოღებულ იქნეს ბრძანების 81 პუნქტი.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები