ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016527
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
25/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
190040000.35.138.016527
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2023 - 27/06/2024)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ.ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24- მუხლის მე-2 პუნქტის, 61- მუხლის მე-2 პუნქტისა დანორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის პირველი პუნქტის’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდესახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდესახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №48 დადგენილება.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



დანართი

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

 


ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.


მუხლი 1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო სადიაგნოსტიკო გამოკვლევების (მათ შორის ექიმის კონსულტაცია) დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში) ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსაუხრების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების / ანაზღაურების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში).

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (ბენეფიციარი) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთაერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

ბ.ზ) მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის შემთხვევაში, მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.


მუხლი 2. მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება/ანაზღაურება, როდესაც მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 4000 ლარამდეა, განისაზღვროს შემდეგი პირობებით:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 (ორიათასხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1100 (ერთიათასასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, როდესაც მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 4000 ლარი და მეტია, განისაზღვროს შემდეგი პირობებით:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-ს, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 100%-ით:

ა.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 3000 ლარისა;

ა.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 3500 ლარისა;

ა.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 4000 ლარისა;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 75 001-დან 150 000-ს ფარგლებშია, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 70%-მდე:

ბ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1700 ლარისა;

ბ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2200 ლარისა;

ბ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2700 ლარისა;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 001-დან 200 000-ს ფარგლებშია, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 60%-მდე:

გ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1600 ლარისა;

გ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2100 ლარისა;

გ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2600 ლარისა;

დ) პირები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ან აღნიშნულ ბაზაში მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000-ს, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 50%-მდე:

დ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1500 ლარისა;

დ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2000 ლარისა;

დ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2500 ლარისა;

3.         მოქალაქეს, რომელმაც, მიმდინარე წელს, ისარგებლა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ესაჭიროება დამატებითი ქირურგიული ჩარევა, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება აღნიშნული მომსახურება შემდეგი ოდენობით:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს - მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-ით, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს - მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს - მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

4. ამ მუხლის, პირველი პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გადახდილი საფასურის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ სასწრაფო/გადაუდებელი ან სასწრაფო/დაყოვნებული ტიპის სამედიცინო მომსახურება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას, არჩეული ექიმის/სამედიცინო პერსონალის მომსახურების საფასური (ჰონორარი; VIP პალატა), დაფინანსებას არ ექვემდებარება.

6. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში), ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსაუხრების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების / ანაზღაურების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

თ) გადახდილი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში, წარმოსადგენ დოკუმენტებს დაემატოს: მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის შემთხვევაში, მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ი) გადახდილი სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურების შემთხვევაში, ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა;

8. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).


მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ავთვისებიანი სიმსივნის/ავთვისებიანი დაუზუსტებელი სიმსივნის დაავადების მქონე, მოსახლეობას დაუფინანსდება სამედიცინო გამოკვლევები, მედიკამენტები, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარული/ამბულატორიული მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2200 (ორიათასორასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობოის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში), ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსაუხრების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი/ჩატარებული სტაციონარული/დღის სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების გამო ჩატარებული მკურნალობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო     მომსახურება  მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და ესაჭიროება თვალზე/თვალებზე ინექცია ინტრავიტრეალურ სივრცეში, დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ - ფაქტურა/ინვოისი, არსებობოის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში), ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსაუხრების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების/ ანაზღაურების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (ბენეფიციარი) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ.ზ) მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის შემთხვევაში, მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.


მუხლი 5. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების ვეტერანებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირის სტატუსი;

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ბრძოლების ვეტერანებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირის სტატუსი;

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა 100%-ით, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობოის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

4. ანგარიშსწორება განხორციელდეს ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 6. ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, შემდეგი ოდენობით:

ა) ქრონიკული დაავადების (ეპილეფსია, ფსიქიკური დარღვევები, ცერებრალური დამბლა, გლაუკომა, გაფანტული სკლეროზი) მქონე პირს, დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

ბ) ქრონიკული დაავადების (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, დაავადებები გულის რიტმის დარღვევით) მქონე პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 200 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 250 (ორასორმოცდაათი) ლარისა.

2. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა).

ე) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობოის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

3. ანგარიშსწორება განხორციელდება ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 7. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

1. მუხლი მოიცავს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ძირითადი დიაგნოზის დადგენიდან 12 წლის ასაკის ჩათვლით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხების მქონე ბავშვები, რომელთაც აქვთ ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა) სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ კატეგორიას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო პროცედურები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მშობელი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

დ) მოსარგებლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა-სადაც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი);

ვ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია;

თ) ცნობა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, თუ რა სახის მომსახურების სერვისებით სარგებლობს ბენეფიციარი სახელმწიფო რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში (საჭიროების შემთხვევაში).

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 8. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის

1. 2024 წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/დროებით რეგისტრაციის მქონე ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია/დროებით რეგისტრაციის მქონეა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ახალშობილისთვის – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი;

ბ) მეორე ახალშობილისთვის – 300 (სამასი) ლარი;

გ) მესამე ახალშობილისთვის – 350 (სამასორმოცდაათი) ლარი;

დ) მეოთხე ახალშობილისთვის – 400 (ოთხასი) ლარი;

ე) მეხუთე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის, წინა ახალშობილისთვის დახმარებით გათვალისწინებულ თანხის ოდენობას დაემატოს 150 (ასორმოცდაათი) ლარი.

3. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა ერთჯერადად შემდეგი ოდენობით:

ა) თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 650 (ექვსასორმოცდაათი ლარი;

ბ) თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარი;

გ) თუ ტყუპები მესამე და მეოთხე, ან მომდევნო შვილები არიან – 850 (რვაასორმოცდაათი) ლარი;

დ) სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 1550 (ერთიათასხუთასორმოცდაათი) ლარი;

4. თუ ოჯახს დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ახალშობილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე, მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

6. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

8. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ 2023 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში, მაგრამ არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად ან არ მიუღიათ.

9. თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ უსარგებლია ამავე ტიპის დახმარებით სხვა მუნიციპალიტეტიდან.


მუხლი 9. 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების / ჰიგიენური მოვლის საშუალებების დაფინანსება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამასთან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 65 000-ის ჩათლით და ახალშობილი საჭიროებს ხელოვნური კვების პროდუქტებით / ჰიგიენური მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფას. აღნიშნული მომსახურების ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადში არაუმეტეს სამ თვეს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დაფინანსება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დახმარებას ვერ მიიღებენ ოჯახები, რომლებიც უკვე სარგებლობენ სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“-ის მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაცემული კვების ვაუჩერით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლის/მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის/ბავშვების რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“-ის მიერ გაცემული წერილი/ცნობა, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს, რომ მცირეწლოვანი საჭიროებს „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“-ში ჩართვას, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას ან არ უსარგებლია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამით;

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ბავშვის ოჯახის შესახებ;

ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომლითაც შესაძლენბელია დადასტურდეს ხელოვნური კვების საჭიროება ან წონის დეფიციტი არასაკმარისი კვების გამო;

თ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების/ჰიგიენური მოვლის საშუალებების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი/ასლი, ფარმაცევტული დაწესებულებიდან;

ი) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 10. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება

1. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარებით ისარგებლებენ 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები (ამ მუხლის მიზნებისათვის მრავალშვილიან ოჯახს განეკუთვნება 0-დან 18 წლამდე 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და გერი), რომელთა ერთ-ერთი მშობელი და ყველა არასრულწლოვანი შვილი/გერი რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული სოციალური დახმარების ოდენობა განისაზღვრება მრავალშვილიანი ოჯახისთვის, რომელსაც ჰყავს ოთხი შვილი – 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში აღნიშნული დახმარება გაიზრდება 100 (ასი) ლარით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების/მშობლის პირადობის  ასლი;

გ) ყველა ბავშვის/არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან არასრულწლოვანის ოჯახის შესახებ;

ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების   ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 11. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობა/ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობა/ასლი (ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);

ე) დევნილის მოწმობა/ასლი (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ  საბანკო ანგარიშზე.

4. აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ დევნილი ან ვეტერანი გარდაცვლილია 2023 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში და სარიტუალო მომსახურების თანხა ოჯახს ჯერ არ მიუღია.


მუხლი 12. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდეს უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფა.

2. თითოეული უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარი.

3. უპატრონო მიცვალებულად ჩაითვალოს მიცვალებული, რომელიც ცხოვრობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომელსაც გარდაცვალების შემდეგ არ დარჩა ოჯახის წევრი, ნათესავი ან სხვა დაინტერესებული (დამკრძალავი) პირი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება.

4. ინფორმაციის მოწოდება, უპატრონო მიცვალებულის შესახებ, დაევალოს შესამაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.


მუხლი 13. სოციალური დახმარება მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებისთვის ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: დაზარალებული, მისი ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი დაზარალებული ოჯახის შესახებ.

3. ყოველთვიურად თანხის გადარიცხვა განხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბენეფიციარებისათვის კუთვნილი სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებით სარგებლკობისათვის აუცილებელია ოჯახის ერთ ერთი წევრი მაინც რეგისტრირებული იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლე პირის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისიწინებულ ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანები:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 311);

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 312);

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 211);

დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 212);

ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები, რომლებსაც ომამდე ჰქონდათ მინიჭებული მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების სტატუსი (კოდი: 300);

ვ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანები, რომლებსაც ომამდე ქონდათ მინიჭებული მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი (კოდი: 200).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები ყოველთვიურად მიიღებენ 90 (ოთხმოცდაათი) ლარს, კომუნალური და ყოფითი ხარჯების დასაფარად, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები/შშმ პირები ყოველთვიურად მიიღებენ 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარს, კომუნალური და ყოფითი ხარჯების დასაფარად, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 200 (ორასი) ლარს.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა ან ვეტერანთა, რომლებსაც ომამდე ჰქონდათ მინიჭებული შშმ პირის სტატუსი, მონაცემების შესახებ;

ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის მოწმობის ასლი;

დ)   შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვეტერანი,  რომელსაც ომამდე ჰქონდა მინიჭებული შშმ პირის სტატუსი);

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, ვეტერანი, რომელსაც ომამდე ჰქონდა მინიჭებული შშმ პირის სტატუსი);

ვ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ვეტერანის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 15. ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები (კოდი: 501; 502) მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით 14 აგვისტოს (აფხაზეთის ომის დაწყება) დღესთან დაკავშირებით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა მონაცემების შესახებ;

ბ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) მოსარგებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 16.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მონაცემების შესახებ.

ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ვეტერანის პირად საბანკო ანგარიშზე.

 


მუხლი 17. უხუცესთა სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 95 წელს გადაცილებული უხუცესები ერთჯერადად, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

ა) 95-99 წლამდე ასაკის უხუცესები;

ბ) 99 წელს გადაცილებული უხუცესები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უხუცესები ერთჯერადად, დახმარებას მიიღებენ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უხუცესები ერთჯერადად, დახმარებას მიიღებენ 500 (ხუთსი) ლარის ოდენობით;

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: უხუცესი/მისი ოჯახის წევრი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი) ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული უხუცესის მონაცემების შესახებ;

ბ) განმცხადებლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) უხუცესის/მინდობილი პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 18. შშმ პირთა სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შშმ პირები:

ა) მკვეთრად გამოხატული შშმ პირები;

ბ) მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 დეკემბრისთვის (შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) ერთჯერადად მიიღებენ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველ კვარტალურად 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 დეკემბრისთვის (შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) ერთჯერადად მიიღებენ დახმარებას 90 (ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირთა შესახებ;

ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შშმ პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დასტურდება შშმ პირის ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტი, დამატებით უნდა იქნეს წარმოადგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, შესაბამისი ფაქტის დასადასტურებლად.

6. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. 2024 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბერის №48 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის’’ მე-18 მუხლის, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოსარგებლე პირები.


მუხლი 19. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები ერთჯერადად მიიღებენ 1 ივნისისთვის – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 დეკემბრისთვის – შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიიღებენ 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება  (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენელის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 20. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფართზე, მიმდინარე წელს, ასევე გასული წლის დეკემბრის თვეში მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;

ბ) არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი, თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.

4. მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, წარმოდგენილი უნდა იქნეს ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან).

5. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი ხანძრის შედეგად მიყენებული მიახლოებითი ზარალის შესახებ.

6. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 21. უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით.

2. საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გამქირავებლის ბინის საკუთრების თაობაზე (განახლებული);

ე) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის წერილობითი დასაბუთება სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის მდგომარეობის შესახებ.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 22. ()იპახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურება

1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები, რომელთაც არ ჰყავთ საკვების მიმწოდებელი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება ან/და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოქმედი სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 75000;

გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №48 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებიც 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სარგებლობდნენ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი არასრულწლოვანის შემთხვევაში;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ე) არასრულწლოვანის შემთხვევაში რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი, ბენეფიციარებისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოში კვებით ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, ერთჯერადად (გარდა I-ლი და 2 იანვრისა).

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ კუთვნილი მზა საკვებით ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოში კვებით, ან საკვების გატანით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა ისარგებლებენ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს საკვების ბინაზე მიტანის სერვისით.

7. უფასო სასადილოს საკვების ბინაზე მიტანის სერვისით სარგებლობისათვის, წარმოდგენილ უნდა იქნეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს ბინაზე მიტანის სერვისისის საჭიროების აუცილებლობა.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ სერვისს ახორციელებს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“.

9. ბენეფიციარს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუწყდება:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) რეგისტრაციის ადგილის ცვლილების შემთხვევაში;

გ) ბენეფიციარის სოციალურ-ეკონოკიკური მდგომარეობის ისეთი ცვლილების შემთხვევაში, როდესაც იგი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს;

დ) პირადი განცხადების საფუძველზე;

ე) ზედიზედ ორი თვის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში.

10. ბენეფიციარს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუჩერდება არაუმეტეს ორი თვით, პირადი განცხადების ან შეტყობინების საფუძველზე.

11. ბენეფიციარის ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლების შეჩერებაზე გადაწყვეტილებას იღებს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის დირექცია, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.


მუხლი 23. შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:

ა) ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახები;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას (გარდა ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახებისა), კერძოდ:

ბ.ა) ოჯახი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 200 000-ის ჩათვლით;

ბ.ბ) ოჯახი, რომლის არცერთი წევრი არ არის დასაქმებული, ან არ გააჩნია რაიმე შემოსავალი;

ბ.გ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირები;

ბ.დ) მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ან მარჩენალდაკარგული/მარჩენალგარდაცვლილი/ობოლი ბავშვიანი ოჯახები (ოჯახი, რომელსაც ყავს 18 წლამდე შვილი/შვილები);

ბ.ე.) სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე ღარიბი/ღატაკი, ბავშვიანი ოჯახი;

გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტუბერკულოზით დაავადებული (ტუბერკულოზის რეზისტენტული და სენსიტიური ფორმა) მოქალაქეები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციართა ოჯახები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააღდგომოდ ერთჯერადად მიიღებენ 50 (ორმოცდაათი) ლარს, ხოლო საახალწლოდ, ერთჯერადად მიიღებენ 100 (ასი) ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები წელიწადში ოთხჯერ (კვარტალში ერთხელ) უზრუნველყოფილნი იქნებიან სასურსათო პაკეტებით. თითეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათ) ლარის ოდენობით.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის შესახებ;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ცნობა შემოსავლების შესახებ (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „ბ.ბ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ე) შესაბამისი დოკუმენტი რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის / სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირის შესახებ (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „ბ.გ.“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი დოკუმენტი მარტოხელა დედის სტატუსის შესახებ (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „ბ.დ.“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ზ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „ბ.დ.“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

თ) დაბადების მოწმობის/მოწმობების ასლი (ამ მუხლის, პირველი პუნქტის' „ბ.ე“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, ამ მუხლის, პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

კ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).

5. 2024 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბერის №48 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-ის 23-ე მუხლის, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოსარგებლე პირები.


მუხლი 24. თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/დროებით რეგისტრაციის მქონე თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე, მიიღებენ სოციალურ დახმრებას 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში 4 ჯერ, კვარტალში ერთხელ, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღებისას მხედველობაში მიიღება ბენეფიციარისათვის ჰემოდიალიზის პროცედურის დანიშვნის თარიღი.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: პროგრამით მოსარგებლე პირი, მისი ოჯახის წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მოსარგებლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენელის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 25. იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები (ოჯახები), მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით, სააღდგომოდ და საახალწლოდ.

2. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათ) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დროებით რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა (ოჯახების) მონაცემების შესახებ;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ლტოლვილის / ჰუმანიტარული სტატუსით მოსარგებლის დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა/დამადასტურებელი დოკუმენტი, ჰუმანიტარული სტატუსით სარგებლობის შესახებ საქართველოში.


მუხლი 26.

ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები, ასევე დედით ან მამით ობოლი ბავშვები, რომელთა მშობელი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი ან ბავშვს აქვს შშმ პირის სტატუსი, მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით;

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედით ან მამით ობოლი ბავშვები, რომელთა მშობელი არის გარდაცვლილი ომის ვეტერანი და ბავშვი/მშობელი არის მარჩენალდაკარგული/მარჩენალგარდაცვლილი, მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით;

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები, დედით ან მამით ობოლი ბავშვები, რომელთა მშობელი/მშობლები არის გარდაცვლილი, ასევე ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციარები, საანგარიშო წლის არაუადრეს პირველი სექტემბრისა, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით;

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მშობლის/მეურვის/მზრუნველის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლის/მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა ან/და პირადობის მოწმობის ასლი;

ე) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი მშობლის/ბავშვის (ამ მუხლის I-ლი პუნქტის შემთხვევაში);

ვ)მარჩენალდაკარგულის/მარჩენალგარდაცვლილის შემთხვევაში ვეტერანის მოწმობა/ცნობა, შესაბამისი სამსახურიდან (ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში);

ზ) ბავშვის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) მშობლების/მშობლის გარდაცვალების მოწმობების/მოწმობის ასლი;

ი) მშობლის/მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 27.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსება

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წრიული მარშრუტით, მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50%-იანი თანადაფინანსება.

მუხლი 28.

გარდამავალი დებულებანი

1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან.

2. ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ღარიბი ოჯახი არის - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ენომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია.

3. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია, იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება ხმის მიცემის უფლების მქონე წევრთა არანაკლებ ნახევარზე მეტი.

4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.

5. 2023 წელს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა შესაძლოა განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან.

6. ამ წესის წინამდებარე მუხლებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში, ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა მინიჭებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

7. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

გ) ესთეტიკური, კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგია, გარდა მხედველობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად რეკომენდირებული რეფრაქციული ქირურგიისა (მხედველობის ლაზერული კორექცია);

დ) საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;

ე) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), გარდა ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით (გარდა მუხლი 8-ით, მუხლი-9-ით, მუხლი 10-ით, მუხლი 19-ით, მუხლი 25-ით და მუხლი 26-ით მოსარგებლე ბენეფიციარებისა და 2024 წელს დაბადებული არასრულწლოვანი ბავშვების შემთხვევისა) მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული მოქალაქეები.

9. 0-18 წლამდე ასაკის ბენეფიციართათვის, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული ბენეფიციარის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულია, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში.

10. ამ წესის მიზნებისათვის, ბენეფიციარებად, გარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისა, განისაზღვრებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები.


მუხლი 29. დასკვნითი დებულებანი

დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.