საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/7/1753
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 14/12/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016876
1/7/1753
14/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
000000000.00.000.016876
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №1/7/1753

2023 წლის 14 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

ვასილ როინიშვილისხდომის თავმჯდომარე ;

ევა გოცირიძეწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

გიორგი თევდორაშვილიწევრი ;

გიორგი კვერენჩხილაძეწევრი .

სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე .

საქმის დასახელება : საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი :მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან მიმართებით .

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1753) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა . №1753 კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 22 დეკემბერს . №1753 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს .

2. №1753 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი .

3. მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , იკრძალება არასათანადო , არაკეთილსინდისიერი , არასარწმუნო , არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება . კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც არასათანადოდ მიიჩნევს მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო პერიოდს მიღმა პერიოდში წინასაარჩევნო /პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მისი გავრცელებისთვის .

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტი იცავს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას , ხოლო ამავე მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია .

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს არასაარჩევნო რეკლამის მარეგულირებელ წესებს და , შესაბამისად , პირდაპირ არ კრძალავს წინასაარჩევნო პერიოდს მიღმა პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას . არსებული საკანონმდებლო წესრიგი განსაზღვრავს კონკრეტულ წესებს მხოლოდ წინასაარჩევნო რეკლამასთან და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ წესების დარღვევისათვის . მიუხედავად ამისა , კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად , პოლიტიკური რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში , არღვევსმაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტის დანაწესს , რაც თავის მხრივ , ქმნის დამრღვევის სუბიექტის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს (კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია , რომ სადავო ნორმის საფუძველზე , სხვადასხვა დროს , კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრათ , „მთავარ არხს “, ააიპარასამეწარმეო მედია -კავშირ ობიექტივს “, შპსგირჩი ტვ “-ის , „შპსტელეკომპანია პირველსდა შპსფორმულას “). კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით , კომისიის მიერ გამოყენებული აკრძალვა ბუნდოვანია და მისი დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის მოთხოვნებს .

6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით , კონკრეტული აკრძალვის არარსებობის პირობებში , კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის იყენებსმაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტს და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამას განმარტავს , როგორც არასათანადოს . ნორმის ამგვარი განმარტება ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ისეთ საკანონმდებლო საფუძველს , რომელიც არ არის დემოკრატიულ სახელმწიფოში გამართლებული .

7. კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია , რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური /წინასაარჩევნო რეკლამის მოწესრიგება და ამ მხრივ , კონკრეტული რეგულაციების დაწესება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს . კერძოდ , საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში მომეტებული ფინანსური გავლენების განეიტრალებას . თავის მხრივ , ეს მიზანი რელევანტური ვერ იქნება არაწინასაარჩევნო პერიოდში , რადგან კანონი საფრთხის სიმცირიდან გამომდინარეპოლიტიკური რეკლამისცნებას არ განავრცობს არაწინასაარჩევნო პერიოდზე .

8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით , არაწინასაარჩევნო პერიოდში იკლებს მოქალაქეთა სენსიტიურობა პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მიმართ , მომეტებული ფინანსური რესურსების გავლენა ხელშესახებ პოლიტიკურ შედეგებზე კი , პრაქტიკულად , ჰიპოთეტურია , ვინაიდან ისინი არ რეალიზდება კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგებში . ამდენად , არაწინასაარჩევნო პერიოდში არ იკვეთება პოლიტიკური გამოხატვის შეზღუდვის აუცილებლობა , ვინაიდან , ასეთ დროს არ არსებობს ამომრჩეველთა ნებაზე მანიპულაციური და არაჯანსაღი გავლენის მოხდენის მომეტებული საფრთხე .

9. შესაბამისად , მოსარჩელის პოზიციით , არასაარჩევნო პერიოდში კანონის მიზნებიდან გამომდინარე შეუძლებელია წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის მიზნები და მოცემულობა აქტუალურობას ინარჩუნებდეს . ამის გათვალისწინებით , კანონმდებელი პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით , სპეციალურ მოწესრიგებას ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში . ამდენად , საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში მომეტებული ფინანსური გავლენების განეიტრალების ლეგიტიმურ მიზანს არ გააჩნია რაციონალური საფუძველი , როდესაც საკითხი არაწინასაარჩევნო პერიოდს ეხება .

10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით , იმ დაშვების შემთხვევაშიც , თუ სადავო რეგულაციით დადგენილი წესის საფუძველზე ლეგიტიმური მიზანი განივრცობა არაწინასაარჩევნო პერიოდზეც , დაწესებული შეზღუდვა მაინც არ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ სტანდარტს და არაპროპორციულია . კერძოდ , კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია , რომ სადავო რეგულაციით მისაღწევი ლეგიტიმური საჯარო ინტერესი უკავშირდება არამხოლოდ უკვე დანიშნულ არჩევნებს , არამედ ნებისმიერ სამომავლო პერიოდს , განუსაზღვრელად . შესაბამისად , აკრძალვის ქვეშ მოიაზრება ისეთ არჩევნებიც , რომელიც ჯერ საერთოდ არ არის დანიშნული ან არც არის განსაზღვრული როდის დაინიშნება , რაც ავტომატურად ნიშნავს , რომ სადავო ნორმის მიხედვით ნებისმიერ პერიოდში რეკლამა ჩაითვლებაარასათანადოდდა იგი შექმნის გასაჩივრებული ნორმის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს , ამავდროულად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას იმაზე მეტად , ვიდრე ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში არის აუცილებელი .

11. მოსარჩელე ასევე განმარტავს , რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკის საფუძველზე , სადავო ნორმის ფარგლებში შესაძლოა მოექცეს ნებისმიერი ტიპის რეკლამა . აღნიშნულ მიდგომას თავად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ პოლიტიკური /წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსის ფართო წაკითხვა განაპირობებს . არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა ეფუძნება უშუალოდ პოლიტიკური რეკლამის არსის ექსცესიურ განმარტებასა და იმ მნიშვნელობის მინიჭებას , რომელსაც მას კანონი არ ანიჭებს . შესაბამისად , როდესაც სადავო რეგულაციის ნორმატიულ შინაარსში მოიაზრება ნებისმიერი ტიპისა და არაწინასაარჩევნო პერიოდის რეკლამა , ის ზოგადად შეზღუდვის არსებობასა და მის მიზანს აბსტრაქტულს ხდის , რაც განაპირობებს გასაჩივრებული წესის არაკონსტიტუციურობას .

12. დამატებით , კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე მიუთითებს , რომმაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეესაბამება კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას , რომლის თანახმად , გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად . მოსარჩელე აღნიშნავს , რომ კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური /წინასაარჩევნო რეკლამის გაშუქების აკრძალვას . თავის მხრივ , კომისიის მიერ , „მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტში არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშუქების აკრძალვის ამოკითხვა ნორმის ფართო და განუჭვრეტელი ინტერპრეტაციის შედეგია , რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის მე -5 პუნქტის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების მხოლოდ კანონის საფუძველზე შეზღუდვასთან დაკავშირებით .

13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით , კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს , რომმაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც კრძალავს არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას , ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი .

14. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რელევანტურ პრაქტიკაზე .

  II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს . მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი , რომლებიც , მისი აზრით , ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად .

2. №1753 კონსტიტუციური სარჩელით , მათ შორის , სადავოდ არის გამხდარიმაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის მე -2 წინადადებასთან მიმართებით . საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის მე -2 წინადადების მიხედვით , „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო “. მითითებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით , მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტაცია , რომელიც სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის მიმართებას წარმოაჩენდა . შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული .

3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , №1786 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხებამაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის მე -2 წინადადებასთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი .

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს , რომ №1753 კონსტიტუციური სარჩელი , სხვა მხრივ , აკმაყოფილებსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი .

 III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის დასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 პუნქტის , 31- მუხლის , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის პირველი პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 43- მუხლის პირველი , მე -2, მე -5, მე -8, მე -10 და მე -13 პუნქტების საფუძველზე ,

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1753 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხებამაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე -17 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით .

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1753 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხებამაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 63- მუხლის მე -2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის მე -2 წინადადებასთან მიმართებით .

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია .

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის წევრები :

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე