დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოში მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 719 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 26/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.22.027.007.305 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.305
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №719
2005 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
“საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. “საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის №455 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის საბუთის) თანდართული ნიმუში (დანართი 1):
პირადობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა “საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.
პირადობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს:
1) სახელი;
2) გვარი;
3) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;
4) დაბადების ადგილი;
5) პირადი ნომერი;
6) ფოტოსურათი;
7) პირადი ხელმოწერა;
8) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
9) თანამდებობის პირის ხელმოწერა;
10) მოწმობის გაცემის თარიღი;
11) მოწმობის მოქმედების ვადა;
12) მისამართი.“
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები