დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სამელიორაციო ასოციაციების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფორმისა და ფარგლების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.170.000.22.032.007.290 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.007.290
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-107
2005 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
სამელიორაციო ასოციაციების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფორმისა და ფარგლების შესახებ
,,მიწების მელიორაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მიწების მელიორაციის სფეროში სახელმწიფო მართვასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამავე კანონის 191 მუხლის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამელიორაციო ასოციაციების კონტროლის განხორციელების ფორმისა და ფარგლების თანდართული წესი.
2. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (დ. ჯებაშვილმა) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მ. დეკანოიძემ.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
სამელიორაციო ასოციაციების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფორმა და ფარგლები
მუხლი 1.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამელიორაციო ასოციაციების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს:
1. მიწების მელიორაციის სფეროში არსებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე.
2. ასოციაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციების სწორად შედგენაზე, შენახვის წესის დაცვაზე, საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებაზე, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვიანობაზე, მომსახურების, შესყიდვების, აღჭურვილობებისა და იარაღების ჩამოწერის სისწორეზე. საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას წლიური ბალანსების შესამოწმებლად დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნაზე.
3. ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული კვლევების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე.
4. განიხილავს ასოციაციების მიერ გაწეული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანგარიშს.
მუხლი 2.
1. გამგეობის მიერ დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ასოციაციის წევრების წინაშე აყენებს საკითხს რიგგარეშე კრების მოწვევისა და ასოციაციის გამგეობის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილებების გაუქმების, შეჩერებისა და საჭიროების შემთხვევაში ახალი გამგეობის არჩევის შესახებ.
მუხლი 3.
ითანხმებს ძირითადი საშუალებების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხს, სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის პროექტებს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები