ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016494
37
22/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
010250020.35.125.016494
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2023 წლის 22 დეკემბერი

ქ. ტყიბული

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე



დანართი №1 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (ტექსტში შემდგომში – დაწესებულება) დირექტორის მიმართ.

მუხლი 2. საჯარო დაწესებულების დირექტორისთვის დადგენილი მოთხოვნები

1. დაწესებულების დირექტორად შეიძლება მიღებული იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) აქვს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების მიმართულებით;

გ) აქვს საგანმანათლებლო სფეროში  არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;

დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით;

ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.

2. დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II, IX თავი);

ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.

3. დაწესებულების დირექტორს უნდა გააჩნდეს ზოგადი ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;

ე) განათლების ძირითადი თეორიები;

ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;

ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;

თ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები.

ი) ფინანსური მართვის საფუძვლები.

4. დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსის მართვა;

ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;

გ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობა;

დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;

ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;

ვ) დაწესულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;

ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;

თ) შესყიდვების დაგეგმვა;

ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;

კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;

ლ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Exel, Power Point მუშაობა.

მუხლი 3. პირი, რომელიც არ მიიღება საჯარო დაწესებულების დირექტორად

დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, რომელიც:

ა) ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;

ბ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, გააჩნია ისეთი დაავადება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის;

გ) წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) იგი სასამართლომ მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს პირს, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის მუშაობს დაწესებულების დირექტორად.