დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა მინისტრის საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 21/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.280.000.22.033.007.255 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.280.000.22.033.007.255
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №255
2005 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №122, 2002 წელი, მუხლი 1099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი” (თან ერთვის)“.
3. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების”:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი”;
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, წევრებს და მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.“;
გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.“;
დ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კონკურსში მონაწილე კანდიდატს მოხელის თანამდებობაზე
საბაჟო დეპარტამენტში მოხელის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.”;
ე) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ატესტაციის მიზანი
ატესტაციის მიზანია მოხელის ცოდნის დონის და კვალიფიკაციის, პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.”;
ვ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე, 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) მოხელე რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი;
ბ) შტატგარეშე მოსამსახურე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი პირი.”;
ზ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.”;
თ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ადმინისტრაციული სამმართველო კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იმ მოხელეთა სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.
2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება უნდა ასახავდეს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას (მის პროფესიულ და პირად თვისებებს, მათ შორის – მოქმედი კანონმდებლობის ცოდნას და დაცვას, კომპეტენტურობას, საქმის გაძღოლის უნარს, პატრიოტიზმს, საქმიან რეპუტაციას, პასუხისმგებლობის გრძნობას და ინიციატივიანობას და სხვ.). დახასიათება ასევე უნდა მოიცავდეს მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზს.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე დადგენილი წესით გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. მოხელის ცოდის დონისა და კვალიფიკაციის შეფასება ხდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით.
5. მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება ხდება სპეციალიზებული მეთოდიკის მიხედვით. მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასების მიზნით შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ექსპერტი ან დაწესებულება.
6. ატესტაცია ტარდება ტესტირების გზით და გასაუბრებით (ორეტაპიანი ატესტაცია) ან მხოლოდ გასაუბრების გზით.
7. ატესტაციის ჩატარების ფორმის (მათ შორის, ატესტაციის ეტაპების და შეფასების მეთოდიკის) თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.“.
ი) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება
1. ტესტირება წარმოადგენს კონკურსის და ორეტა-პიანი ატესტაციის პირველ ეტაპს.
2. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს:
ა) პროფესიულ ტესტირებას, რომელიც ტარდება მოხელის ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის შეფასე-ბის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით;
ბ) მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების ტესტირებას, რომელიც ტარდება სპეციალიზებული მეთოდიკის მიხედვით.
3. ტესტირების ჩატარების წესს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარისა და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“;
კ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირებისა და გასაუბრების თემატიკა
1. პროფესიული ტესტირების და/ან გასაუბრების თემატიკას (პროგრამას) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. პროფესიული ტესტირების და/ან გასაუბრების თემატიკა (პროგრამა) ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.”;
ლ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. საკონკურსო-საატესტაციო ტესტის მომზადება
საკონკურსო-საატესტაციო ტესტის მომზადების ორგანიზება ევალება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საკონკურსო საატესტაციო ტესტის მომზადების მიზნით შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტი (ექსპერტთა ჯგუფი) ან დაწესებულება”;
მ) 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 28-ე, 29-ე, 32-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;
ნ) 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. გასაუბრება
1. კონკურსის ჩატარების შემთხვევაში გასაუბრებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კანდიდატს, რომელმაც დადებითი შეფასება მიიღო ტესტირებისას. ამ შემთხვევაში გასაუბრების მიზანია კანდიდატის კომუნიკაბელურობის, პიროვნული თვისებებისა და მოტივაციის შეფასება.
2. ატესტაციის ჩატარებისას, მოხელეთა გასაუბრების დროს კომისია ისმენს მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელის დახასიათებას, ანგარიშს მოხელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრება წარმოადგენს ატესტაციის მეორე ეტაპს და ტარდება პროფესიული ტესტირების შემდეგ, გასაუბრების მიზანია დადგინდეს, თუ რამდენად არის რეალიზებული პრაქტიკაში მოხელის ცოდნა და უნარი.
4. იმ შემთხვევაში, თუ ატესტაციის დროს პროფესიული ტესტირება არ ტარდება, გასაუბრების მიზანია დადგინდეს მოხელის პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის დონე და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარი.
5. გასაუბრება ტარდება კითხვა-პასუხის ფორმით. დასმული შეკითხვები და გაცემული პასუხები შეიტანება გასაუბრების ოქმში.
6. გასაუბრების მიმდინარეობა აისახება გასაუბრების ოქმში. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აგრეთვე დაფიქსირდეს ვიდეოფირზე.
7. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
8. გასაუბრებაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაუბრება გადაიდება შემდგომი სხდომისათვის.
9. გასაუბრებაზე მოხელის საპატიო მიზეზით განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხდომაზე განხილული და მოსმენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით.
10. არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას“.
ო) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. კომისიის მიერ კანდიდატთა და მოხელეთა შეფასება
1. გასაუბრების შემდეგ კომისია ახდენს კანდიდატის ან მოხელის შეფასებას მის დაუსწრებლად.
2. პროფესიული ტესტირების შედეგი გამოიხატება ტესტირებისას დაგროვებული ქულების რაოდენობით.
3. მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება ხდება გამოყენებული მეთოდიკის მიხედვით.
4. კონკურსის ჩატარებისას, გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს აფასებს 20 ბალიანი სისტემით, რის შემდეგაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც მიენიჭება ამ კანდიდატს.”
5. ორეტაპიანი ატესტაციის (პროფესიული ტესტირებით) ჩატარებისას, გასაუბრების შედეგების მიხედვით, კომისიის თითოეული წევრი მოხელეს აფასებს 5-ბალიანი სისტემით, რის შემდეგაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც მიენიჭება მოხელეს.
6. ერთეტაპიანი ატესტაციის (პროფესიული ტესტირების გარეშე) ჩატარებისას, კომისიის თითოეული წევრი მოხელეს აფასებს 10-ბალიანი სისტემით, რის შემდეგაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც მიენიჭება მოხელეს. 10-ბალიანი სისტემა შედგება შემდეგი კომპონენტების ჯამით:
ა) მოხელის პროფესიული ცოდნის დონის შეფასება – მაქსიმუმ 5 ქულა;
ბ) მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხარისხის და პროფესიული ცოდნის და კვალიფიკაციის რეალიზაციის შეფასება – მაქსიმუმ 5 ქულა.
7. კონკურსის დროს, ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში გაითვალისწინება შემდეგი გარემოებები:
ა) საკონკურსო ტესტირების შედეგები;
ბ) პროფესიული ჩვევები, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებები;
გ) საბაჟო სისტემაში მუშაობის სტაჟი;
დ) სპეციალობით მუშაობის სტაჟი;
ე) განათლება;
8. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც ტესტირება არ ტარდება, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ქულების შეჯამებით. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში გაითვალისწინება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ” „ე” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი გარემოებები.”;
– პ) 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით კო-მისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაქვეითებას;
გ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;
დ) იმსახურებს თანამდებობრივ დაწინაურებას;
ე) სასურველია სხვა თანამდებობაზე გადაყვანა.”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები