„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 008515/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.58.070.016092
008515/21
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
010320040.58.070.016092
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №008515/21

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 24/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.58.070.016059) დამტკიცებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. სამსახურში სტაჟირების გავლა გულისხმობს ანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სტაჟიორად დანიშვნით (აუდიტორ-სტაჟიორი) ან არასაშტატო პოციზიაზე სტაჟიორად მიღებით (სტაჟიორი).

2. აუდიტორ-სტაჟიორთა და სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.“.

2. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუდიტორ-სტაჟიორის სტაჟირების გავლის პირობები“.

3. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სტაჟიორის სტაჟირების გავლის წესი“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიცოტნე ყავლაშვილი