„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017168
129
21/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
280120000.22.026.017168
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №129

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 582 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 582

1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც მსახურობს ამ ბრძანების 581 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ა.ა) დანამატი 3750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

ა.ბ) დანამატი 7500 ლარი –  2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 6250 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

ბ.ბ) დანამატი 10000 ლარი –  2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

გ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

გ.ა) დანამატი 8750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.ბ) დანამატი 10000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.გ) დანამატი 20000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

დ) მე-2 პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

დ.ა) დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

დ.ბ) დანამატი 12500 ლარი –  2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ე) მე-2 პუნქტის „ა.გ“–„ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ე.ა) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე: დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე და დანამატი 12500 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან შემდგომ, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.ბ) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.გ) დანამატი 25000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ვ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ვ.ა) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ვ.ბ) დანამატი 25000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.      

2. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე შეუწყდა:

ა) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ა.ა) დანამატი 8750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.ბ) დანამატი 10000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.გ) დანამატი 20000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც  ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 17500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.ბ) დანამატი 20000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.გ) დანამატი 40000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

3. ოფიცერს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების გამო შეუწყდა:

ა) ამ ბრძანების 58​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ა.ა) დანამატი წლიური 1500 ლარის გაანგარიშებით – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე და წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით - 2023 წლის 1 აპრილიდან შემდგომ პერიოდზე, იმ თარიღამდე, როდესაც უნდა დასრულებულიყო ამ ბრძანების 58​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონტრაქტი,  ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის პროპორციულად; და

ა.ბ) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.გ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

ბ) ამ ბრძანების 58​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის პერიოდისათვის მიეცემა:

ბ.ა) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე: დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე და 12500 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან შემდგომ, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.ბ) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან, ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ პერიოდზე 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.გ) დანამატი 25000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

გ) ამ ბრძანების 58​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

გ.ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

დ) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებამდე გაფორმებული ამ ბრძანების 581 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, მიეცემა:

დ.ა) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე დანამატი 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე წლიური 1500 ლარის და 2023 წლის 1 აპრილიდან წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

დ.ბ) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის პირველი აპრილიდან ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

დ.გ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

4. ოფიცერს, რომელსაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რვაწლიანი კონტრაქტი შეუწყდა ასევე რვაწლიანი კონტრაქტით, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა დანამატი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გაანგარიშებით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეებს მიეცემათ შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დანამატი.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება კალენდარული დღით.

7. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც 2022 წლის 1 აპრილამდე გაფორმებული აქვს „შეთანხმების ოქმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №120 ბრძანებით დამტკიცებული შეთანხმების ოქმი (დანართი №1), ამ შეთანხმების ოქმით განსაზღვრული სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით – 2023 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული შეთანხმების ოქმით განსაზღვრული ვადის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე