დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.169.016550 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „თავდაცვის კოდექსი“ 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016317) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დებულების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. მერიის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, რომელსაც აქვს: ა.ა. ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების განყოფილება; ა.ბ. შესყიდვების განყოფილება. ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, რომელსაც აქვს: გ.ა. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება; დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური; ე) ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური რომელსაც აქვს: ე.ა. ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის განყოფილება; ე.ბ. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება; ვ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ზ) შიდა აუდიტის სამსახური; თ) იურიდიული სამსახური; ი) ზედამხედველობის სამსახური;“ 2. ამოღებულ იქნას დებულების მე-16 მუხლის მე-10 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები