„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016040
63
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
240140000.41.046.016040
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №63

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2020, 240140000.41.046.016016) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის“:

1. პირველი მუხლის:

ა) მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსათვის (შემდგომში  „სააგენტო“) წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის ზღვრული ოდენობის, შეტყობინებისა და განხილვის პროცედურების განსაზღვრა.“.

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამის სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონცენტრაციის ცვლილების შეფასება, პირთა ისეთი კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სააგენტოს შესთავაზოს ოპერაციის ცვლილება (მოდიფიკაცია) სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით;“.

ბ) პირველ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) შეტყობინების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე იყოს მოსმენილი სააგენტოს მხრიდან;

თ) გაეცნოს სააგენტოს დასაბუთებული უარყოფითი გადაწყვეტილების პროექტს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოსათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის  წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ პირის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის არსებული მისი ერთობლივი წლიური შემოსავალი.“.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია აგრეთვე დასაშვებია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებაში მითითებული შესაბამისი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების (მოდიფიკაციების) შესრულების პირობით.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ერთობლივი შემოსავლის გამოთვლა

1. ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს შეტყობინების წინა ფინანსური წლის განმავლობაში კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამურ წლიურ ერთობლივ შემოსავალს.

2. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა, ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი შემოსავალი შესაბამისი ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების საფუძველზე.

3. კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ერთეულების ერთობლივი შემოსავალი:

ა)  კონცენტრაციაში მონაწილე პირები;

ბ) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა მიერ პირდაპირ ან/და არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოები;

გ) საწარმოები, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილე პირთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ.

4. ამ წესის მიზნებისათვის, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება ამ პირთა მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი.“.

5. მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეძენით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით კონტროლის მოპოვების შემთხვევაში  – შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირ(ებ)ს.“.

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით, უწყვეტი 2 (ორი) კალენდარული წლის განმავლობაში კონტროლის მომპოვებელ პირს/ პირებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ ბოლო ტრანზაქციის განხორციელებამდე. ამასთან, ასეთ შემთხვევებში კონცენტრაციად განიხილება ამ ტრანზაქციების ერთობლიობა და იგი განხორციელებულად ითვლება ბოლო ტრანზაქციის შესრულებით.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სრულყოფილად შევსებული დანართი №1-ის შესაბამისი შეტყობინება.“.

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს

გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელია ამ მუხლით მოთხოვნილი გარკვეული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენა, მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს ამგვარი ინფორმაციის წარმოდგენის შეუძლებლობა.“.

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეტყობინება სააგენტოში წარდგენილად ითვლება მისი სამუშაო საათებში მიღების შემთხვევაში, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება შეტყობინების წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.“.

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სრულყოფილი შეტყობინების შემოსვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს, დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა თუ არა კანონის რეგულირების სფეროში და მისი კომპეტენციის ფარგლებში, რის თაობაზეც აცნობებს შეტყობინების წარმომდგენ პირ(ებ)ს.“.

8. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია, სრულყოფილი შეტყობინებისა და შემდგომ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე წარმოადგინონ მოსაზრებები სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. გამოქვეყნებული ინფორმაცია კონცენტრაციაში მონაწილე პირთა კონფიდენციალური მონაცემების დაცვით უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და იმ ეკონომიკური დარგების/ბაზრების თაობაზე, რასაც  ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ დაინტერესებულ პირების მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტომ შეიძლება არ გაითვალისწინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.“.

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტო გადაწყვეტილების პროექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით უგზავნის შეტყობინების წარმომდგენ პირს და განუსაზღვრავს ვადას მოსაზრებების წერილობითი ან ზეპირი ფორმით წარმოსადგენად. ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის სააგენტოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ამ მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“.

დ) მე-13 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული მოსაზრებების წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე გააგრძელოს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვადა.“.

ე) მე- 15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სააგენტო მარეგისტრირებელ ორგანოს უგზავნის იმ ბრძანების ასლს, რომლის შესაბამისადაც მტკიცდება სააგენტოს გადაწყვეტილება კონცენტრაციის დაუშვებლობის თაობაზე, მისი მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში.“.

9. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) გამოითხოვოს როგორც კონცენტრაციის მხარისგან, დაინტერესებული მხარისგან, აგრეთვე ნებისმიერი ეკონომიკური აგენტისგან, თუ ეს საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი  გარემოებების დადგენას.“.

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

10. მე-10 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

1. სააგენტო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2. დოკუმენტის პირისთვის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს სააგენტო.

3. პირისთვის ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში ამ დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება მისი პირველად ჩაბარების თარიღი.

4. პირისთვის დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენისას ამ პირის მიერ მის ჩაბარებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.

5. პირს დოკუმენტი შეიძლება გაეგზავნოს ფოსტით ან/და ელექტრონული ფოსტით.

6. პირისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის  მიერ მისი მიღების დადასტურების შემთხვევაში.

7. სააგენტოს წერილობითი დოკუმენტი უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, მისი ოჯახის წევრს ან მისი სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამ პუნქტის მიზნებისთვის ადრესატის ოჯახის წევრებად ითვლებიან მასთან მუდმივად მცხოვრები ახლო ნათესავები, მათ შორის: მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა, სრულწლოვანი შვილი, სრულწლოვანი შვილიშვილი, ნებისმიერი სხვა სრულწლოვანი პირი (მიუხედავად ადრესატთან ნათესაური კავშირისა), რომელიც მასთან ერთად საერთო საოჯახო საქმიანობას ეწევა.

8. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს წერილობითი დოკუმენტის გაგზავნიდან 5 სამუშაო დღეში სააგენტო ვერ აბარებს მას ადრესატს, ადრესატი უარს აცხადებს დოკუმენტის ჩაბარებაზე ან არ ადასტურებს ელექტრონული ფოსტით მის მიღებას, სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს დოკუმენტის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ატვირთვის შესახებ თხოვნა, რის შემდეგაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით დოკუმენტის ადრესატისთვის გაგზავნას. ამ შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გახსნის მომენტიდან.

9. თუ მხარეს სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება ვერ ჩაჰბარდა ამ მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.“.

11. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების სფეროში, კონცენტრაციის მხარეებს ეკრძალებათ მისი განხორციელება სააგენტოსათვის შეტყობინების გარეშე, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ან/და სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ან/და ნებისმიერი წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით განიხილოს განხორციელებული კონცენტრაციის საკითხი, განსაზღვროს, ექვემდებარებოდა თუ არა კონცენტრაცია სააგენტოსათვის შეტყობინებას და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. სააგენტო საკითხს განიხილავს ერთი თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო უფლებამოსილია გააგრძელოს განხილვის ვადა დამატებით ორი თვის ვადით.“.

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოსათვის კონცენტრაციის შეტყობინების წარუდგენლობის, სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების ან/და შეტყობინების განხილვის ვადის ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5 პროცენტს.“.

12. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის/ კონცენტრაციის დაუშვებლად ცნობის შესახებ ექვემდებარება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით გამოქვეყნებას, მისი მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების დროს დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა, რომელიც სხვა საიდუმლოებასთან ერთად შეიძლება მოიცავდეს სახელმწიფო, კომერციულ, საბანკო, პროფესიულ და საგადასახადო საიდუმლოება, აგრეთვე პერსონალურ მონაცემებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე