საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 496
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 370060000.10.003.024329
496
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
370060000.10.003.024329
საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №496

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილისა და  „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 75 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. გუდაურისა და ხადის ხეობას მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს:

ა) გუდაურისა და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორია (დანართი №1);

ბ) გუდაურისა და ხადის ხეობის  სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების რუკა (დანართი №2);

გ) სარეკრეაციო ტერიტორიის გუდაურის საზღვრების რუკა (დანართი №3);

დ) სარეკრეაციო ტერიტორიის ხადის ხეობის საზღვრების რუკა (დანართი №4).

2. ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი მინიჭებულია და საზღვრები დამტკიცებულია „ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით.

3. ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი მინიჭებულია და საზღვრები დამტკიცებულია „ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის №313 დადგენილებით.

4. ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი მინიჭებულია და საზღვრები დამტკიცებულია „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №116 დადგენილებით.

მუხლი 2
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვისას, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილმა ორგანომ, ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, იხელმძღვანელოს ამავე ტერიტორიებზე დამტკიცებული გეგმებით, მათ შორის, გათვალისწინებულ იქნეს ტერიტორიები, სადაც აღნიშნული გეგმების ფარგლებში მოწყობილია ან დაგეგმილია, მოეწყოს საკურორტო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა (რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს) ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიას, ლოკალური ტრანსპორტის ტერიტორიას, სამთო-სათხილამურო მომსახურების ობიექტებს (სასრიალო ტრასები, საბაგიროები, ანგარის შენობა და ა. შ.), წყლის ხელოვნურ რეზერვუარსა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, სერვისცენტრებსა და მის დამხმარე ნაგებობებს, ტურისტულ ბილიკებს, ველობილიკებს/ველოპარკებს, ბულვარებს, ატრაქციონებს, სოციალური მომსახურების/საგანმანათლებლო/სამედიცინო/ სპორტულ ობიექტებს), რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკურორტო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი