„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 6 ნოემბრის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240010000.41.046.016038
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
61
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
240010000.41.046.016038
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 6 ნოემბრის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/12/2023 - 25/12/2023)

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №61

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 6 ნოემბრის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 6 ნოემბრის №52 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/11/2023, 240010000.41.046.016029) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესის და პროცედურის“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისიწინებული დებულებ(ებ)ის დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ საქმის შესწავლის წესს და პროცედურას, ასევე სააგენტოში წარსადგენი განცხადების ფორმას, მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და კანონის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების წესებს.“.

2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იმავე მომსახურების მიმწოდებლის მიმართ იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ან სხვა აქტი იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა შორის მორიგების შესახებ აქტის დამტკიცების თაობაზე;“.

3. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მხარეებს. თუ მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ პროცედურის მე-16 მუხლით დადგენილი ფორმით, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე