დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3967-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 450090050.05.001.102153 |
|
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 450090050.05.001.017494) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. უსინათლოთათვის განკუთვნილი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა 1. ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში. 2. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის საფუძველზე შექმნილი გამოცემის სავალდებულო ეგზემპლარი საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3967-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები