დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №351 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 20/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.010.010.22.035.007.241 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.007.241
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №102/ნ
2005 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №351/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №351/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №154; 29.12.2004წ.; მუხ. 1403 ) დამტკიცებული დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იურიდიული სამმართველო“.
ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) საორგანიზაციო სამმართველო“.
გ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესრულების ანალიზი;
ბ) სასამართლო ორგანოებთან და აღმასრულებელ ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებზე მეთოდური და სამართლებრივი დახმარების გაწევა;
დ) ვეტერანებისათვის განმარტების მიცემა და კონსულტაციების გაწევა ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის დეპარტამენტის კომპეტენციაში;
ე) განცხადებების, საჩივრების და წინადადებების განხილვა.“
დ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,61. საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა;
ბ) დეპარტამენტის სამეურნეო და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის შენობაში სანიტარული ნორმების დაცვის, გათბობის, განათებისა და წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირების, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და აპარატის დაქვემდებარებული ავტომანქანების გამართული მუშაობის ორგანიზება;
დ) ვეტერანებთან, ომებში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
ე) სასაწყობო მეურნეობის მუშაობის წარმართვა.
ვ) ინტერნეტში დეპარტამენტის ვებ გვერდის გახსნა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) საზღვარგარეთის ვეტერანულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა“
ე) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ქ. თბილისის სამმართველო;
ბ) აჭარა - გურიის სამმართველო;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო;
დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილება;
ე) სამცხე-ჯავახეთის განყოფილება;
ვ) ქვემო ქართლის განყოფილება;
ზ) შიდა ქართლის განყოფილება;
თ) მცხეთა-მთიანეთის განყოფილება;
ი) იმერეთის განყოფილება;
კ) კახეთის განყოფილება;
ლ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილება.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები