ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016540
38
18/12/2023
ვებგვერდი, 20/12/2023
010260020.35.104.016540
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2023 წლის 18 დეკემბერი

ქ. წალენჯიხა

 

ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგ ნორმატიულ აქტებში:

1. ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 (www.matsne.gov.ge, 15/11/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016334) დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართიდან:

ა) ამოღებულ იქნეს:

ა.ა.) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი;

ა.ბ) მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი;

ა.გ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტი

2. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №19 დადგენილებიდან (www.matsne.gov.ge, 30/05/2023წ. სარეგისტრაციო კოდი: 020080160.35.104.016521) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია