„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-610
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016286
01-610
19/12/2023
ვებგვერდი, 20/12/2023
480040000.22.030.016286
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-610

 

2023 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი – სამინისტროს მედლით დაჯილდოებისას მოსამსახურეს ერთჯერადი გასაცემლის სახით გადაეცემა ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით.’’.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი