დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34-92 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.017156 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-3 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 26/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016549) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – თბილისის მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – თბილისის მერი) და თბილისის მერიის თანამდებობის პირების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის (შემდგომში – თბილისის მთავრობა) და თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების საკადრო, ორგანიზაციულ, მატერიალურ-ტექნიკურ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და უცხო ქვეყნის თვითმმართველობებთან ურთიერთობის უზრუნველყოფას, აგრეთვე უზრუნველყოფს თბილისის მერიაში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების მეთოდოლოგიურ დახმარებას.“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-2 პუნქტს, „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“-„ო5“ ქვეპუნქტები: „ო1) თბილისის მერიასა და თბილისის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა; ო2) თბილისის მერიის განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებზე დასაშვებ თანამდებობათა ნომენკლატურის შემუშავება; საიდუმლო ცნობებზე დასაშვებ პირთა გაფორმების უზრუნველყოფა, დაშვების გასაფორმებლად მასალების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის დროულად წარდგენა და დაშვების მოქმედების ვადებზე კონტროლის გაწევა; ო3) კონკრეტული ინფორმაციისათვის საიდუმლოების ხარისხის განსაზღვრა, საიდუმლოების გრიფის მინიჭების სისწორეზე და ვადების დაცვაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ო4) თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, თბილისის მერიის ტერიტორიულ ორგანოებში სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე კოორდინაცია; ო5) თბილისის მერიისა და თბილისის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში მომუშავე მოსამსახურეებისათვის, საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის საკითხებში კონტროლისა და მეთოდურ-საკონსულტაციო დახმარების გაწევა;“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტს, „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები: „პ1) მშვიდობიან პერიოდსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა უზრუნველყოფის საკითხებში შესაბამის უფლებამოსილ დაწესებულებებთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; პ2) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ექსტრემალური სიტუაციების მზადყოფნისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა საქმიანობის კოორდინირება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები