დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 08/04/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 18/04/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 320.050.000.17.010.007.239 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.17.010.007.239
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №6
2005 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,დამო-უკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის ,,ე” პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” დამტკიცების შესახებ 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში (სსმ III, №71, 14.07.03 წ., მუხლი 643) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ი) ქვეპუნქტი:
„ი) სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესს”;
ბ) ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებს” დაემატოს შემდეგი რედაქციის VII1 თავი:
„თავი VII1
სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესი
მუხლი 511. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ამპლიტუდური ტელეგრაფია – რადიოკავშირის სახე, რომლის დროსაც გადაცემული ინფორმაცია განსაზღვრულია მიღებაზე გრაფიკული ფორმით ჩასაწერად. გადაცემული ინფორმაცია შესაძლებელია მიღებულ იქნეს ელექტრონული ვერსიის ფორმითაც და შენახული შემდგომი გამოყენებისთვის;
ბ) ამპლიტუდური ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის ამპლიტუდური მოდულაციის გამოყენებით;
გ) ერთზოლოვანი ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის ერთი გვერდითი ზოლოვანი ამპლიტუდური მოდულაციის გამოყენებით;
დ) ვეტერანი რადიომოყვარული – რადიომოყვარული არანაკლებ 25 წლის გამოცდილებით, რომელსაც ამ წესების შესაბამისად ენიჭება სპეციალური უფლებები;
ე) ინდივიდუალური სამოყვარულო რადიოსადგური – სამოყვარულო რადიოსადგური, რომლის მფლობელი არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფიზიკური პირი;
ვ) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგური – სამოყვარულო რადიოსადგური, რომლის მფლობელი არის რადიომოყვარულთა ნებისმიერი კოლექტივი (მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელშიც ერთიანდებიან რადიომოყვარულები და განსაზღვრავენ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს;
ზ) კომისიის ნებართვა – სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორცილებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური უფლება;
თ) ,,მეორადი გამოყენების” დიაპაზონები – რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონები, რომლებშიც ფუნქციონირებადი სხვადასხვა სამსახურის რადიოსადგურები უნდა შეეგუონ მავნე რადიოხელშეშლებს;
ი) ,,მესამე პირი” – პირი, რომელიც არ მონაწილეობს სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელე-ბაში;
კ) მოკლეტალღოვანი დიაპაზონი – სიხშირული დიაპაზონი 3-30 მგჰც;
ლ) ,,პირველადი გამოყენების” დიაპაზონები – რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონები, რომლებშიც ფუნქციონირებადი სხვადასხვა სამსახურის რადიოსადგურები დაცული უნდა იყოს მავნე მიუღებელი რადიოხელშეშლებისაგან;
მ) რადიოკავშირის ციფრული სახეობანი (PACKET, AMTOR, PACTOR, SITOR, SSTV და ა.შ.) – რადიოკავშირის სახეობანი, რომლის დროსაც ინფორმაციის გადასაცემად რადიოსიხშირის მოდულირება ხორციელდება ციფრული სახით;
ნ) რადიომოყვარულთა საერთაშორისო კავშირი (IARU) – კავშირი, რომლის მიზანია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ დადგენილი რეგულირების ჩარჩოებში სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახურების დაცვა და განვითარება;
ო) რადიოსამოყვარულო და საერთაშორისო Q კოდები – რადიოკავშირის სეანსის დროს გამოყენებუ-ლი აბრევიატურა;
პ) რადიოსამოყვარულო სამსახური – რადიომოყვარულთა (რომელთაც აქვთ შესაბამისი ნებართვა და ამ საქმიანობას ისინი ეწევიან პირადი და მატერიალური დაინტერესების გარეშე) შორის რადიოკავშირისა და ტექნიკური კვლევის მიზნით განხორციელებული კავშირის სახე;
ჟ) საანტენო და საფიდერო მოწყობილობა – გამტარებისაგან ან ლითონისაგან შედგენილი კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც სხივდება ეთერში გადამცემი რადიოსადგურის მიერ გენერირებული ელექტრომაგნიტური ტალღები;
რ) საერთაშორისო შეჯიბრებები და ტურები რადიომოყვარულთა შორის – CQ WW, WPX, WAE, IARU და ARRL;
ს) საკვალიფიკაციო საბჭო – კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების მქონე საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კომისიის სამი წარმომადგენელი და სამი რადიომოყვარული;
ტ) სამოყვარულო ბარათი – ბარათი, რომელიც წარმოადგენს სამოყვარულო რადიოკავშირის განმახორციელებელი პირის იდენტიფიკატორს;
უ) სამოყვარულო რადიოსადგურების კატეგორიები: ,,E” ექსტრა, ,,A”, ,,B” და ,,C” – სამოყვარულო რადიოსადგურები, რომლებიც გამიჯნულია განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლებით (დასაშვები სიხშირული დიაპაზონები, გამოსხივების სახეობები და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრე);
ფ) სამოყვარულო რადიოსადგური – სამოყვარულო სამსახურის რადიოსადგური. სამოყვარულო რადიოსადგური შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური გამოყენების;
ქ) სამოყვარულო რეტრანსლატორი – ავტომატური, სრული დუპლექსის რეჟიმში მომუშავე მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური, რომელიც მის მიერ მიღებულ სიგნალს გადასცემს 600 კჰც-ის წანაცვლებით;
ღ) სახმობი ნიშანი – ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კომბინაცია, რომლის პრეფიქსი აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო სუფიქსი – კონკრეტულ რადიოსადგურს;
ყ) სიხშირული დიაპაზონი – რადიოსიხშირული ზოლი, რომელიც განსაზღვრულია ქვედა და ზედა ზღვრებით;
შ) სიხშირული ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის სიხშირული მოდულაციის გამოყენებით;
ჩ) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) – კავშირი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ სააგენტოს;
ც) ტესტირება – საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ რადიომოყვარულის კვალიფიკაციის დადგენის ან/და ამაღლების მიზნით ჩატარებული საგამოცდო (წერილობითი) გამოკითხვა, რომელიც ტარდება წინამდებარე წესის, უსაფრთხოების ტექნიკის, ეთერში მუშაობის წესის, აგრეთვე ელექტროობის და რადიოტექნიკის სფეროში ცოდნის შემოწმების მიზნით;
ძ) ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონი – სიხშირული დიაპაზონი 30 მგჰც-ის ზევით;
წ) ფონეტიკური ანბანი – ინფორმაციის გადაცემისას წარმოთქმული ბგერების შესაბამისი სიტყვების ჩამონათვალი;
ჭ) /A – საჰაერო-საავიაციო ხომალდის ბორტებზე დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;
ხ) /M – ავტო-მოტოსატრასპორტო საშუალებებში დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;
ჯ) /MM – საზღვაო-სანაოსნო ხომალდებზე დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმ-ნიშვნელი სიმბოლო;
ჰ) /P – სატარებელი რადიოსადგური – სატარებელი სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;
ჰ1) ,,SOS” და ,,MAYDAY” სიგნალები – უბედურების და დახმარების საერთაშორისო სიგნალები;
ჰ2) 4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ბლოკები – სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშნების პრეფიქსის ბლოკები, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყნის კოდს.
მუხლი 512. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება
1. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის საფუძველზე.
2. სამოყვარულო რადიოსადგურის რეგისტრაცია, ტექნიკური პარამეტრების კონტროლი, მათ გამოყენებაზე ნებართვის გაცემა და რადიოსამოყვარულო სიხშირული დიაპაზონების რადიომონიტორინგი ხორციელდება კომისიის მიერ.
3. სამოყვარულო რადიოსადგური უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ შემთხვევით პირებს არ ჰქონდეთ მისი თვითნებურად მოქმედებაში მოყვანის საშუალება.
4. კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება ეკრძალებათ იმ რადიომოყვარულებს, რომლებსაც აქვთ ამ კოლექტიური რადიოსადგურის კატეგორიაზე დაბალი კატეგორიის ინდივიდუალური ან/და კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურით რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა.
5. ინდივიდუალური ან კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამომყენებელს შეუძლია ეთერში მუშაობის უფლება მისცეს ნებისმიერ რადიომოყვარულს, რომელსაც აქვს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა;
6. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში რადიომოყვარული ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს კომისიას;
7. სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების ადგილზე დაცული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა;
ბ) წინამდებარე წესი;
გ) სააპარატო ჟურნალი ან ინფორმაცია ელექტრონულ ფორმატში, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
გ.ა.) რადიოკავშირის ჩატარების თარიღი და დრო;
გ.ბ.) იმ რადიოსადგურის სახმობი ნიშანი, რომელთანაც ჩატარებულ იქნა რადიოკავშირი;
გ.გ.) სიხშირული დიაპაზონი და გამოსხივების სახე;
გ.დ.) მიღებული და გადაცემული სიგნალის შეფასება.
8. სააპარატო ჟურნალში არ არის აუცილებელი შევიდეს ინფორმაცია ულტრამოკლეტალღოვან დიაპაზონებში ჩატარებული რადიოკავშირების შესახებ.
9. რადიომოყვარული ვალდებულია სააპარატო ჟურნალი შეინახოს ორი წლის განმავლობაში.
მუხლი 513. სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიები
1. სამოყვარულო რადიოსადგურები იყოფა ოთხ კატეგორიად (,,E” ექსტრა, ,,A”, ,,B” და ,,C”), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიხშირული დიაპაზონებით, გამოსხივების სახეობებით და რადიო-გადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრით (დანართი №8);
2. ,,C” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვა გაიცემა 10 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;
,,B” კატეგორიის – 14 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;
,,A” და ,,E” ექსტრა კატეგორიის – 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე.
3. რადიომოყვარულის კვალიფიკაცია განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგით. ,,A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მქონე რადიომოყვარული ვალდებულია მორზეს ანბანით, ღია ტექსტის სახით, მიიღოს და გადასცეს მინიმუმ 30 ნიშანი წუთში, ხოლო ,,E” ექსტრა კატეგორიისთვის – მინიმუმ 60 ნიშანი წუთში;
4. ,,E” ექსტრა კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორ-ციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღება შესაძლებელია, თუ ,,A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მქონე რადიომოყვარული დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ მოთხოვნას:
ა) სამოყვარულო ბარათების მეშვეობით დაადასტურებს რადიოკავშირს 200 და მეტ ქვეყანასთან;
ბ) მიღებული აქვს სამოყვარულო ორგანიზაციების მიერ გაცემული 100 ან მეტი სხვადასხვა დიპლომი (სიგელი);
გ) დაიკავებს პირველ, მეორე ან მესამე ადგილს შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებების: CQ WW, WPX, WAE, IARU ან/და ARRL ნებისმიერ ტურში.
5. უფრო მაღალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღება შესაძლებელია დაბალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ.
6. ტესტირებას ატარებს კომისიის მიერ დამტკიცებული საკვალიფიკაციო საბჭო.
7. ტესტირება ტარდება ყოველ სამ თვეში ერთხელ, რომლის ჩატარების ზუსტ თარიღს ადგენს საკვალიფიკაციო საბჭო.
8. საკვალიფიკაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ის რადიომოყვარული, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დარღვეული ჰქონდა წინამდებარე წესი.
მუხლი 514. ძირითადი მოთხოვნები (სამოყვარულო რადიოსადგურის ტექნიკური მოთხოვნები)
1. სამოყვარულო რადიოსადგურს (მიმღებ-გადამცემს) თან უნდა ერთოდეს:
ა) საანტენო და საფიდერო მოწყობილობები მეხდამცავის ჩათვლით;
ბ) გადამცემი აპარატურის პარამეტრების საზომი და საკონტროლო მოწყობილობები.
2. სამოყვარულო რადიოსადგურები კატეგორიების შესაბამისად იყენებენ მხოლოდ შემდეგი სახის გამოსხივებებს:
ა) ამპლიტუდური ტელეგრაფია;
ბ) ამპლიტუდური ტელეფონია;
გ) ერთზოლოვანი ტელეფონია;
დ) სიხშირული ტელეფონია;
ე) რადიოკავშირის ციფრული სახეობანი (PACKET, AMTOR, PACTOR, SITOR, SSTV და ა.შ.).
3. სამოყვარულო რადიოგადამცემი სიხშირის სტაბილურობისადმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჩართვის მომენტიდან 15 წუთის განმავლობაში, სიხშირის აბსოლუტური ცდომილება – 300 ჰც მოკლე ტალღებზე და 1000 ჰც ულტრამოკლე ტალღებზე.
4. სამოყვარულო რადიოსადგურის სიმძლავრე იზომება ანტენის ეკვივალენტურ დატვირთვაზე.
5. სამოყვარულო რადიოსადგურის გვერდითი გამოსხივების საშუალო სიმძლავრე უნდა იყოს:
ა) ულტრამოკლეტალღოვანი 144 მგჰც, 430 მგჰც და 1296 მგჰც დიაპაზონებისთვის არა უმეტეს 25 მკვტ. ეს პარამეტრი სხვა ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონებისთვის არ არის განსაზღვრული;
ბ) მოკლეტალღოვანი დიაპაზონებისთვის – ძირითადი გამოსხივების სიმძლავრეზე 40 დბ-ით ნაკლები სამოყვარულო რადიოსადგურის არა უმეტეს 5 ვტ სიმძლავრით ფუნქციონირებისას.
6. სამოყვარულო რადიოსადგურის და ანტენის კონსტრუქცია უნდა იყოს უსაფრთხო ირგვლივ მყოფთათვის.
7. რადიომოყვარულს უფლება აქვს განათავსოს სახლის სახურავზე (სათანადო ნებართვის საფუძველზე, თუ ასეთი გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით) სამოყვარულო ანტენა, რომლის დამონტაჟებაზე, უსაფრთხო სარგებლობასა და შეკეთებაზე პასუხისმგებელია ამ რადიოსადგურის მფლობელი.
8. სამოყვარულო რადიოსადგურის მიერ შექმნილი ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ დასაშვებ სანიტარიულ ნორმებს.
მუხლი 515. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის გაცემა
1. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის შემდეგ.
2. ნებართვა გაიცემა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:
ა) განცხადება სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე;
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათი;
დ) საკვალიფიკაციო საბჭოს ცნობა ტესტირების ჩაბარების თაობაზე;
ე) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) რადიომოყვარულის არასრულწლოვანობის შემთხვევაში მშობლის (ან მეურვის) ცნობა სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების თანხმობაზე, რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე წესის დაცვას და რადიოსადგურის ტექნიკურ უსაფრთხოებას;
ზ) აპარატურის დასახელება.
3. კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) რადიომოყვარულთა კოლექტივის სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები.
4. რადიომოყვარულს, რომელიც ფლობს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვას, დამატებითი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უფლება აქვს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენოს სახმობ ნიშანთან ერთად შემდეგი ნიშნები:
/P, /M, /MM და /A.
5. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღების შემთხვევაში რადიომოყვარულს უფლება აქვს ეთერში გავიდეს საქართველოს ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან ყოველგვარი დამატებითი ნებართვის გარეშე.
6. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექ-ტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა გაიცემა ხუთი წლის ვადით.
7. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის რადიომოყვარული ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს:
ა) განცხადება ნებართვის მიღებაზე;
ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის ასლი, რომლის რეზიდენტიც არის იგი;
გ) მისამართი, სადაც განთავსებული იქნება სამოყვარულო რადიოსადგური; საქართველოში დროებითი რეგისტრაციის ადგილისამყოფელი;
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) ფოტოსურათი;
ვ) აპარატურის დასახელება.
მუხლი516. სამოყვარულო რადიოსადგურებისთვის ნებადართული სიხშირული დიაპაზონები, დაშვებული სიმძლავრეები და რადიოკავშირის სახეები
1. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლმენტის შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში განსაზღვრულია სიხშირეთა დიაპაზონები, დაშვებული სიმძლავრეები და რადიოკავშირის სახეები, რომელიც შეძლება გამოიყენოს საქართველოს სამოყვარულო რადიოსადგურებმა:
სიხშირეები 30 მგჰც-მდე | სიხშირეები 30 მგჰც-ს ზევით | ||
135,7-137,8 კჰც | 14000-14250 კჰც | 144-146 მგჰც | 47-47,2 გგჰც |
1810-2000 კჰც | 18068-18318 კჰც | 430-440 გმჰც | 76-81 გგჰც |
3500-3650 კჰც | 21000-21450 კჰც | 1260-1300 მგჰც | 119,98-120,02 გგჰც |
7000-7100 კჰც | 24890-25140 კჰც | 5650-5670 მგჰც | 142-144 გგჰც |
10100-10150 კჰც | 28000-29700 კჰც | 10-10,5 გგჰც | 241-250 გგჰც
|
2. სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახური იყე-ნებს შემდეგ სიხშირულ დიაპაზონებს: 7000-7100 კჰც, 14000-14250 კჰც, 18068-18318 კჰც, 21000-21450 კჰც, 24890-25140 კჰც, 28-29,7 მგჰც.
3. სამოყვარულო-თანამგზავრული რადიოსადგურის გამოსხივების სიმძლავრის ნაკადის სიმკვრივე დედამიწის ზედაპირზე არ უნდა აღემატებოდეს მინუს 110 დბ (ვტ/მ2);
4. სამოყვარულო რეტრანსლატორების მაქსიმალური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ-ს.
მუხლი 517. სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელება
1. სამოყვარულო რადიოსადგურის ფუნქციონირება დაშვებულია შესაბამისი კატეგორიის მიხედვით ნებადართული სიხშირული დიაპაზონის ნებისმიერ სიხშირეზე. რადიომოყვარული ვალდებულია შეარჩიოს სიხშირე ისე, რომ გასხივებული სიგნალის სრული სპექტრი, სიხშირის ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად, ყოველთვის იმყოფებოდეს შესაბამისი სიხშირული ზოლის და სამოყვარულო სიხშირული დიაპაზონების ფარგლებში.
2. ,,მეორადი გამოყენების” დიაპაზონებში რადიომოყვარულები ვალდებულნი არიან არ შეუქმნან რადიოხელშეშლები ,,პირველადი გამოყენების” დიაპაზონებში ფუნქციონირებად რადიოსადგურებს და მათი წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეიცვალონ სიხშირე.
3. სამოყვარულო სამსახურისთვის გამოყოფილ დიაპაზონებში რადიომოყვარულები ვალდებულნი არიან რადიოკავშირი განახორციელონ მხოლოდ სამოყვარულო რადიოსადგურებთან. რადიოკავშირის განსახორციელებლად მათ შეუძლიათ გამოიყენონ სამოყვარულო რეტრანსლატორები და სამოყვარულო-სათანამგზავრული სამსახურისთვის განკუთვნილი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები.
4. რადიოკავშირი არასამოყვარულო რადიოსადგურებთან დასაშვებია მხოლოდ ამ უკანასკნელთაგან ,,SOS”-ის ან ,,MAYDAY”-ის მიღების შემთხვევაში, რომლის შესახებაც რადიომოყვარული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომისიას.
5. რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულები ვალდებულნი არიან დაასახელონ თავიანთი სახმობი ნიშანი რადიოკავშირის ყოველი სეანსის დასაწყისში და დამთავრებისას, ხოლო ხანგრძლივი რადიოკავშირის ჩატარებისას გაიმეორონ თავისი სახმობი ნიშანი ყოველ 5 წუთში ერთხელ.
6. რადიომოყვარული ვალდებულია დამარცვლით, გარკვევით და ფონეტიკური ანბანის (დანართი №5) გამოყენებით გადასცეს სახმობი ნიშანი.
7. რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს უფლება ეძლევა გაცვალოს ინფორმაცია: რადიომოყვარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამოყვარულო რადიოაპარატურის ტექნიკური მონაცემების, მეტეოროლოგიური პირობების და რადიოტალღების გავრცელების შესახებ. რადიომოყვარულმა არ უნდა ისაუბროს პირად საკითხებზე და გაცვალოს ინფორმაცია, რომლის გადაცემაც ეთერში თავისი ნაკლები მნიშვნელობის გამო არ არის გამართლებული.
8. რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ რადიოსამოყვარულო და საერთაშორისო კოდები (დანართი №6 და №7);
9. ეთერში იკრძალება:
ა) სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის გადაცემა;
ბ) შიფრების და სხვა კოდების გამოყენება;
გ) ცრუ და არასწორი ინფორმაციის გადაცემა;
დ) სახმობი ნიშნის გარეშე ან სხვა სახმობი ნიშნით სარგებლობა;
ე) ნებადართულზე უფრო მაღალი სიმძლავრის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება;
ვ) იმ სიხშირეებზე მუშაობა, რომელიც არ არის მინიშნებული შესაბამის ნებართვაში;
ზ) პოლიტიკასთან, რელიგიასთან, სექსთან და კომერციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
თ) შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენება;
ი) მუსიკალური ჩანაწერების, რადიოსამაუწყებლო, სატელევიზიო და სარეკლამო პროგრამების გადაცემა;
კ) იმ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება, რომელიც არ პასუხობს ამ წესით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების ტექნიკის წესებს;
ლ) საერთაშორისო სტიქიური უბედურების სიგნალების ,,SOS”-ის და ,,MAYDAY”-ის გამოყენება განსაკუთრებული შემთხვევების გარდა;
მ) რადიოსადგურის გამოყენება სატელევიზიო, რადიოსამაუწყებლო ან სხვა სამსახურებისადმი რადიოხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში. ამ დროს სამოყვარულო რადიოსადგურის მფლობელი ვალდებულია დაადგინოს და აღმოფხვრას და შემდგომ კომისიას შეატყობინოს ამ ხელშეშლების გამომწვევი მიზეზები;
ნ) ეთერში მუშაობა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
10. რადიომოყვარულის მფლობელობაში არსებული რადიოსადგურით რადიოკავშირის განხორციელება აკრძალულია იმ პირებისათვის, რომლებსაც არ აქვთ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა.
11. რადიოკავშირის ჩატარებისას რადიომოყვარული ვალდებულია დაიცვას საყოველთაო რადიოსამოყვარულო ეთიკა, იყოს თავაზიანი, მომთმენი და ტაქტიანი.
მუხლი 518. სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშანი
1. კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლამენტის შესაბამისად, სამოყვარულო რადიოსადგურს ენიჭება სახმობი ნიშანი.
2. რადიომოყვარულს უფლება აქვს საქართველოში იქონიოს მხოლოდ ერთი მუდმივი სახმობი ნიშანი (მისი შეცვლის უფლების გარეშე).
3. კომისია ახორციელებს:
ა) იმ სპეციალური სახმობი ნიშნების მინიჭებას, რომელიც გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებისას;
ბ) ,,E” ექსტრა და ,,A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის სპეციალური დროებითი სახმობი ნიშნების გამოყოფას საერთაშორისი შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;
გ) საერთო წესით, უცხო ქვეყნის რადიომოყვარულების მიერ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებითი ან მუდმივი სახმობის მინიჭებას.
4. ინდივიდუალური და კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის ,,C” კატეგორიის რადიომოყვარულებს ენიჭებათ ექვსსიმბოლიანი სახმობი ნიშანი, ხოლო ,,B” და ,,A” კატეგორიების რადიომოყვარულებს – ხუთსიმბოლიანი. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის ,,E” კატეგორიის რადიომოყვარულებს, სურვილის მიხედვით უფლება აქვთ სუფიქსში არჩევით დაიტოვონ ერთი სიმბოლო ათი პრეფიქსიდან ნებისმიერ ბლოკზე.
5. სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის ,,C”, ,,B” და ,,A” კატეგორიის რადიომოყვარულებს მუდმივად ენიჭება 4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L6, 4L7, 4L8, და 4L0 პრეფიქსის ნებიმიერი ბლოკი, ხოლო 4L9 გადადის რეზერვში და ენიჭება კომისიის მიერ დროებით, სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისას.
6. ვეტერან რადიომოყვარულზე შეიძლება გაცემულ იქნეს 4L4 პრეფიქსის ბლოკში ერთსიმბოლიანი ნიშანი.
მუხლი 519. ულტრამოკლე დიაპაზონების სამოყვარულო რეტრანსლატორის გამოყენება და მუშაობის წესი
1. სამოყვარულო რეტრანსლატორის დაყენება შეუძლია ნებისმიერ რადიომოყვარულს ან კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურს.
2. სამოყვარულო რეტრანსლატორი ფუნქციონირებს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემული სიხშირული განაწილების შესაბამისად, თუ მისი გამოყენება გათვალისწინებულია სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვით:
№ სამუშაო არხის | მიღების სიხშირე (კჰც) | გადაცემის სიხშირე (კჰც) |
R 0 | 145000 | 145600 |
R 1 | 145025 | 145625 |
R 2 | 145050 | 145650 |
R 3 | 145075 | 145675 |
R 4 | 145100 | 145700 |
R 5 | 145125 | 145725 |
R 6 | 145150 | 145750 |
R 7 | 145175 | 145775 |
R 8 | 145200 | 145800 |
3. სამოყვარულო რეტრანსლატორის მაქსიმალური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ-ს. (რადიოკავშირის სახე: FM სიხშირული მოდულაცია – F3E).
მუხლი 5110. პასუხისმგებლობა რადიომოყვარულის მიმართ წინამდებარე წესის დარღვევის შემთხვევაში
1. ამ თავით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მქონე რადიომოყვარულებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სამოყვარულო რადიოკავშირს ახორციელებენ ზემოთ აღნიშნული ნებართვის გარეშე, კომისია აფრთხილებს დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის თაობაზე, რის შესახებაც ღებულობს გადაწყვეტილებას.
2. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ დამრღვევი პირისთვის მიცემული ვადის გასვლისა და დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიმართ გამოიყენოს ჯარიმა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 171-ე მუხლის მე-4 პუნქტით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როცა არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ საფრთხე ექმნება საზოგადოების უსაფრთხოებას და ადამიანის ჯანმრთელობას, აგრეთვე არსებული ან სავარაუდო ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობის თავიდან აცილების ან/და რადიოდანადგარების ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების უზრუნველსაყოფად დისკრეციულად გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების დროებით შეზღუდვა.
4. კომისია უფლებამოსილია აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენოს მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფ და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას.
5. კომისია უფლებამოსილია რადიომოყვარულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის გაუქმების შესახებ.
მუხლი 5111. საკვალიფიკაციო საბჭო
1. საკვალიფიკაციო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განსაზღვროს რადიომოყვარულის კვალიფიკაცია საკვალიფიკაციო ტესტირებით;
ბ) შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკვალიფიკაციო ტესტები;
გ) განიხილოს სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესების დარღვევები და დარღვევათა დადასტურების შემთხვევაში მიმართოს კომისიას ამ წესით განსაზღვრული ზომების გასატარებლად.
2. საკვალიფიკაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში ოთხჯერ, ყოველი კვარტალის მე-2 თვის ბოლო ოთხშაბათს.”;
გ) დამტკიცდეს ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” შემდეგი დანართები:
გ.ა.) დანართი № 5 – ფონეტიკური ანბანი;
გ.ბ.) დანართი № 6 – საერთაშორისო კოდი;
გ.გ.) დანართი № 7 – რადიოსამოყვარულო კოდი;
გ.დ.) დანართი № 8 – სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიები.
დ) ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებიდან” ამოღებულ იქნეს 21-ე მუხლის მე-8 პუნქტი და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი.
2. ცნობილ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 23 მარტის №4 დადგენილება ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” იურიდიული ძალის არმქონე აქტად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილის საფუძველზე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
დანართი № 5
ფონეტიკური ანბანი
A | ანა, ალფა | Alpha |
B | ბორისი | Bravo |
C | ცენტრი | Charlie |
D | დავითი | Delta |
E | ეკა, ექო | Echo |
F | ფიქრია, ფირუზი | Foxtrot |
G | გიორგი | Golf |
H | ხათუნა | Hotel |
I | ირმა | India |
J | ჯუმბერი, ჯანო | Juliet |
K | კილოვატი, კონსტანტინე | Kilo |
L | ლამარა | Lima |
M | მანანა | Mike |
N | ნუკრი | November |
O | ოთარი | Oscar |
P | პეტრე | Papa |
Q | ქეთინო | Quebec |
R | რადიო | Romeo |
S | სალომე | Sierra |
T | თამარი | Tango |
U | უშანგი | Uniform |
V | ჟენია, ჟამი | Victor |
W | ვენერა | Whisky |
X | იქსი | X-ray |
Y | იგრეკი | Yankee |
Z | ზვიადი | Zulu |
დანართი № 6
საერთაშორისო კოდი
QRA | რა დასახელებისაა თქვენი რადიოსადგური? | ჩემი სადგურის დასახელებაა... |
QRB | დაახლოებით რა მანძილზე იმყოფებით ჩემი რადიოსადგურიდან? | მე თქვენი რადიოსადგურიდან ვიმყოფები დაახლოებით ….. კილომეტრში |
QRG | შემატყობინეთ ჩემი ზუსტი სიხშირე? | თქვენი ზუსტი სიხშირეა... |
QRH | იცვლება თუ არა ჩემი სიხშირე? | თქვენი სიხშირე იცვლება |
QRI | ტექნიკურად როგორი ტონი აქვს ჩემს გადაცემას? | თქვენი გადაცემის ტონია... |
QRK | როგორ ირჩევა ჩემი სიგნალი? | თქვენი სიგნალი ირჩევა... |
QRL | იცით თუ არა თქვენ? | მე ვიცი, გთხოვთ ხელს ნუ მიშლით |
QRM | განიცდით თუ არა თქვენ ხელშეშლებს სხვა რადიოსადგურებისგან? | მე განვიცდი ხელშეშლებს სხვა რადიოსადგურებისგან |
QRN | ხელს გიშლით თუ არა ატმოსფერული ხელშეშლები? | მე ხელს მიშლის ატმოსფერული ხელშეშლები |
QRO | აუცილებლად უნდა გავზარდო სიძლავრე? | გაზარდეთ გადამცემის სიმძლავრე |
QRP | აუცილებლად უნდა შევამცირო სიძლავრე? | შეამცირეთ გადამცემის სიმძლავრე |
QRQ | უნდა გადავცემდე უფრო სწრაფად? | გადაეცით უფრო სწრაფად |
QRS | უნდა გადავცემდე უფრო ნელა? | გადაეცით უფრო ნელა |
QRT | უნდა შევწყვიტო გადაცემა? | შეწყვიტეთ გადაცემა |
QRU | გაქვთ თქვენ რაიმე ჩემთვის? | მე თქვენთვის არაფერი მაქვს |
QRV | მზად ხართ? | მე მზად ვარ |
QRW | უნდა შეგატყობინოთ მე … რომ თქვენ იძახებთ მას…... … კილოჰერცზე (ან მეგაჰერცზე) | გთხოვთ შეატყობინეთ მას … რომ მე ვიძახებ მას…… … კილოჰერცზე (ან მეგაჰერცზე) |
QRX | როდის გამომიძახებთ მე კვლავ? | მოითმინეთ, მე თქვენ გამოგიძახებთ კვლავ |
QRZ | ვინ მიძახებდა მე? | თქვენ გიძახებთ ... |
QSB | მილევადია თუ არა ჩემი სიგნალი? | თქვენი სიგნალი მილევადია |
QSK | შეგიძლიათ თუ არა ჩემი მოსმენა თქვენი სიგნალის პაუზებში? | მე შემიძლია მოგისმინოთ თქვენ ჩემი სიგნალის პაუზებში |
QSL | შეგიძლიათ თუ არა დაამოწმოთ მიღება? | ვამოწმებ თქვენს მიღებას |
QSO | შეგიძლიათ თქვენ უშუალოდ დაუკავშირდეთ...? | მე შემიძლია უშუალოდ დავუკავშირდე... |
QSP | შეგიძლიათ თქვენ, რომ გადასცეთ...? | მე შემიძლია გადავცე... |
QSY | უნდა გადავიდე მე სხვა სიხშირეზე? | გადადით სხვა სიხშირეზე |
QSX | ისმენთ თუ არა თქვენ მოსახმობ ნიშანს ... კილოჰერცზე (მეგაჰერცზე)? | მე ვისმენ მოსახმობ ნიშანს .... კილოჰერცის (მეგაჰერცის) სიხშირეზე |
QTC | გაქვთ თუ არა შეტყობინება? | მე მაქვს თქვენთვის შეტყობინება |
QTH | თქვენი ზუსტი ადგილსამყოფელი? | მე ვიმყოფები... |
QTR | მითხარით ზუსტი დრო? | ზუსტი დრო არის... საათი |
დანართი № 7
რადიოსამოყვარულო კოდი
ABT About - მიახლოებით, ირგვლივ
ADR Addres - მისამართი
AFTER After - შემდეგ, შემდგომ
AGN Again - ხელახლა, ისევ
ALL All - ყველაფერი, ყველა
ALSO Also - ასევე
AM Amplitude Modulation - ამპლიტუდური მოდულაცია
ANT Antenna - ანტენა
AT At -ში, -კენ
BAD, BD Bad - ცუდი
BAND Band - დიაპაზონი
BCNU - მოხარული ვიქნები ხელახალი შეხვედრის
BEAM Beam - მიმართული (ანტენა)
BEST Best - საუკეთესო
BOX Box - ყუთი (საფოსტო)
BUT But - მაგრამ
CALL Call - გამოძახება (მოსახმობი ნიშანი, ამოსაცნობი ნიშანი)
CFM Confirm - დამტკიცება, მტკიცებულება
CHEERIO Cheerio - გისურვებ წარმატებებს
CLG Calling - ვიძახებ, იძახებს
CONDX Conditions - პირობა. რადიოტალღების გავრცელება, სიგნალის სმენადობა
CONGRATS Congratulations - მილოცვა
COPI Copy - ჩაწერა, სიგნალის მიღება
CQ - ყველას, ყველას, ყველას (საერთო გამოძახება)
CU See you - შევხვდებით (ეთერში)
CUAGN See you again - კვლავ შევხვდებით
CUL See you later - შევხვდებით მოგვიანებით
CW Continuos wave - მორზეს ანბანი (ტელეგრაფი)
DE - დან
DIRECT Direct - უშუალოდ, პირდაპირ
DR Dear - ძვირფასი
DWN Down - ქვემოთ, ქვევით
DX - შორეული კავშირი, შორეული მანძილი, იშვიათ კორესპონდენტთან რადიოკავშირი
ES - და
EX Ex - ყოფილი, წინა (მოსახმობი ნიშნის შესახებ)
FB Fine business - შესანიშნავად, მშვენივრად
FER, FOR, FR For -სთვის, ამასთან
FM From -დან, -გან
FM Frequency modulation - სიხშირული მოდულაცია
FREQ Frequency - სიხშირე
GA Go ahead - დაიწყე, შეუდექი
GA Good afernoon - შუადღე მშვიდობისა (დღის მეორე ნახევარში)
GB Good bye - ნახვამდის, მშვიდობით
GD Good day - შუადღე მშვიდობისა (დღის მეორე ნახევარში)
GE Good evening - საღამო მშვიდობისა
GLD Glad - მოხარული ვარ
GM Good morning - დილა მშვიდობისა
GN Good night - ღამე მშვიდობისა
GND Ground - დამიწება
GOT Got - მივიღე
GUD Good - კარგი, კარგად
GUHOR - არაფერი მესმის
HAM - რადიომოყვარული სამოყვარულო რადიოგადამცემის მფლობელი
HF High frequency - მაღალი სიხშირე
HI - სიცილის გამოხატვა
HOPE, HPE Hope - იმედი
HR Here - აქ
HRD Heard - მოსმენა
HW - როგორ გესმით ჩემი? როგორ არის საქმეები?
INFO Information - ინფორმაცია
K - მიპასუხეთ, გადაეცით
KW Kilowatt - კილოვატი
LAT Latitude - განედი
LF Low frequency - დაბალი სიხშირეები
LID - ცუდი რადიოოპერატორი,
LONG Longitude - გრძედი
LOG Logbook - რადიოსადგურების სია
LSB Lower side band - ქვემო გვერდითი ზოლი
LTR Letter - წერილი
MIKE Microphone - მიკროფონი
MIN Minute - წუთი
MNI Many - ბევრი
MOM Moment - მომენტი
MSG Message - შეტყობინება
MTR Meter - მეტრი, გაზომვა
NEAR, NR Near - ახლოს
NBFM Narrow band frequency modulation - ვიწროზოლოვანი სიხშირული მოდულაცია
NIL - არაფერი
NR Number - ნომერი
NW Now - ახლა, გადავდივარ გადაცემაზე
OK - გასაგებია, ნათელია, სწორია
OM Old man - ახლობელო (სიტყვასიტყვით - ძველო)
ONLY Only - მხოლოდ
OP, OPR Operator - ოპერატორი, რადისტი
OUTPT Output - გამოსავალი სიმძლავრე
PA Power amplifier - ძლიერი გამაძლიერებელი
PM Post meridiem - მერედიემ შუადღით
PSE Please - თხოვნა, გთხოვთ
PSED Pleased - მოხარული, კმაყოფილი
PWR Power - სიმძლავრე
R Right - სწორია, გამართლებულია
RCV Recevie - მიღება, მიღებულია
RCVR Recevier - მიმღები
REPT,RPRT Report - შეტყობინება, რაპორტი
RIG - გადამცემი
RPT Repeat - გამეორება, გაიმეორეთ
RTTY Radioteletype - რადიოკავშირის სახეობა
SIGS Signals - სიგნალები
SKED Schedule - მუშაობის განრიგი
SM,SUM Soon - ზოგი, რამდენიმე
SOON,SN Soon - მალე, სწრაფად
SORI,SRI Sorry - ვწუხვარ, სამწუხაროა
SSB Single side band - ერთზოლოვანი მოდულაცია
STN Station - სადგური
SURE Sure - დარწმუნება
SWL Short wave listener - რადიომოყვარული დამკვირვებელი
SWR Standing wave ratio - მდგრადი ტალღის კოეფიციენტი
TEST Test - გამოცდა, შეჯიბრება რადიომოყვარულებს შორის
TIME Time - დრო
TKS Thanks - მადლიერების გამოხატვა
TNX Thanks - მადლიერების გამოხატვა
TRCVR Trancevier - ტრანსივერი ანუ მიმღებ-გადამცემი
TU Thank you - გმადლობთ
TUBE Tube - მილაკი
TVI Television interference - ტელევიზორისთვის ხელშეშლის შექმნა
TX Transmitter - გადამცემი
TXT Text - ტექსტი
U You - თქვენ
UFB Ultra fb - შესანიშნავია
UNLIS Unlicenced - არალეგალური, ულიცენზიო რადიოსადგური
UP Up - ზემოთ, მაღლა
UR Your - თქვენი
URS Yours - თქვენით
USB Upper side band - ზემო გვერდითი ზოლი
VIA Via - უშუალოდ, -ით
VFO Variable frequency oscillator - ცვლადი დიაპაზონის გენერატორი
VHF Very high frequency - ზემაღალი სიხშირეები
VY Very - ძალიან
WTTS Watts - ვატი
WEAK Weak - სუსტი
WID with -თან
WKD Worked - ვიმუშავე
WLL will - იქნება, ვიქნები, უნდა იყოს
WRK Work - მუშაობა, სამუშაო
WRKD Worked - ვიმუშავე
WW World-wide - მთელი მსოფლიო
WX Weather - ამინდი
XTAL Crystal - კვარცული გენერატორი
XYL Ex Young Lady - ცოლი
YES Yes - დიახ, კი
YL Young Lady - ქალიშვილი
73 — საუკეთესო სურვილები
88 — სიყვარული და კოცნა (გადაიცემა ხუმრობით)
AS — დაელოდეთ
AR — გადაცემის დასასრული
BK — ნახევარდუპლექსით მუშაობა
BT — გაყოფის ნიშანი
KN — ვუსმენ მხოლოდ საკუთარ კორესპონდენტს
SK — რადიოკავშირის დასასრული
დანართი № 8
სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიები
|
|
| "A" და "E" ექსტრა |
| ||||||
სიხშირეთა ზოლი | სიმძლავრე (ვტ) | გამოსხივების კლასი | სიხშირეთა ზოლი | სიმძლავრე (ვტ) | გამოსხივების კლასი |
| ||||
135,7 - 137,8 KHz 1810 - 1838 KHz | 100 W 1000 W | CW | 18110 - 18318 KHz | 1000 W | phone; CW |
| ||||
1838 - 1840 KHz | 1000 W | ციფრული; (PACKET -ის გარდა); CW | 21000 - 21080 KHz | 1000 W | CW |
| ||||
1840 - 1850 KHz | 1000 W | ციფრული; (PACKET -ის გარდა); 3K00R3E; 3K00J3E; CW | 21080 - 21100 KHz | 1000 W | ციფრული; CW |
| ||||
1850 - 2000 KHz | ≤ 10 W | 3K00R3E; 3K00J3E; 6K00R3E; CW | 21100 - 21120 KHz | 1000 W | ციფრული; (უპირატესად packet); CW |
| ||||
3500 - 3510 KHz | 1000 W | DX; CW | 21120 - 21149 KHz | 1000 W | CW |
| ||||
3500 - 3560 KHz | 1000 W | CW; (უპირატესად contest CW | 21149 - 21151 KHz | 1000 W | IBP |
| ||||
3560 - 3580 KHz | 1000 W | CW | 21151 - 21450 KHz | 1000 W | phone; CW |
| ||||
3580 - 3590 KHz | 1000 W | ციფრული; CW | 21340 KHz | 1000 W | გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX |
| ||||
3590 - 3600 KHz | 1000 W | ციფრული; (უპირატესად packet); CW | 24890 - 24920 KHz | 1000 W | CW |
| ||||
3600 - 3620 KHz | 1000 W | ციფრული; CW | 24920 - 24929 KHz | 1000 W | ციფრული; CW |
| ||||
3600 - 3650 KHz | 1000 W | phone, (უპირატესად contest phone); CW | 24929 - 24931 KHz 24930 - 25139 KHz | 1000 W | IBP phone, CW |
| ||||
3650 - 3775 KHz | 1000 W | phone; CW | 24930 - 25139 KHz | 1000 W | phone; CW |
| ||||
3700 - 3800 KHz | 1000 W | phone, (უპირატესათ contest phone); CW | 28000 - 28050 KHz | 1000 W | CW |
| ||||
3730 - 3740 KHz | 1000 W | SSTV; FAX,phone, CW | 28050 - 28120 KHz | 1000 W | ციფრული; CW |
| ||||
3775 - 3800 KHz | 1000 W | Dx phone; CW | 28120 - 28150 KHz | 1000 W | ციფრული; (უპირატესად packet); CW |
| ||||
7000 - 7035 KHz | 1000 W | CW | 28150 - 28190 KHz | 1000 W | CW |
| ||||
7035 - 7040 KHz | 1000 W | ციფრული; ( PACKET-ის გარდა); SSTV; FAX; CW | 28190 - 29199 KHz | 1000 W | რეგიონალური, IBP დროითი დაყოფით |
| ||||
7040 - 7045 KHz | 1000 W | ციფრული; ( PACKET-ის გარდა); SSTV; FAX; phone; CW | 28201 - 28225 KHz | 1000 W | მუდმივადმოქმედი IBP |
| ||||
7045 - 7100 KHz | 1000 W | phone; CW | 28225 - 29200 KHz | 1000 W | phone; CW |
| ||||
10100 - 10140 KHz | 1000 W | CW | 28680 KHz | 1000 W | გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX |
| ||||
10140 - 10150 KHz | 1000 W | ციფრული; (PACKET -ის გარდა); CW | 29200 - 29300 KHz | 1000 W | ციფრული ; (NBFM PACKET); phone; CW |
| ||||
14000 - 14070 KHz | 1000 W | CW | 29300 - 29520 KHz | 1000 W | თანამგზავრული downeink |
| ||||
14000 - 14060 KHz | 1000 W | CW; (უპირატესად contest CW) | 29510 - 29700 KHz | 1000 W | phone; CW |
| ||||
14070 - 14089 KHz | 1000 W | ციფრული; CW | 144 - 146 MHz | 100 W | ციფრული; 6K00F3E; 24K0F3E; 3K00R3E; 3K00J3E |
| ||||
14089 - 14099 KHz | 1000 W | ციფრული; (უპირატესად არა ავტომატური packet); CW | 430 -440 MHz | 100 W | 3K00R3E; 3KOOJ3E; 6K00F3E; 24K0F3E |
| ||||
14099 - 14101 KHz | 1000 W | IBP | 1240 - 1300 MHz | 10 W | ციფრული |
| ||||
14101 - 14112 KHz | 1000 W | ციფრული; (უპირატესად დაგროვება-რეტრანსლაცია); PHONE; CW | 2320 - 2450 MHz | 10 W | 3K00R3E |
| ||||
14112 - 14125 KHz | 1000 W | phone; CW | 5650 - 5850 MHz | 10 W | 3K00J3E |
| ||||
14125 - 14300 KHz | 1000 W | phone, (უპირატესად contest phone); CW | 10 - 10.5 GHz | 5 W |
|
| ||||
14230 KHz | 1000 W | გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX | 47 - 47.2 GHz | 5 W | 6K00A3E |
| ||||
14300 - 14350 KHz | 1000 W | phone; CW | 75.5 - 81 GHz | 5 W | 6K00F3E |
| ||||
18068 - 18100 KHz | 1000 W | CW | 119 - 120.026 GHz | 5 W |
|
| ||||
18100 - 18109 KHz | 1000 W | ციფრული; CW | 142 - 149 GHz | 5 W | 24KOF3E |
| ||||
18109 - 18111 KHz |
| IBP | 241 - 250 GHz | 5 W |
|
| ||||
|
|
|
|
|
| "B" კატეგორია | ||||
| სიხშირეთა ზოლი | სიმძლავრე (ვტ) | გამოსხივების კლასი | სიხშირეთა ზოლი | სიმძლავრე (ვტ) | გამოსხივების კლასი | ||||
| 135,7 - 137,8 KHz; 1820 - 2000 KHz | 100 W; 500 W | 100HA1A | 21000 - 21450 KHz | 500 W | 100HA1A | ||||
| 1840 - 2000 KHz | 10 W | 3K00R3E; 3K00J3E | 21080 - 21120 KHz | 500 W | ციფრული | ||||
| 1900 - 2000 KHz | 500 W | 6K00R3E | 21150 - 21450 KHz | 500 W | 3K00R3E; 3K00J3E | ||||
| 3500 - 3800 KHz | 500 W | 100HA1A | 24890 - 24990 KHz | 500 W | 100HA1A | ||||
| 3580 - 3620 KHz | 500 W | ციფრული | 24920 - 24929 KHz | 500 W | ციფრული | ||||
| 3600 - 3800 KHz | 500 W | 3K00R3E; 3K00J3E | 24930 - 24990 KHz | 500 W | 3K00R3E; 3K00J3E | ||||
| 3730 - 3740 KHz | 500 W | SSTV; FAX | 28000 - 29700 KHz | 500 W | 100HA1A | ||||
| 7000 - 7100 KHz | 500 W | 100HA1A | 28050 - 28150 KHz | 500 W | ციფრული | ||||
| 7035 - 7045 KHz | 500 W | ციფრული; SSTV; FAX | 28200 - 29700 KHz | 500 W | 3K00R3E; 3K00J3E | ||||
| 7040 - 7100 KHz | 500 W | 3K00R3E; 3K00J3E | 144 - 146 MHz | 25 W | 100HA1A; 6K00F3E; | ||||
| 10100 - 10150 KHz | 500 W | 100HA1A | 430 - 440 MHz | 25 W | 24K00F3E; | ||||
| 10140 - 10150 KHz | 500 W | ციფრული |
|
| 3K00R3E; 3K00J3E | ||||
| 14000 - 14070 KHz | 500 W | CW | 1240 - 1300 MHz | 5 W | 100HA1A; 24K00F3E; 3K00R3E; 3K00J3E; 6K00A3E; 6K00F3E; | ||||
| 14000 - 14060 KHz | 500 W | CW; (უპირატესად contest CW) | 2320 - 2450 MHz | 5 W | |||||
| 14070 - 14089 KHz | 500 W | ციფრული; CW | 5650 - 5850 MHz | 5 W | |||||
| 14089 - 14099 KHz | 500 W | ციფრული; (უპირატესად არა ავტომატური packet); CW | 10 - 10.5 GHz | 5 W | |||||
| 14099 - 14101 KHz | 500 W | IBP | 24 -24.5 GHz | 5 W | |||||
| 14101 - 14112 KHz | 500 W | ციფრული; (უპირატესად დაგროვება-რეტრანსლაცია); PHONE; CW | 47 - 47.2 GHz | 5 W | |||||
| 14230 KHz | 500 W | SSTV; FAX | 75.5 - 81 GHz | 5 W | |||||
| 18068 - 18168 KHz | 500 W | 100HA1A | 119.98 - 120.02 GHz | 5 W | |||||
| 18100 - 18109 KHz | 500 W | ციფრული | 142 - 149 GHz | 5 W | |||||
| 18110 - 18168 KHz | 500 W | 3K00R3E; 3K00J3E | 241 - 250 GHz | 5 W | |||||
„C“ კატეგორია
სიხშირეთა ზოლი | სიმძლა ვრე(ვტ) | გამოსხივების კლასი | სიხშირეთ ზოლი | სიმძლავრე (ვტ) | გამოსხივების კლასი |
135,7-137,8 KHz 1820 -2000 KHz | 100 W 100W | 100HAIA | 430-400 MHz | 5 W | 100HAIA 3KOOR3E;3KOOJ3E 6KOOA3E; 6KOOF3E; 24KOOF3E;
|
1850-2000 KHz | 100W | 3KOOR3E;3KOOJ3E | 1240-1300 MHz | 5 W |
|
1900-2000 KHz | 100W | 6KOOR3E | 2320-2450 MHz | 5 W |
|
3500-3650 KHz | 100W | 100HAIA | 5650-5850 MHz | 5 W |
|
3650-3700 KHz | 100W | 3KOOR3E;3KOOJ3E | 10-10.5GHz | 5 W |
|
21000-21450 KHz | 100W | 100HAIA | 24-24.5 GHz | 5 W |
|
28000-29700 KHz | 100W | 100HAIA | 47-47.2 GHz | 5 W |
|
28200-29700 KHz | 100W | 3KOOR3E;3KOOJ3E | 75.5-81 GHz | 5 W |
|
29200-29700 KHz | 100W | 6KOOR3E | 11998-12002 GHz | 5 W |
|
144-146MHz | 5W | 100HAIA 6KOOF3E; 24KOOF3E; 3KOOR3E;3KOOJ3E | 142-149 GHz
| 5 W |
|
დოკუმენტის კომენტარები