დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34-96 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.35.101.017157 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/12/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300320000.35.101.016062) და დადგენილებით დამტკიცებულის წესის:
ა) მე-5 მუხლის: ა.ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა, განცხადების მიღებიდან: ა) მე-15 დღეს – უფასო; ბ) მე-10 დღეს – 200 ლარი; გ) მე-8 დღეს – 400 ლარი; დ) მე-5 დღეს – 600 ლარი; ე) 3 დღის ვადაში – 800 ლარი. 2. თუ სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე აღემატება 200 კვადრატულ მეტრს, ხოლო ხაზოვანი ნაგებობების შემთხვევაში 200 გრძივ მეტრს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 200 ლარი ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე.“; ა.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისთვის გათვალისწინებულია სამუშაოების წარმოება გზის სავალ ნაწილზე – სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთზე ან საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულად მოთხოვნილია/დადგენილია საგზაო მოძრაობის სქემის საჭიროება, სააგენტო ამზადებს დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემას და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 500 ლარი. 5. თუ სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 200 ლარი ყოველი დამატებითი 30 კალენდარული დღისათვის.“; ბ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა: ა) თუ ნაგებობის სიგრძე არ აღემატება 5 კმ-ს – 200 ლარი, 5 კმ-ის ზემოთ თითოეულ კმ-ზე – 100 ლარი.“ 2. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას პირველ პუნქტში დადგენილ საფასურს ემატება, განცხადების მიღებიდან: ა) მე-15 დღეს თანხმობის მისაღებად – უფასო; ბ) მე-10 დღეს თანხმობის მისაღებად – 200 ლარი; გ) მე-5 დღეს თანხმობის მისაღებად – 400 ლარი; დ) 3 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 600 ლარი; ე) 1 დღის ვადაში (იმავე სამუშაო დღის 12:00 საათამდე მიღებულ განცხადებაზე) თანხმობის მისაღებად – 800 ლარი.“; გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გამოყენებაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აქტის გამოცემა, განცხადების მიღებიდან: ა) მე-15 დღეს – უფასო; ბ) მე-10 დღეს – 200 ლარი; გ) მე-8 დღეს – 400 ლარი; დ) მე-5 დღეს – 600 ლარი; ე) 3 დღის ვადაში – 800 ლარი.“; დ) 71 მუხლი ამოღებულ იქნეს; ე) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის დადასტურებიდან: ა) 15 დღის ვადაში – უფასო; ბ) 8 დღის ვადაში – 100 ლარი; გ) 5 დღის ვადაში –200 ლარი; დ) 3 დღის ვადაში – 400 ლარი; ე) 1 დღის ვადაში (იმავე სამუშაო დღის 12:00 საათამდე მიღებულ განცხადებაზე) – 600 ლარი.“; ზ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ვალდებულების შესრულების დადასტურება 1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირისთვის (მოვალისათვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება, განცხადების მიღებიდან: ა) მე-15 დღეს – უფასო; ბ) მე-10 დღეს – 100 ლარი; გ) მე-8 დღეს– 200 ლარი; დ) მე-5 დღეს – 400 ლარი; ე) 3 დღის ვადაში – 800 ლარი.“; თ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას იხდის სააუქციონო ლოტის მესაკუთრე, თუკი არსებობს აუქციონის მონაწილე ერთი პირი მაინც.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები