„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016396
29
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
010260030.35.168.016396
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის  მე-4  პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 18/04/2018წ, 010260030.35.168.016255)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს დ1), დ2)  და დ3)  ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„დ1) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;

2) ერთ   წლამდე ასაკის ბავშვისთვის ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა;

3) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება;“.

2. პირველი  მუხლის ,,ე“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფენილკეტონურიით, ცელიაკიითა და სისხლის იშვიათი დაავადების მქონე  ბავშვთა (18  წლამდე) დახმარება;“

3. მე-5  მუხლის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ოჯახებისა  და  ბავშვების  სოციალური  დაცვა

1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ფულადი დახმარება ეძლევათ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №0131/ნ ბრძანების შესაბამისად, ხოლო 100 ლარს უნაღდო ანგარიშსწორებით  ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით, ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად.  ბენეფიციარის  დაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულება წარმოადგენს  ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის  ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მერის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით (სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს).“

ბ) მეორე პუნქტს  დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი   შემდეგი რედაქციით:

„ე) ხარჯთაღირცხვის დოკუმენტი ფარმაცევტული დაწესებულებიდან.“

4. დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 51. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება

1. პროგრამით მოსარგებლეები არიან სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკით ან/და საოჯახო ინვენტარით უზრუნველყოფას.

 2. განხორციელდეს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (ოთხი შვილი და მეტი), მარტოხელა და მარჩენალდაკარგული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან საოჯახო ინვენტარის შეძენა  ერთ ოჯახზე არაუმეტეს 800 ლარისა.

3. დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის  დასკვნის საფუძველზე, რაც დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკურ და  მდგომარეობაზე. დახმარების  მიმღები  ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 20 000-ის ჩათვლით.

4. აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან საოჯახო ინვენტარის შეძენა  მოხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არა უადრეს წლის მეოთხე კვარტალისა.

5.  პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ბავშვის (ების) დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, მარტოხელა დედის სტატუსის დამადასტურებელი  დოკუმენტი.

ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად);

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.“

5. დაემატოს 52 მუხლი  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 52.  ერთ   წლამდე ასაკის ბავშვისთვის ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა

1. პროგრამით მოსარგებლები არიან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ბავშვიანი ოჯახები, რომელიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში“, შეფასების  შედეგად  მინიჭებული აქვს 65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა   და საჭიროებენ ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას.

2. ოჯახმა, რომელმაც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ და არის მოლოდინის რეჟიმში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვის ხელოვნური საკვების დაფინანსებას ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად ოჯახის კანონიერ წარმომადგენელის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსერო ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

დ) მომართვა/ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის კახეთის  რეგიონული ცენტრიდან ბავშვთა ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დარეგისტრირების თაობაზე;

ე)  ანგარიშფაქტურა სააფთიაქო დაწესებულებიდან ხელოვნური საკვების მისაღებად;

4. ბენეფიციარზე გაიცემა წერილი დაფინანსების თაობაზე, ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

5.  ბენეფიციარის დაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიქო დაწესებულება წარმოადგენს ხელოვნური კვების პროდუქტების ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც  განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.”

6. დაემატოს 53 მუხლი   შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 53.  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება

1. დახმარების მიმღები პირი/ოჯახი, თავშესაფარში შესვლამდე და თავშესაფრის დატოვების შემდეგ რეგისტრირებული უნდა იყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფ პირს/ოჯახს, თავშესაფრის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გაეწევა მატერიალური დახმარება 6 თვის  განმავლობაში ყოველთვიურად  100 ლარის ოდენობით.

3. პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად   მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან.

4. თანხა გაიცემა ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“

 

7. მე-6 მუხლის 
ა) სათაური   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ფენილკეტონურიით, ცელიაკიითა და სისხლის იშვიათი დაავდების მქონე  ბავშვთა (18  წლამდე) დახმარება“

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფენილკეტონურიით, ცელიაკიითა და სისხლის იშვიათი დაავდების მქონე ბავშვთა დახმარება მოხდება წელიწადში ორჯერ.  თითოეული მოთხოვნა დაფინანსდეს არაუმეტეს 600 ლარისა.“

8. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და 100 წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეს   მიეცეს  ერთჯერადი  დახმარება  300  ლარის   ოდენობით  დაბადების  დღის  აღსანიშნავად.“

9. მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) განცხადება  მერის  სახელზე   დამდგარი  ზიანიდან  10 კალენდარული  დღის  ვადაში;“

10. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს ( არ მოეთხოვებათ  ცნობა ქულების შესახებ), ხოლო ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს,  გაეწევათ ფინანსური დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.“

11. 141 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ  ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლე ოჯახებს წელიწადში 4-ჯერ (კვარტალურად  ) 250 ლარის ოდენობით.“

12. მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი  შემდეგი რედაქციით:

,,ა1) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცვლილი ოჯახის ფინანსური დახმარება;“

 

13. მე-16 მუხლის 
ა) სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული   სარიტუალო   მომსახურება“

 

ბ) პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება  მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება, რომელსაც არ ჰყავს მარჩენალი და დაკრძალვაზე პასუხისმგებელი პირი.“

14. 163 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 163. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა)

1.  დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება გაეწევა   შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველ  ოჯახებს, რომელთაც  საცხოვრებელი  სახლის აღსადგენად დამოუკიდებლად, ეკონომიკური გაჭირვების გამო არ შეუძლიათ დაზიანების აღმოფხვრა  და მათი  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს:

ა) მარტოხელა პენსიონერს;

ბ)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირს;

გ)  რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან.

3. დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შემოწმების შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ განისაზღვრება დაზიანების მასშტაბი, საცხოვრებელი სახლების აღსადგენად მატერიალური დახმარება გაეწევათ ოჯახებს ზიანის არაუმეტეს 50 % -სა, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით , რაც დადასტურდება შედგენილი ხარჯთაღრიცხვისა და დასკვნის საფუძველზე.

4. თუ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენისათვის განსაზღვრული მაქსიმალური თანხა ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლის მინიმალური პირობის შექმნას ,   განმცხადებელს ეცნობება უარი ამ მუხლის საფუძვლით დაფინანსების  თაობაზე;

 5. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ჩარიცხვა მოხდება ორ ეტაპად, უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

6. ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული ფულადი დახმარება. ბენეფიციარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ფინანსური დახმარების შემდეგი ნაწილის შეწყვეტას.“

15. მე-17 მუხლის 
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისია იქმნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.  კომისიის წევრთაგან  მერი  ნიშნავს  კომისიის  თავმჯდომარეს და მდივანს.“

ბ) მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  კომისიის სხდომას უძღვება კომისიის  წევრთაგან მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.“

16. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-5, 52,, 53, 7​​​1, მე-11, მე-12, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 14​​​​​1 მუხლის,  მე-14 მუხლის 9​​1  პუნქტის, მე-15  მუხლის, 16​​​1 და 16​​​​​2 მუხლების გარდა, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.

 

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  2024  წლის 1  იანვრიდან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი